Страницы

понедельник, 16 марта 2015 г.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა ოსები საგარეო საქმეთა მინისტრს აუჯანყდნენ!

აფხაზი სეპარატისების ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინიტრი ბესლან ბუტბა თანამდებობიდან მოხსნა და მისი მოვალობის შემსრულებლად ვიცე-პორემიერი შამილ აძინბა დატოვა.
დანარჩენ ე.წ. მინისტრთა კაბინეტს კი განუცხადა რომ გააგრძელონ საკუთარი მოვალოებების შესრულება, ვიდრე არ იქნება ფორმირებული ახალი მინისტრთა კაბინეტი. 
 კონკრეტულად რა გახდა ბესლან ბუტბას მოხსნის მიზეზი არ სახელდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ, სეპრატისტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ხაჯიმბა მინისტრთა კაბინეტის მუშაობით უკმაყოფილო იყო და საგანგებო თათბირზე, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა არაკომპეტენტურობის გამო. 
როგორც ირკვევა, გადადგომის შესახებ თავად ბუტბას განუცხადებია, რადგან მისი თქმით ის პრაქტიკულად ჩამოაცილეს ყველა მნიშვნელოვან საქმეს რომელისაც კი აკეთებდა. მისი თქმით ხაჯიმბას ისედაც შექმნილი აქვს მეორე მინისტრთა კაბინეტი და ის მხოლოდ სავარძლის დაკავებას არ აპირებდა. ამის შესახებ სიტყვიერად განუცხადებია თავისი სეპარატისტი პრეზიდენტისთვის და რადმენიმე საათში, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებასაც მოეწერა ხელი.
   არ ვიცი რა სჭირთ პოლიტიკოსებს, მართლაც საგაზაფხულო გართულებას ჰგასვ. აგერ აფხაზი სეპარატისტები პრემიერ-მინისტრს ხსნიან, ოსი სეპრატისტები კი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მოხსნას ცდილობენ, იმიტომ რომ თურმე ამ დრომდე, ვენესუელისა და ნიკარაგუის პრეზიდენტებისთვის რწმუნებათა სიგელები არ გადაუციათ აფხაზ ელჩებს, თუმცა ოსი სეპარატისტების საკუთარი მინისტრის წინააღმდეგ ატეხილი კამპანია დაემთხვა, თიბილოვის მოსკოვში ჩასვლას და იქიდან გაწბილებული დაბრუნებას, ზუსტად მაგ დღეს სანაკოევი, ანუ ოსი სეპარატისტების ე.წ. საგარეო სამქეთა მინისტრი, პარალამენტში სიტყვით გამოდიოდა, სადაც ე.წ. პარლამენტარებს მოახსენა გაწეული სამუშაოების შესახებ. მეორე დღიდან კი ატყდა პანიკა მისი არაკომპეტენტურობის შესახებ! 
 ვიდრე რუსეთის სამხედრო მანქანა მოძრაობაშია და მსოფლიოს უსაფრთხოებას ემუქრება, ჩვენი სეპარატისტები სახელმწიფოობანას მაინც თამაშობენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამ თამაშსაც აღარ თამაშობს!  წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий