ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის პრეს-სპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტები ეზადებიან სამი მიმართულებით შეტევის დასაწყებად.
ლისენკოს თქმით, სეპრატისტთა მხრიდან შეინიშენება ეუთო-ს მისიის მოტყუების მცდელობები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში - დღის განმავლობაში ვითომ შეთანხმების ფარგლებში, მძიმე შეიაარღება გაჰყავთ ზურგში, ღამით კი ისევ პოზიციებზე აბრუნებენ. რითიც ქმნიან შეიარაღების გაყვანის ილუზიას. ასევე მისი თქმით რომელიც უნდა ვივარაუდოთ რომ დაზვერვის ინფორმაციას ეყრდნობა, შეინიშნება სამზადისი სამი მიმართულებით შეტევის დასაწყებად ეს არის მარიუპოლი, არტიომოვსკი და ლუგანსკის მიმართულებები.
სეპრატისტთა თვალთმაქცობის შესახებ დღეს ასევე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მისი თქმით რუსულმა ტელეარხებმა მოაწყვეს სიუჟეტისთვის კოლონის ჩავლა, რომელიც ვითომ პოზიციებს ტოვებდა. შემდეგ როდესაც ეუთო-ს მისიის წევრებმა მოისურვეს იმ ადგილის დათვალიერება სადაც წესით უნდა განლაგებული გაყვანილი ტექნიკა, ჯერ წინააღდეგობები შემქნეს სეპარატისტებმა, შემდეგ შეუშვეს დამკვირვებლები თუმცა იმ ადგილას არავინ და არაფერი არ დახვდათ. შემდეგ კი ეს ჩავლილი ტქენიკა კვლავ პოზიცებზე აღმოჩნდა!
![]() |
| მიახლოებითი ილუსტრაცია |
ეუთო-ს მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ მონიტორები აკვირდებოდნენ დღის განმავლობაში ექვსი კოლონის გასვლას პოზიციებიდან. თუმცა მოგვიანებით, დარწმუნების მიზნით რომ დაცულია მინსკი-2-ის შეთანხმება, მონიტორები გეგმავენ იმ მოედნების დათვალიერებას, სადაც გასული ტექნიკა განთავსდა. წყარო
პრინციპში რუსული არმიისთვის არც ასეთი საჩვენებელი დსილოკაციის ადგილების მოწყობაა პრობლემა. მისიის მიერ გავრცელებულ ჩამონათვალში რომელშიც, სეპარატისტების შეიარაღების კოლონებია აღწერილი, ლაპარაკია იმაზე რომ თითოეულ კოლონაში ოთხი ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა და ჯავშანტექნიკა შედიოდა. ასეთი რაოდენობით ტექნიკის დუბლირება რუსულ არმიას არ გაუჭირდება იმ პირობებში როდესაც, ტექნიკას არ აქვს არავითარი განმასხვავებელი ნიშანი და ნომერი. არავინ იცის რეალურად რა რაოდენობის ტექნიკა შეზიდა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად ვერც იმის დადგენა მოხდება, ეუთო-ს მონიტორებისთვის ნაჩვენები ტექნიკა, ზურგში მოწყობილ დსილოკაციის ადგილებში, მართლაც პოზიცებიდან გამოყვანილი ტენიკაა თუ არა. ევრანაირად ვერ მოხდება მათი იდენტიფიცირება. ან თუნდაც იდენტიფიცირების პრობელმის მოხსნის შემთხვავში - რა პრობელმაა რომ მის ნაცვლად სხვა დანადგარები და ტექნიკა შევიდეს პოზიცებზე? უკრაინა-რუსეთის საზღვრების უკონტროლობის გამო ასეთი გადამოწმებები აბსულუტურად უაზრობა იქნება. წყარო
გარდა ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციებისა და განცხადებებისა, ინფორმაციას შეტაკებების შესახებ, ავრცელებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაგალითად ორგანიზაცია "Доставки для Жизни"-ს მოხალისის ანდრეი ზახაროვის თქმით, დღეს დილის 11:00 სთდან მოყოლებული სეპარატისტები სხვდასხვა სახის შეიარაღებიდან ხსნიან ცეცხლს, დონეცკის ოლქის სახვადასხვა დასახლებული პუნქტების მიმართულებით. მაგალითად - დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ოპიტნოე 14:00სთ-ზე ნაღმტყორცნებიდან იქნა დაბომბილი. 15:20სთ-ზე მართალია წინა დღეებთან შედარებით დაბალი ინტენსივობით მაგრამ ცეცხლი წარმოებდა დასახლებული პუნქტების პესკებისა და ვოდიანოვოეს მიმართულებით, ტანკებიდან და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან. ზახაროვის თქმით, პესკებთან ასევე შეინიშნება მოწინააღდიგის სნაიპერების გაზრდილი აქტივობა. წყარო
![]() |
| მარიუპოლი 1.03.2015 პუტინის იმიტირებული კუბოს დაწვის სცენა |
ასევე აღნიშვნის ღირსია, მარიუპოლში შემდგარი საპროტესტო აქცია. რომლის დროსაც პუტინის სიმბოლური კუბო დაწვეს პროსტესტის ნიშნად იმ ქმედებებზე, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავენ მარიუპოლის მაცხოვრებლები. წყარო
ასევე უნდა აღნინიშნოს რომ სხვდასხვა დივერსიული ჯგუფები იქნენ დაკავებულები ფრონტის ხაზის გასწვრივ, რომლებიც აქტიურ სადაზვერვო დივერსიულ საქმიანობას ეწეოდნენ და გარდა ფრონტის ხაზისა, დივერსანტრების არსენალი იქნა აღმოჩენილი ხარკოვთან ერთერთ ავტომობილში. უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი მარიუპოლთან კიდევ ერთი შეიარაღებული დივერსანტი დააკავა.
უკრაინაში შექმნილი ვითარება თავისი ლოგიკით, ძალთა გადაჯგუფებას უფრო ჰგავს ვიდრე ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობისთვის სამზადისს. პრინციპში ამის ილუზია არც არავის ჰქონია, თუმცა ყველა მხრისთვის გარდა რუსეთისა, საჭირო იყო დროის მოგება და ეს დრო როგორც ჩანს მოიგო დასავლეთმაც და უკრაინამაც. ეხლა დგება საკითხი შესაძლო გართულების შემთხვევაში რამდენად მზად აღმოჩნდება უკრაინა, აღარ აგაიმეოროს უკან დახევის ტაქტიკა და გადავიდეს შეტევაზე?! არა მხოლოდ უშუალო ფრონტის ხაზზე, არამედ ყველა მიმართულებით და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან - დიპლომატიურ ფრონტზე! რომელშიც უკრაინას დასავლეთის დახმარება აუცილებლად დასჭირდება და ეს დახმარება ორაზროვანი და მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალების მქონე არ უნდა იყოს. პრაქტიკულად ამას ელის უკრაინელი ერიც!



Комментариев нет:
Отправить комментарий