![]() |
| პრინცი საუდ ალ-ფეისალი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი |
გუშინ ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართა, არაბ ერთა ლიგის სამიტი. რომელიც იემენის პრობლემასა და რადიაკალური ისლამის საფრთხეებს მიეძღვნა. უკვე დავწერე იმის შესახებ რომ ამ სამიტზე, არაბ ერთა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას NATO-ს ანალოგი - არაბ ერთა არმია, რმელიც რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე მოახდენს რეაგირებას.
გარდა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა, ოდნავ მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ სამიტზე შეკრებილ არაბ ერთა ლიდერებს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა წერილით, რომელიც სამიტის სხდომაზე წაიკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით პუტინი თავის წერილში მოუწოდებს არაბ ლიდერებს - "მოაგვარონ იემენის პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით, გარეშე ძალების ჩაურევლად"(?!)
წერილის შინაარსის გაცნობის შემდეგ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინც საუდ ალ-ფეისალმა გააკეთა განცხადება და გააკრიტიკა რუსეთს პრეზიდენტი. პრინცის განცხადებით - "პუტინი ისე ლაპარაკობს ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკაზე, თითქმოს თავად არ იყოს ამ პრობლემის ნაწილი, იმით რომ მხარს უჭერს და აიარაღებს ბაშარ ალ-ასადს, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ". პრინცმა ასევე იმედი გამოთქვა რომ პუტინი შეცვლის საკუთარი მოქმედების ხაზს.
ჩემთვის მთელს ამ დეპლომატიური რუტინაში, ნიშანდობლივი იყო პრინც საუდის მიერ, პუტინის ახლო აღმოსავლეთის პრობლემის ნაწილად დასახელება. მე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება და შესაბამისად, ეს გამოწვეული უნდა იყოს იმ გეგმებით, რომელიც პუტინს გააჩნია ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან დაკავშირებით და რომელიც, ბოლოს გახმაურებული ინფორმაციით მდგომარეობს, პირველ რიგში, სირიის სიდიდით მეორე საპორტო ქალაქ ტარტუსის საზღვაო ბაზის აღდგენის საკითხში. თავისთავად ცხადია რუსული სამხედრო ბაზის ხელახალი გაჩენა რეგიონში, არანაირად არ წაადგება არსებულ ვითარებას და პუტინისთვის კი, მსოფლიო პოლიტიკიაში დამატებითი ზემოქმედების ბერკეტებს შექმნის.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს რომ უკრაინის კრიზისის კონტექსტში, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ერთერთი მთავარი კომპონენტის ანუ ნავთობის დაბალი ფასების უზრუნველყოფა, აშშ-მ სწორედ საუდის არაბეთის დახმარებით უზრუნველყო (ბმული). მაშინ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ განაცხადა რომ - რუსეთი, მისი ქცევის გამო, არ იმსახურებს ნავთობის ბაზარზე ადგილსო! და მაშინვე დაადასტურა რომ მის ქვეყანას შესწევს უნარი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ნავთობზე დაბალი ფასები. რომელიც სავარაუდოდ კრემლში ყრადღების მიღმა არ დარჩებოდათ და შესაბამისად საუდის არაბეთზე "დიპლომატიური შურისძიების" მომსწრენიც შეიძლება გავხდეთ. უბრალოდ ასეთი შურისძიება თუ მართლაც იქნება, მისი შედეგები პუტინისთვის, სავარაუდოდ ძალიან მძიმე იქნება. მხოლოდ ის ფაქტორი რად ღირს რომ საუდის არაბეთი, მუსლიმანური ქვეყანაა ძლაიერი ვაჰაბისტური გავლენით და სწრედ ისლამის ამ მიმდინარეობას განეკუთვნებიან, ჩრდილო კავკასიელი იატაკქვეშეთის მებრძოლთა უმრავლესობა და შესაბამისად მათთან საერთო ენის გამონახვა, საუდის არაბეთის შესაბამის სამსახურებს არ გაუჭურდბათ. მით უმეტეს ISIS-ს წინააღმდეგ წამოწყებული მაშტაბური კამპანიის წარმატების პირობებში. რომელშიც პრინციპში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია, მსოფლიოს ისეთი რესურსია მიმართული ეხლა ახლო აღმოსავლეთისაკენ რომ ამ კამპანიის წარუმატებლობა უბრალოდ წარმოუდგენელია!
![]() |
| სირია. საპორტო ქალაქი ტარტუსი ამ საპორტო ქალქში მდებარეობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ბაზა 1989 წლამდე და სწორად აღნიშული ბაზის აღდგენა სურს პუტინს (ბმული) |
![]() |
| იემენის მდებარეობა Wikipedia იემენის შესახებ |
P.S. პუტინის წერილის შინაარსს შეგნებულად არ შევეხე რადგან ის ნაწილიც კი რომელიც საუდელი პრინცის წყალობით გავრცელდა, ცინიზმის მწვერვალია და რუსეთის გერბივით ორ თავიანი არწივის შესაბამის, ორმაგი სტანდარტის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს!




Комментариев нет:
Отправить комментарий