![]() |
| ალექსანდრე გონჩარენკო |
დღეს მოსკოვში გამართული ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე, დააპატიმრეს უკრაინის რადის დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი ალექსანდრე გონჩარენკო. გავრცელებუული ინფორმაციით დაკავება მოხდა მაშინვე როგორც კი ალექსანდრემ გაიარა მეტალოდეტექტორები და მარშის შეკრების ადგილას შევიდა.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების განცხადებით არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. უკრაინელი დეპუტატისა და კიდევ სხვა რუსი რადიკალი ოპოზიციონერების დაპატიმრება, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზების გარეშე მოხდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რუსი სამართალდამცავები გეგმავენ უკრაინელი დეპუტატის რუსეთის საგამოძიები კომიტეტისთვის გადაცემასა და მის წინააღმდეგ იქნება წარმოებული სისლის სამართლის საქმე, რომელიც გასული წლის 2 მაისი ოდესის მოვლენის გამოძიებას უკავშირდება. შეგახსნებეთ რომ აღნიშნული დეპუტატი არის ოდესის მოქმედი მერის შვილი და თავადაც ქალაქის მმართველობაში მუშოაბდა. წყარო
მომხდარის გამო უკრაინის რადის თავჯდომარემ ვლადიმერ გროისმანმა მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინს, მიიღოს ზომები უკრაინელი დეპუტატის განთავისუფლებისთვის.
ასევე ცნობილი ხდება რომ გონჩარენკოს დაცვა სთხოვეს იმავე ადვოკატს, რომელიც იცავს უკრიანელ პილოტ ქალსა და ასევე რადის სახალხი დეპუტატს -ნადეჟდა სავჩნკოს.
რუსეთის მხარის განცხადებები ადასტურებს იმას რომ დეპუტატი პრაქტიკულად ტყვედ აიყავანა რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც მიწვეული იყო ერთერთ რუსულ ტელევიზიაში ოპონირებისათვის და შესაბამისად დაესწრო ნემცოვის ხსოვნის მარშსაც. სავჩენკოს მსგავსად, გონჩარენკოც ვაჭრობის თემა გახდება რადგან მეზობელი სახელმწუფოს დეპუტატის მიმართ ასეთი მოპყრობა უშედეგოდ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაივლის და კრემლში კარგად უწყიან ასეთი ნაბიჯის ფასს.
![]() |
| ნადეჟდა სავჩენკო |
რუსული პროპაგანდის მიერ გავცრელებული უკვე ბრალდება გონჩარენკოს მიამრთ, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს რომ რუსები ადვილად გაუშვებენ დეპუტატს, რადგან ჩამოთვლილი ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და ნებისმიერი ქვეყნის კანონების თანახმად, უამრავი პატიმრობის წლებს ითვალისწინებს. კერძოდ ჩამოთვლილ ბრალდებათა შორის არის ის რომ თითქოს, გონჩარენკო აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროფკავშირის შენობის დაწვაში, რომლის დროსაც ათეულობით ადამოანი დაიღუპა. მტკიცებულებად კი ის მოჰყავთ რომ გონჩარენკო აქტიურად აქვეყნებდა საკუთარი facebook-ის გვერდზე ტრაგედიის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს. რაიმე პირდაპირი მტკიცებულების შესახებ არაფერი თქმულა და ისიც გაუგებარია თუ რატომ იძიებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ოდესაში 2014 წლის 2 მაისს განვითარებულ მოვლენებს, რა შუაშია რუსეთი?
ფორნტის ხაზზე ეს მოჩვენებითი სიწყნარე, ამ ეტაპზე
პოლიტიკურ კულისებში ბრძოლის სიბრტყეში გადავიდა და ღმერთმა უწყის, როდის გაართულებს ისევ ვითარებას ფრონტის ხაზზე, სავარაუდოდ როგოც კი ძალთა გადაჯგუფებასა და მარაგების შევსებას დაასრულებს რუსეთი...


Комментариев нет:
Отправить комментарий