Страницы

суббота, 14 марта 2015 г.

წუხელ ცხინვალში თათარსტანელი ჩინოვნიკის ავტომობილი ააფეთქეს! (ფოტო/photo)

14 მარტის ღამეს, ცხინვალში მოხდა აფეთქება, რომელის დროსაც საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. სეპარატისტების ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქებულია ავტომობილი ვერცხლისფერი Nissan X-Trail-ი, რომელიც ეკუთვნის თათარსტანის მშენებლობისა და კომუნალური
მომსახურების სამინისტროს რეგინული თანამშრომლობის ბიურის ხელმძღვანელის მოადგილეს დავით კასაევს. წყარო მოგვიანებით აღნიშნული პირის სამინისტროში მსახური უარყო, თათარსტანის მშენებლობის სამინისტრომ. ოსურმა მედიამ აგავრცელა ფოტო მასალა, რომლზეც აღბეჭდილია აფეთქებული ავტომობილი. თუმცა სეპარატისტების მიერ გავცრელებული იფორმაციით, ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელად დასახელებულია კომპანია "ევერესტი", რომლის საქმიანობაც დაუდგენელია რადგან წყაროში არ არის მითითებული, რა საქმიანობით არის დაკავებული აღნიშნული კომპანია ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე. ინტერნეტში იძებნება რამდენიმე კომპანია ანალოგიური დასახელებით და მათი უმრავლესობა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებია. შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ეს აფეთქება არავითარ პოლიტიკასთან კავშირში არ არის და ან კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება ან მფლობელის მიმართ პირადი მტრობის მოტივით არის ჩადენილი! 

დღეს ღამით ცხინვალში აფეთქებული ავტომობილი

Комментариев нет:

Отправить комментарий