Страницы

суббота, 7 февраля 2015 г.

"რუსეთი პუტინის გარეშე!" - სუსტი მაგრამ პირველი იმპულსები არის! (ვიდეო/video)

მიუხედავად პუტინის ტოტალიტარული მიდგომებისა, რუსეთში ცვლილებათა ნიავი, სუსტად მაგრამ მაინც ქრის. პირველი ასეთი მერცხალი შეიძლება ჩაითვალოს ამაწლის 15 იანვარს კრასნოიარსკში ჩატარებული ოპოზიციის მიტინგი. რომელზეც ხმამაღლა მოითხოვეს
პუტინის გადადგომა და ამის გამო მიტინგი არ დაუშლიათ, მიუხედავად იმისა რომ პოლიცია და რუსული პოლიტიკის ერთერთი მთავრი ინსტრუმენტი "ტიტუშკები" საკმაოდ იყვნენ მობილიზებულები, მიტინგმა ექსცესებისა და დაპატიმრებების გარეშე ჩაიარა. 
 პროტესტანთა განცხადებით მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან რომ პუტინის აგრესიული პოლიტიკის გამო მათი ცხოვრების ისედაც მძიმე ფონი კიდევ უფრო მძიმდება რადგან მატულობს ფასები საწვავზე და შესაბამისად პროდუქტებზე, რომელშიც არც მეტი არც ნაკლები, მიტინგზე შეკრებილი მოსახლეობა პუტინს ადანაშუალებს. რა თქმა უნდა შესაბამისი საწინააღმდეგო შეძახილებით ცდილობდნენ "ტიტუშკები" მიტინგისთვის ხელის შეშლას, რომელშიც ისინი შეკრებილი მოქალქეების მიმართ შერაწმყოფელ შეფასებებს იყნებდნენ. გაფინეს პლაკატები რომ რუსეთში ყველაფერი კარგად არის და არავითარი ფასების მატება არ ხდება და რომ ოპოზიციონერი მოქალაქეები ამერიკის აგენტები არიან. ისევ "გოსდეპოფობია" რომელიც რუსეთის სამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებს ახასიათებთ, რომელიც კრემლის პროპაგანდის პირდაპირ პროპორციულია. 
 აღსანიშნავია რომ რუსეთის ყველაზე გამოჩენილმა ოპოზიციონერმა ნავალნიმ არ დაუჭირა მხარი საპროტესტო ტალღის დაწყებას, თუმცა მისი მოსაზრება განმსაზღვრელი არ გახდა მიტინგის ჩატარების საკითხში და მიუხედავად მისი მოსაზრებისა მოძრაობა მაინც დაიწყო.
ორი დღის წინ ვიდეო პორტალ Youtube-ზე გავრცელდა ახალი სამოქალაქო ორგანიზაციის აქტივისტთა მიმართვა რუსეთის მოსახლეობისადმი, რომელშიც ჩამოთვლილია პოლიტპატიმართა გვარები, რომლებიც აქტივისტთა განცხადებით არაფრის გულისთვის იხდიან სასჯელს - ზოგი იმიტომ რომ უბრალოდ მიტინგზე გავიდა და ზოგიც იმიტომ რომ სოციალურ ქსელში "ექსტრემისტული" შეინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამოქალქო მოძრაობის აქტივისტების განცხდებაში არის ის რომ ისინი ყოველგვარ იდეოლოგიურ ჯგუფებს ემიჯნებიან და სუფთად "მოქალაქეთა" ენთუზიაზმზე დაფუძნებულ ორგანიზაციას წარმოადგენენ. იმედია ამ მოძრაობას გამოუჩნდებიან მხარდამჭერები... 

Комментариев нет:

Отправить комментарий