დღეს ღამე 00:00 სთზე ძალაში შედის, 11 თებერვალს მინსკში გამართული მოლაპრაკებების შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელიც ევროპელი ლიდერების ინიციატივით შემუშავდა და რომელიც მიზნად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.
ის რომ 11 თებერვლის მოლაპრაკებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები იყო გაჩენილი, ძირითადად განაპირობა იმან რომ სამშვიდობო ინციატივა, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებისგან მოდიოდა და დამატებითი მუხტი ამ პროცესს რა თქმა უნდა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამაც შესძინა.
თავად მოლაპრაკებების პროცესი, მრავლის მეტყველი იყო და კარგად წარმოაჩინა მხარეთა შორის დაპირსპირების სიმძიმე. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი, ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც, გამიჩნდა აზრი რომ არავთარი შეთანხმება მიღწეული არ იქნა რადგან ამ შეთანხმებამ, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში წინა წლებში, თავის თავში დატოვა მთავარი კონფლიქტი და ეს იქნება საფუძველი საბრძოლო მოქმედებების განახლების უახლოეს მომავალში, თუ კი რა თქმა უნდა დღეს ცეცხლის შეწყვეტას ექნება ადგილი. ისე კი ყველა პრობლემატური საკითხი, კვლავ პრობლემატურად დარჩა და ის რომ რუსული მხარე არ აპირებს არავითარი ვალდებულების შესრულებას ჩანდა შეხვედრის პარალელურად, რუსულ მედიაში გამართული თოქ-შოუებიდანაც, როელშიც რუსეთის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა უკრაინის აღმოსაველთით შექმნილი სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები იყვნენ. ამ თოქ-შოუებში მაშინვე ისმოდა განცხადებები რომ უკრაინული მხარე უკვე არღვევს მისნკის შეთანხმების პუნქტებს და ა.შ. ანუ წინასწარ იქმნებოდა ბრალდებები ბრძოლების გაგრძელებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემად მიმაჩნია ის რომ ამ დოკუმენტში, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარედ აღიარებული და ეს ნიშნავს იმას რომ ასეთი სტატუსისთვის უკრაინას, საქართველოს მსგავსად მოუწევს კიდევ ერთი ომის წარმოება უახლოეს მომავალში, თუ დღესვე არ მიიღო ზომები და საერთასორის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მერკელსა და ოლანდს არ მოსთხოვა, რუსეთის კონფლიქტის მხარედ აღიარება.
მინსკში შეხვედრებისას, ერთი დეტალს ესმეოდა ხაზი, რომელიც ალბათ საერთო ემოციური ფონის გამო უმრავლესობა კომენტატორებისას მხედველობიდან გამორჩათ - ეს იყო დებალცევოსთან, უკრაინული არმიის ალყაში მოქცევის საკითხი. ჩანდა რომ პუტინი მინსკში "დებალცევოს ალყის" არგუმეტით იყო ჩასული,
სავარაუდოდ დებალცევოს საკითხით მანიპულირებას გულისხმობდა ამ შემთხვევაში პოროშენკო
რომელითაც ცდილობდა პოროშენკოზე ზემოქმედების მოხდენას. უკრაინელი სამხედროები კატეგორიულად უარყოფდნენ და უარყოფენ, დებალცევოს ალყის არსებობას და მინსკის მოლაპრაკებების შემდეგ, ფრონტის ამ მიმართულებიდან დაიწყო ინფორმაციამ მოსვლა რომ რუსული და სეპარატისტული შეიარაღებული ფორმირებები, მთელი ძალებით ცდილობდნენ, დებალცევოსთან განთავსებული უკრაინული არმიის ნაწილების ალყაში მოქცევას, რათა პუტინის არგუმენტი გამხდარიყო რეალური.
ყველაზე ცუდი რაც მინსკის მოლაპრაკებებით მოხდა, ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის ის რომ არცერთმა მხარემ ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა ბუდაპეშტის შეთანხმება. რუსეთის მხირდან კი შეინიშნება მცდელობები შეიქმნას რაღაც ახალი დოკუმენტები რომლებზე აპელირებითაც შესძლებს, ბუდაპეშტის შეთანხმების ხსენების გამორცხვას, ასეთი დოკუმენტი აწი იქნება მინსკის შეთანხმება რომლის შესახებაც, გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სურკოვმა განაცხადა რომ - "რუსეთს ამ შეთანხმებით არავითარი ვალდებულება არ აუღია თავის თავზე და ის მხოლოდ გარანტია, მხარეთა მხრიდან შეთანხმების პუნქტების შესრულების". ამიტომაც სურკოვის თქმით არავითარ უკან დახევასა და მოლაპარაკებათა რაუნდის წაგებაზე ლაპარაკი არ არის. რაც იმას ნიშნავს რომ თავად კონფლიქტის კონფიგურაციაში არაფერი შეცვლილა და გარდატეხა, რომელისაც ასე ელოდა მთელი მსოფლიო მინსკის შეხვედრიდან ე.წ. "ნორმანდიულ ფორმატში" არ მოხდა.
ის თუ რატომ არ მოხდა გარდატეხის შეტანა, ამას დღეს ვერ გავიგებთ, რადგან მიუხედავად ასეთი საზოგადო ინტერესისა, მოლაპარაკების ბევრი დეტალი უცნობია. ასევე უცნობია სად გაქრა ის წინასწარი განწყობა რომ ევროპელი ლიდერების ეს მცდელობა, იყო "უკანასკნელი შანსი" ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და თუ კი შედეგი არ ექნებოდა ამ შეხვედრას, მაშინ იქნებოდა ომი?!
დღეს 14.02.2015წ დებალცევოსთან დისლოცირებული რუსული არმია
ვიდრე პოლიტიკოსები "მშვიდობაზე" ლაპრაკობენ, ფრონტის ხაზზე სისხლი იღვრება და ისეთი პირი უჩანს, ამ სისიხლისღვრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია!
Комментариев нет:
Отправить комментарий