Страницы

понедельник, 30 марта 2015 г.

უკრაინა, რუსეთის ბირთვული რაკეტები ყირიმში და ევროპის მილიტარიზაცია!

გამოცემა The Sundey Time-სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მაშტაბური წვრთნა ჩაატარეს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური იყო.
რაიმე კონკრეტული დეტალები არ სახელდება და ვიცით მხოლოდ ის, თუ რა მიზნებს ისახავდა აღნიშნული წვრთნები და რამ განაპირობა მისი ჩატარება. გამოცემის თანახმად წვრთნები სახელწოდებით "Raising Panther"-ია და ის მიმდინარე წლის 19 მარტს ჩატარებულა. ფართო საზოგადოებისათვის კი აღნიშნულის შესახებ, მხოლოდ 29 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით სწავლების მიზანი იყო, საჰაერო ბრძოლის ტექნიკის დახვეწა და მოწინააღმდეგის მასირებული თავდასხმისთვის მზაობის შემოწმება. 
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი უპრეცედენტო მაშტაბის სწავლების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც გახშირდა ბრიტანეთის და მისი მეზობელი/პარტნიორი ქვეყნების საჰაერო სივრცეების სიხლოვეს, რისული მზვერავი თვითმფრინავების გახშირებული ფრენები. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა რუსული თვითფრინავების აღმოჩენისა და საჰაერო სივრციდან გაყვანის შესახებ, რომლის დროსაც "მასპინძელი" ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს, ხოლო ბალტიის ქვეყნებში NATO-ს ეგიდით ბალტიის საჰაერო სივრცეში მორიგეობაზე მყოფ იტალიურ გზამჭრელებს, მოუწიათ რამდენჯერმე აფრენა. რუსული თვითმფრინავების ყველაზე მრავალრიცხოვანი, შვიდი საფრენი აპარატისგან შემდგარი ესკადრა, შვედმა პილოტებმა გამოიჭირეს. (ბმული)  ბოლო ექვსი თვის ვიდეო სიუჟეტები რუსული თვითმფრინავების მონაწილეობით
ობამა ოვალურ კაბინეტში
 (ბმული). ალბათ ყველას, ვინც კი მოვლენების განვითარებას ადევნებს თვალს, ემახსოვრება გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, რამდენჯერმე გავრცელებული ინფორმაცია ბელგიისა და ნორვეგიის პორტებში, ამერიკიდან ჩამოსული სამხედრო გემების და მასში ჩატვირთული ჯავშანტექნიკის გადმოტვირთვა (ბმული) (ბმული2 ლატვია). ალბათ ისიც ყველას კარგად ახსოვს თუ რამდენად დემონსტრაციულად მოხდა აშშ-ს რეზერვებიდან გამოყვანილი ტანკებისა და ჯავშანტექნიკის სარკინიგზო შემადგენლობებზე დატვირთვა და შემდეგ ევროპის კონტინენტზე გადმოყვანა საზღვაო ტრანსპორტით. ასევე შეგახსენებთ რომ მიმდინარე თვის დასაწყისში კიდევ ორი ხომალდი ჩამოვიდა რომელმაც ჯავშანტექნიკა ჩამოიტანა აშშ-დან და მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშული შეიარაღება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უნდა გადაზიდულიყო (350 ერთეული) (ბმული). ასევე რუსული საფრთხის გამო რომელიც ემუქრება მოლდოვას, ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არმიის რაოდენობის ზრდის და შესაბამისად მოლდოვაც გამალებული შეიარაღებით უნდა იყოს დაკავებული წესით. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოვკარი თვალი რუსულ მედიაში, პრიდნესტროვიის კონფლიქტის განახლებს შესაძლებლობების განხილვას (წყარო). თითქმის იგივე დღეში არიან ბალტიის პირეთის ქვეყნებიც. ესტონეთიც ემზადება და გამალებულ წვრთნებით არის დაკავებული, მათ შორის იწვრთნება რეზერვისტთა ბატალიონებიც. აქვე უნდა დავამატოთ პოლონეთი, რომელმაც ერთერთი ცენტრალური როლი იკისრა უკრაინის პოლიტიკური თუ სხვა დახმარების თვალსაზრისით და ამით საკუთარ თავსაც შეუქმნა საფრთხე. პოლონურ მედიაში განიხილებოდა სარაკეტო კომპლექსების აშშ-დან მიღების შესაძლებლობა და აუცილებლობა. საბოლოო ჯამში რა შედეგით დამთავრდა მოლაპრაკებები (წყარო). ზემოთ აღნიშული ნეგატიური დამოკიდებულების კომპენსირებას ემსახურება აშშ-ს ჯავშანკოლონა რომელიც ევროპაში დაიარება. დღეს აღნიშნული კოლონა ჩეხეთში შევიდა. დღესვე უკრაინას ესტუმრებიან ამერიკელი კონგრესმენები. რომელთა შორისაც არის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უილიამ ტორნბერი.  კონგრესმენები შეხვდრას გამართავენ ხელისუფების სხვდასხვა შტოებთან და რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპრაკებებია (წყარო). კონგრესმენების ვიზიტის პრალელურად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და ზოგადად უკრაინის კრიზისის შესახებ კომენტარი გააკეთა ამერიკის ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა კონგრესმენმა ქალმა ოჰაიოს შტატიდან მარსი კაპტურმა. რომელმაც განაცხადა - "მე რომ პრეზიდენტი ვიყო, მოვძებნიდი გზას თუ როგორ მიმეწოდებინა იარაღი უკრაინისათვის. უკრაინის უსაფრთხოება, სხვა ევროპული ქვეყნების დონეზეა აყვანილი და შესაბამსიად საჭიროა, სათანადო ყურადღების მიქცევა აღნიშნული საკითხისადმი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ის" (წყარო). ამ ფონზე, დღეს უკვე ოფიციალურად გაცხადდა რომ 290 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავა უკრაინაში, კერძოდ ლვოვში და რომლებიც 900 უკრაინელ მებრძოლს გაწვრთიან. დილით ადრიანად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროექტი, რომელიც სენატორებმა შეიმუშავეს, ობამას მაგიდაზე დევს და სავარაუდოდ უახლოეს დროში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება (ბმული).
ამერიკულ მხარესთან არ გახმაურებულა. დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეიარაღების კონტროლის, შემოწმებისა და შეთანხმებათა დაცვის საკითხებში ფრენკ როუზი ჩადის რუმინეთში, სადაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს სახმელეთო ბაზირების გლობალური ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა Aegis-ის კომპონენტების მონტაჟი. ამერიკელი მაღალჩინოსნის მიზანიც სწორედ აღნიშნული კომპონენტების მონტაჟზე გაწეული სამუშაოების მონიტორინგი იქნება
ამერიკული ჯავშანკოლონა პოლონეთი 2015/03
როგორც უკვე ავღნიშნე, ბრიტანეთის საჰაერო ძალების სწავლება ნაკარნახევი იყო რუსეთის აგრესიული ქმედებებით, თუმცა მხოლოდ ეს პროცესი არ არის პროვოცირებული კრემლის აგრესიით და მას მთელი რიგი პროცესები მოჰყვა. რომელთაგან, სავარაუდოდ უდიდესი ნაწილი გასაიდუმლოებულია და შესაბამისად მოგვინებით გავიგებთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთის უკრაინაზე თვადასხმის შემდეგ, ევროპის მილიტარიზების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ეს მიუთითებს იმაზე რომ საფრთხე, რომელიც კრემლიდან მომდინარეობს დასავლეთ ბლოკისა და მისი მხარდამჭერების მიმართ, არ ჩერდება მხოლოდ უკრაინაზე და როგორც ჩანს, ინფორმირებული წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და შედეგად განხორციელებულიც. ასეთ მიდგომას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რადგან აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა პროდასავლურ ქვეყნების მოსახლეობაში, იმედგაცრუება გამოსჭვივოდა აშშ-ს მიმართ. ალბათ ამმიტომაც, ანალიტიკოსების მიერ მდგომარეობის გაანალიზების შედეგად, შესამჩნევია რომ ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, შედარებით ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მელიტარიზაციის პროცესის შესახებ

ამერიკული ჯავშანკოლონა ესტონეთში 2015/03
დღეს ასევე მიმდინარეობს შეხვედრა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელსაც ტრადიციულად ექვსეული ანხორციელებს და წინასწარი მონაცემებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უკვე აისახა ნავთობის ფასებზე და მაისის ფიუჩერსების ფასები 56$ დავიდა. აღნიშნული მოლაპრაკებების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ სერგეი ლავროვი და ჯიმ ქერი, რომლებმაც უკრიანისა და ტუნისის კრიზისები განიხილეს. მინისტრების შეხვედრაზე, მომზადდა მოადგილეების დონეზე შეხვედრა ნორმანდული ოთხეულის ფორმატში, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ორი დღეა გერმანიის საგარეოს აქმეთა მინისტრი განცხადებებს აკეთებს უკრიანის კრიზისთან დაკავშირებით და მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ ვითარების ესკალაცია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა ორივე მხარე (წყარო).
