Страницы

понедельник, 16 марта 2015 г.

ჩეხი და სლოვაკი ინტელექტუალების მიმართვა დასავლელ ლიდერებს!

ფაშისტური გერმანიის ჩხოსლოვაკიაზე თვადასხმის 76 წლისთავთან დაკავშირებით, ჩეხმა და სლოვაკმა ინტელექტუალებმა დასვლელ ლიდერებს ერთობლივი ღია წერილით მიმართეს. სადაც 130 ინტელექტუალი ითხოვს არ მოხდეს 1938 წლის ე.წ.
"მიუნხენის შეთქმულების" გამეორება რომელმაც მისცა საშუალება ჰიტლერს, 1939 წელს დაეპყრო ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და შემდეგ კი მთელი ჩეხოსლოვაკია და ევროპა. წერილში ნათქვამია რომ უკრაინის კონფლიქტში უკვე დაღუპულია 6 დან 50 იათასამდე უკრაინისა და რუსეთის მოქალაქე, ხოლო დასავლელი ლიდერები აგრძელებენ დაშოშმინების პოლიტიკას - ერთი ქვეყნის აგრესული თავდასხმას მეორე ქვეყანაზე უწოდებენ "კონფლიქტს" ან "სიტუაციას", ხოლო აგრესორისათვის აშკარა დათმობებს ნათლავენ როგორც "დიპლომატიურ გადაწყვეტას"! ინტელექტუალები წერილში იხსენებენ მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს და აღწერენ ინგლისისა და საფრანგეთის გარიგებას ჰიტლერთან, რომლებიც - "მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის მოკავშირეები იყვნენ და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მდუმარე თანხმობით, მისცეს უფლება ჰიტლეს, გერმანელი უმცირესობის დაცვის მიზნით, დაეკავებინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შემდეგ კი მთლიანი სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა. მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი ჰიტლერთან შეთანხმებას აფრიალებდა სიტყვებით - "ჩვენი დროის მშვიდობის აქტი", მაშინ როდესაც ამ დროისთვის, ჩეხოსლოვაკიის ოდესღაც დემოკრატიული სახელმწიფოს ეკონომიკური და სხვა საწარმოო რესურსები, ფაშისტური რეჟმის სამსახურში იყო ჩაყენებული. წერილის ავტორებს მიაჩნიათ რომ ისტორია მეორდება რადგან ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებას დასავლეთი არ ასრულებს, რაც ძალიან ჰგავს ევროპის ჰიტლერისგან დაცვაზე უარის თქმას! ინტელექტუალებს მიაჩნიათ რომ რუსეთმა წამოიწყო სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში და აგრძელებს მას, დიდი რაოდენობით ტანკების, სარაკეტო დანადგარებისა და სხვა სახის იარაღის მიწოდებითა და ათი ათასობით რუსი ჯარისკაცისა თუ სხვა მოქალქეების მეშვეობით.  იმისათვის რომ ისტრიული შეცდომა არ განმორდეს, ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ უკრაინისათვის მძლავრ სამხედრო და ეკონომიკური დახმარების უსწრაფეს გაწევას. აქვე აღნიშნავენ რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მიზეზი მხოლოდ ის არის რომ ამ ქვეყნის მოსახლოებამ გადაწყვიტა თავისუფლების, ადამიანური ღირსებისა და ვეროკავშირის წევრობის მოპოვება. მათი აზრით, სხვა საფუძველი ამ ომს არ გააჩნია!
 ინტელექტუალები ასევე იხსენებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს, რომელმაც ბრიტანეთისა და საფრანგეთის 1938 წლის ჰიტლერთან მიმართებაში მოქმედების შეფასებისას თქვა - "ინგლისსა და საფრანგეთს ჰქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის, მათ აირჩიეს სირცხვილი, მაგრამ მიიღებენ ომსაც"!
ავტორებს არ დავიწყებიათ ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის სამშვიდობო პროცესის დაწყების მცდელობა და მათი შეფასებით, ევროპულ ჰუმანიზმს რუსეთი იყენებს აგრესიის გაგრძელებისა და მაშტაბების გაზრდისათვის - "ჩვენი ჰუმანიზმი, მათი მხრიდან სისუსტედ აღიქმება" ასკვნიან ევროპელი ინტექლექტუალები და ძნელია არ დაეთანხმო! 
ფაშისტების მიერ დახოცილი 82 ჩეხოსლოვაკი ბავშვის
ხსოვნის მემორიალი (ისტორია)
თუ არ ვცდები უკრაინის კრიზისის დაწყებიდან, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ასეთი შინაარსის მიმართვა გაავრცელეს ინტელექტუალებმა, თუმცა ჩეხებისა და სლოვაკებისგან გასაგებია რადგან მათ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი და როგორც ჩვენთვის ივლებოდა პარალელები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციასთან, იგივეს განიცდიან ალბათ და ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.
ძალიან გამიხარდებოდა რომ ჩეხებს და სლოვაკებს სხვა ევროპული ქვეყნების ინტელექტუალებმაც მიბაძონ და საერთო ძალისხმევით იქნებ მოხერხდეს რუსეთის შეჩრება, მაშტაბური კატაკლიზმების გარეშე!  

Комментариев нет:

Отправить комментарий