Страницы

понедельник, 16 февраля 2015 г.

გერმანელი სოციალ-დემოკრატები პარტიის წევრებს რუსეთში შემეცნებით ტურებს მოუწყობენ!

რამდენიმე დღეა ევროპული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა შემდეგ კოპენჰაგენში მომხდარმა ტერაქტებმა გადაფარა, გაკვირვება რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტურმიზმის დეპარტამენტის მიერ, რუსეთში შემეცნებითი ტურების მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.
 პარტიის ტურიზმის დეპარტამენტის განაცხადში ტურის სახელწოდებად მითითებულია - "შეიცანი რუსეთი! ეწვიე მოსკოვს". პარტიის პრეს-სამსახურის განცხადებით - "ვისაც უნდა რუსეთის გაცნობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერიდებოდნენ ამას, არ უნდა სრცხვენოდეთ და იხდიდნენ ბოდიშს ამის გულისთვის"! ტურები დაგეგმილია მიმიდნარე წლის ივნისში, სექტემბერსა და ოქტომბერში. ტური იქნება ხუთ დღიანი, რომლის ფარგლებში გარდა ტრადიციული ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა, ჯგუფი მოინახულებს Volkswagen-ის ქარხანას ქ. კალუგაში. 
მიუხედავად იმისა რომ ცდილობენ, ამ ტურებს პოლიტიკური ელფერი არ მისცენ, არსებული ვითარება აიძულებს ადამიანს პოლიტიკურ კონტექსტში აღიქვას. თუმცა მეორეს მხრივ, კარგია იმიტომ რომ თვალსაჩინო გახადა ის დამოკიდებულება, რომელიც ეხლა არსებობს ევროპაში რუსეთის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ გერმანიაში, მიუხედავად რუსული საინფორმაციო გავლენის სიმძლავრისა, თურმე - "საბოდიშო და სირცხვილი" ყოფილა რუსეთში მოგზაურობა და ა.შ. ზოგადად გერმანიის შესახებ გავრცელებულია აზრი რომ ევროპაში ყველაზე მეტად პრორუსული განწყობაა საზოგადოებაში. შესაძლოა ასეც იყოს რადგან გასული წლის ზაფხულში მახსოვს გერმანელი ჟურნალისტის ინტერვიუ რომელიც უკრიანულ ტელეარხს მისცა, სადაც ამბობს - გერმანელების უმრავლესობას ჰგონია რომ რუსეთი თავს იცავს NATO-სგან! 


 არც თუ შორეულ წარსულში გერმანიის ტერიტორიაზე საბჭოთა სექტორში მომუშავე სპეცსამსახურების თანამშრომლები, დღეს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არიან და შესაბამისად რისკები, ძველი კავშრების გაღვიძებისა არსებობს. განსაკუთრებით მაშინ როდესაც რუსეთი იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий