სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ დებალცევოსა და მარიუპოლის მიმართულებით, რუსული და სეპარატისტული შენართების გააფთრებული შტურმი გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს განცხადება, რომელშიც ის ამბობს რომ დებალცევოზე საარტილერიო შეტევა არ წყდება და მთელი ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული. დებალცევოში არსებული მდგომარეობის შესახებ იტყობინებოდა დონეცკის მილიციის უფროსიც. რომლის თქმითაც საარტილერიო ზალპი არ წყდება არცერთი წუთით. ასევე ვრცელდება ინფორაცია რომ რუსულმა არმიამ დებალცევოსთან ჰაერთავდაცვითი საშუალებები განალაგა და მის საფარქვეშ საარტილერიო ცეცხლით ანადგურებს დებალცევოს, სწორედ ასეთი წარმოდგენა ექმნებათ უკრაინელ მებრძოლებს რომლებიც ეხლა დებალცევოსთან იმყოფებიან რომ სეპარატისტების მიზანი, დებალცევოს განადგურებაა და ძირითადად ცეცხლი მიამრთული აქვთ საცხოვრებელი უბნებისკენ.
ამ ამოცანის შესრულება ძალიან გაუჭურდებათ რადგან უკრაინული არმიაც გააფთრებულ წინააღეგობას სწევს და გუშინ გავრცელებული კადრების მიხედვით, მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასაც იყვანს ტყვედ და ტექნიკასაც საკმო წარმატებით ანადგურებს.
ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, შეტევები დებალცევოზე ლამის მე-10 დღეა გრძელდება და სეპარატისტების ეპიზოდური წარმატებები რუსული მედიის მხრიდან, თითქმის საბოლოო გამარჯვების ტოლფას მოვლენად საღდება. რეალურად არავითარი ალყა დებალცევოში არ არის და უკრაინული არმია აკონტროლებს დასახლებულ პუნქტში შესასვლელ და გასასვლელ გზებს.
შეტევების ინტენსივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ასე ერთი ხელის მოსმით ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელი მოსჩანს, თუმცა პოროშენკოს განცხადების მიხედვით - თუ ცეცხლი 10 საათში არ შეწყდება, მაშინ უკრაინა საომარ ვითარებას გამოაცხადებს და მთელი ქვეყანა საომარ მდგოამრეობაზე გადავა.
დღეს ასევე გავრცელდა აერო-ფოტო დაზვრევის შედეგად მიღებული გამოსახულებები, რომელზეც ასახულია რუსული საარტილერიო და ჰაერთავდაცვითი სისტემები დებალცევოს მახლობლად.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ვრცელდება სეპარატისტების განცხადებები რომ სამშვიდობო შეთანხმება მთელი ფრონტის ხაზზე ვერ იქნება დაცული, რითიც პერაქტიკულად მიანიშნებენ რომ დებალცევოსა და მარიუპოლის მიმართულებით შეტაკებები გაგრძელდება, ესეიგი გაგრძელდება ომი და მშვიდობაზე ლაპრაკიც ზედმეტია!
მოკლედ ყველაფერი იქით მიდის რომ ცეცხლი უკრაინაში არ შეწყდება და დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით, 11 თებერვლის მინსკის შეხვედრაზე მეტად მნიშვნელოვანია...

Комментариев нет:
Отправить комментарий