Страницы

суббота, 7 февраля 2015 г.

გენერალი ბრიდლავი - უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრა გამორიცხული არ არის!

NATO-ს ევროპული ძალების სარდალი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვთ გამოსვლისას რა თქმა უნდა შეეხო კონფერენციის უმთავრეს,
უკრიანის საკითხს. რომლის შესახებაც განაცხადა რომ დასავლეთმა უკრიანული კრიზისის დაძლევისთვის სამხედრო მეთოდით გადაჭრა არ უნდა გამორიცხოს და უნდა დაეხმაროს უკრაინულ არმიას შეიარაღებითა და აღჭურვილობით. მისი თქმით ის არ გულისხმობს უკრიანისათვის დახმარების გაწევაში მაინცდამიანც ალიანსის სამხედრო მოსამსახურეების უკრანაში გაგზავნას.
გენერლის გამოსვლაში ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის შეფასება რომელიც დაკონკრეტების გარეშე გაკეთდა. გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა რომ პუტინისეული გეგემა, უკრიანის კრიზისის მოგვარების აბსულუტურად მიუღებელია და მისი განხილვაც კი არ ღირს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ასევე ლავროვის კომენტარი რომელიც მთლიანობაში გამსაჭვალული იყო უკმაყოფილებით, რომელიც აშშ-ს ევროპაზე ზეწოლითა ახსნა ლავროვმა და რომლის განცხადებით რუსეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ შედგა! 

Комментариев нет:

Отправить комментарий