ამერიკელ კონგრესმენთა რეზოლუციის საპასუხოდ მოსკოვიდან გაისმა განცხადებები. რა თქმა უნდა რუსი პოლიტიკოსები ბოლო წლების მათი სახელმწიფოს პოლიტიკურ ჩვევას არ ღალატობენ და ამერიკელების მხრიდან, უკრაინისთვის
შესაძლო იარაღის მიწოდების საპასუხოდ, დუმის ერთერთმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაუბრუნონ უკრაინაში ჯარების შეყვანის უფლება(?!) რომელიც ფედერალურმა საბჭომ მიანიჭა ყირიმის ანექსიის წინ და გაუუქმა მისი დასრულების შემდეგ. აღნიშნული ინციატივით ფრაქცია "Справедливая Россия"-იას თავჯდომარის მოადგილე, მიხაილ ემელიანოვი გამოვიდა. ემელიანოვის თქმით რუსეთის პარლამენტი უპასუხოდ ვერ დატოვებს ამერიკელი კონგრესმენების რეზოლუციას და საპასუხოდ ღიად უნდა დაუჭიროს მხარი ე.წ. "აჯანყებულებს", მათ შორის იარაღის მიწოდებით და დაუბრუნონ პუტინს უკრაინაში ჯარების შეყვანის უფლება. რუსი პარლამენტარის თქმით, აშშ-ს არ უნდა უკრაინის კრიზისის მშვიდობინად მოგვარება და იმიტომაც ცდილობს შეაიარაღოს ის. მისი რწმენით უკრაინა აშშ-სთვის არის შემაკავებელი ინსტრუმენტი, რათა არ მოხდეს რუსეთის როგორც ზესახელმწიფოს აღდგენა!
რუსების ეს რეაქცია მოჰყვა აშშ-ს კონგრესში მიღებულ რეზოლუციას, რომელსაც აბსულუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი - 348 მომხრე, 48 წინააღმდეგი. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს უკრაინას ლეტალური თავდაცვითი იარაღი. რათა შესძლოს უკრაინელმა ერმა, საკუთარი ქვეყნისა და სუვერენიტეტის დაცვა.
შედეგად უკვე დღეს ვხედავთ რომ მთელს ფრონტის ხაზზე, უკრიანის აღმოსავლეთ რეგიონებში, გააქტიურდნენ უკანონო ფორმირებები და რუსული შეიარაღებული ძალები. გარდა უკრაინის ფრონტისა, რუსული მუქარა ევროპის სიღრმეში, დასაველთითაც გადავიდა და გასული კვირის განმავლობაში რუსული აგრესიული დიპლომატიის თავდასხმის ობიექტი გახდა დანია. რომელმაც გამოთქვა სურვილი განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე ანტისარაკეტიო თავდაცვითი სისტემების კომპონენტები, რაზეც რუსეთიდან გაისმა პასუხი რომ თუ კი ამას დაუშვებდა დანია, მაშინ რუსული ბირთვული რაკეტების სამიზნეში მოხვდნებოდნენ დანიის საზღვაო ფლოტის ხომალდებიც. რუსები აღშფოთებას ვერ მალავენ დანიელების გადაწყვეტილების გამო და მუქარის ტონი იმაზე გაცილებით მკაცრია, ვიდრე აქადე გამოუყენებია რუსეთს რომელიმე ევროკავშრისი წევრი ქვეყნისადმი.
ალბათ ყველასთვის ადვილი შესამჩნევია რომ რუსეთი, დაშინებისა და ძალის პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს და მისი მუქარა, სულ უფრო სცილდება ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს. პასუხი რომელიც დასავლეთიდან ისმის თავშეკავებულია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რუსულ აგრესიაზე პასუხისთვის მზადება დასავლეთში არ მიდის. წლის დასაწაყისიდან შეიარღების გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს რომ თავი დავანებოთ, ასევე შესამჩნევია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობების ზრდა და რეზერვისტთა წვრთნის გააქტიურებული პროგრამები. რომელშიც შესამჩნევად აქტიურია ესტონეთი, ხოლო ლიტვამ საკუთარი არმიის რაოდენობის ზრდის საჭიროების გამო, მიიღო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი. რომელიც არც დაუმალავთ რომ მზარდი რუსული საფრთხით იყო ნაკარნახევი!
ასეთი გამწვავებები დიპლომატიურ ფრონტზე როგორც წესი წინ უძღვის რეალურ ფრონტზე ვითარების გართულებას და შესაბამისად უახლოეს დღეებში უკრაინის ფრონტზე ვითარების გართულებას უნდა ველოდეთ!

Комментариев нет:
Отправить комментарий