ვრცელდება ინცფორმაცია რომ ჩეჩნეთში ურუს-მარტანის რაიონში, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების ჩატარების დროს დაუდგენელი წარმომავლობის ნაღმზე აფეთქდა ხუთი სამართალდამცავი. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ შალაჟისთან მოხდა.
ძალოვანთა ინფორმაციით სამართალდამცავთაგან, რომლებიც რუსეთის შინაგანი ჯარის მოსამსახურეები არიან, არცერთი არ დაღუპულა. აფეთქების ზონაში მოხვედრილმა ხუთმა ძალოვნმა სხვადასხვა სახისა და ხარისხის დაზიანებები მიიღო. ხუთივე მათგანი გადაყვანილია სამედიცინიო დაწესებულებაში და გადიან მკურნალობას. სხვა დეტალები ინიციდენტის შესახებ არ ვრცელდება.
როგორც წესი, კავკასიის ტყეებში რუსი სამართალდამცავები ე.წ. იატაქვეშეთის იარაღის სამალავებს ეძებენ და სავარაუდოდ სწორედ ასეთი სამძებრო ოპერაციისას იქნა ამოქმედებული ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ზოგადად კავკასიის რესპუბლიკებში შექმნილი ვითარება, უკრაინის მოვლენების ფონზე უკანა პლანზე გადავიდა. თუმცა უნდა ითქვას რომ ინციდენტების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული წინა წლებთან შედარებით. ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული შეტაკება გასულიუ წლის დეკემბერში მოწყობილი გროზნოს ცენტრში, პრესის სახლზე ტავდასხმა და შესაბამსიად გამართული შეტაკებები იყო, რომელიც ხუთმა აჯანყებულმა მოაწყო და რომელთაც მთელი "საოკუპაციო" არმია ებრძოდა.
რუსი უსაფრთხოების ექსპერტები უკვე ხშირად ლაპრაკობენ რადიკალი ისლამისტების რიგებში კავკასიელების შესახებ და მათ შემდეგ მიზნებზე, რომელიც რუსეთსა და კავკასიის რუსული ოკუპაციისგან განთავისულებას უკავშირდება.


Комментариев нет:
Отправить комментарий