როგორც ვხედავთ არც მთლად უიმედოდ არის საქმე და საკმაოდ რაოდენობით სამხედრო ძალაა მობილიზებული ევროპის ტერიტორიაზე. ევროპის ქვეყნების ასეთი მილიტარიზებულნი, მგონი რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ყველა ის ნაბიჯი რომელიც კი დასავლეთმა გადადგა, ატარებდა სპონტანურ და კრემლის კონკრეტულ მოქმედებებზე, ლოკალურად მიმართული კონტრ-ნაბიჯებს, რაც რუსული არგუმენტის, რომ თავს ესხმიან რუსეთს გაბათილებულია, რაგდან ასე რომ ყოფილიყო, თვითმფრინავები, ტანკები და ცოცხალი ძალა, ეხლა კი არ ჩავიდოდნენ ევროპაში, არამედ გარკვეული პერიოდით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა მეიდანი! (შოიგუს არგუმენტები - ომი აშშ-სთან გარდაუვალია)
 ეხლა კი ვნახოთ რა ხდება მოწინააღმდეგე ბანაკში. დღეს სეპარატისტები განსაკუთრებით გავეშებულები არიან. მუქარას-მუქარაზე ავრცელებენ და ეს მუქარები როგორც წესი გამოძახილია კრემლიდან მიღებული ბრძანების და არავითარი ილუზია არ მაქვს რომ ეს ადამიანები დამოუკდებლები არიან და მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით. ასეთი აბსურდის დაჯერება დღევანდელი რუსეთის პირობებში შეუძლებელია.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომ თვადაცვის სამინისტროს ეროვნული მართვის ცენტრში, დღესვე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის (კოლეგიის შემადგენლობა) თათბირი. განსახილველ საკითხთა შორის არის - ყირიმის ფედერალური ოლქში, რუსეთის თავდაცვის უზრუნველყოფა, ყირიმის ნახევარკუნძულზე აერო-კოსმოსური ჯარების 2020 წლამდე სამოქმედო გეგმა, სადესანტო-საჰაერო ძალების წვრთნები და ა.შ. საკითხები, მაგრამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელია აერო-კოსმოსური ჯარების სამოქმედო გეგმა ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამ საკითხზე ყირიმელი თათრების ლიდერი მუსატაფა ჯემალიევი წლის დასაწყისიდან ლაპრაკობს (წყარო) და როგორც ჩანს დღევანდელი თათბირიც ამ საკითხს ეძღვნება. რაც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე რომ ყირმში ბირთვული იარაღი უკვე ჩატანილია, ან უახლოეს პერიოდში ჩავა!
  გარდა ყირიმის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის  შეტანის საკითხის გადაწყვეტისა, გასული კვირა რუსეთის თვადაცვის სამინისტროს კოლეგიას, ძალიან დატვირთული ჰქონდა და გასული კვირის ოთხშაბათს, ანალოგიური კოლეგია გაიმართა. სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად შეწყვეტილი, გლობალური პატრულირების განახლების შესახებ. ლაპრაკია ატომური წყალქვეშა ნავებით ხუთივე კონტინენტის სანაპიროებთან პატრულირება და ამოცანების შესრულება. წყალქვეშა ხომალდებით რმლებიც აღჭურვილნი იქნებიან ატომური ფრთოსანი რაკეტებით X-102 . სავარაუდოდ ამ თათბირის გამოძახილი იყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადება ტარტუსის ბაზაზე რუსული ფლოტისა და არმიის დაბრუნების შესახებ.   ამ სტატიაში არ ვჩერდები სპეციალურად იმ რიგით შემთხვევებზე, როგორიც იყო 22 ტანკის შესვლა დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთიდან, ე.წ. ჰუმანიტარული კოლონები და ა.შ. ფაქტია რომ უკრაინაში ალაპარაკდნენ უკვე მინსკი-2 შეთანხმების დასასრულზე და დაძაბულობის ახალი ფაზის დაწყებაზე. ასეთი დასკვნის საფუძველს კი ბოლო ორი ღამის განმავლობაში გააქტიურებული სეპარატისტების მხრიდან საარტილერიო დაბომბვები და შეტევები გახდა. (ნიმუში) დღეს დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცი მებრძოლებისგან რომ სეპარატისტები დამიზნებულ ცეცხლი წარმოებაზე გადავიდნენ, დასახლებულ პუნქტ პესკებთან. ხოლო ეუთოს განცხადებით დასახლებული პუნქტი შიროკინო, მარიუპოლის სიახლოვეს სეპარატისტებმა აიღეს და მთლიანად ისინი აკონტროლებენ. გასული ღამის განმავლობაში უკრაინული არმიის დანაკარგებმა შეადგინა 1 დაღუპული და სამი დაჭრილი.
სხვათაშორის მისნკის-2 შეთანხმების დაუცველობას სეპარატისტები წინასწარ აანონსებენ. ერთერთი უკანონო ფორმირება "Восток"-ის მეთაურმა და ე.წ. დონეცკის სახლხი რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავჯდომარემ ალექსანდრე ხადაკოვსკიმ, რუსულ გამოცემა lenta.ru-თან ისაუბრა ომის მესამე ფაზის შესახებ. სადაც ხადაკოვსკი პირდაპირ და დაუფარავად აცხდებს, რა თქმა უდა მას შემდეგ რაც უარყოფს რაიმე სახის დახმარებას რუსეთიდან, რომ მათი მიზანია მთლიანი უკრაინა და ის უნდა იყოს - "ანტიფაშისტური და პრორუსული სახელმწიფო"! (წყარო)   არანაკლები გეგმები და წარმოდგენები აქვს, რუსული სამხედრო ჟურნალის "ეროვნული თავდაცვის" რედაქტორ იგორ კოროტჩენკოს, რომლებიც გამოცემა argumenti.ru-სთვის მიცემულ ინტევიუში გაახმოვანა. ჟურნალისტის კითხვაზე - მარიუპოლს უცბად ავიღებთ? კოროტჩენკო პასუხობს - თუ ეხლა განახლდება შეტაკებები, შემდეგი ალყა იქნება ხარკოვი, შემდეგ კი მარიუპოლს უცბად ავიღებთ! მანადმდე კი მთელი ინტერვიუ იმას აქვს მიძღვნილი თუ რამდენად თითიდან გამწოვილია ქვეყანა "უკრაინა" და რომ მისი დაშლა უკვე ისტრიულად განპირობებულია. რა თქმა უნდა როგორც ხადაკოვი ისე კოროტჩენკო აბსულიტურად დარწმუნებულები არიან რომ უკრაინის ინტერესებში არ შედის მშვიდობა და აუცილებლად გახსნის ცეცხლს უკრიანული მხარე-ო! (წყარო)
და ბოლოს... მიმდინარე თვის ყველაზე წონიანი პასუხი რუსეთისთვის იყო აშშ-ს მიერ გამოცდილი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minutman III...

Комментариев нет:

Отправить комментарий