Страницы

суббота, 7 февраля 2015 г.

ტაჯიკებს რუსეთის ინტერესების დაცვა დაუკანონეს!

ტაჯიკეთის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიღებულ კანონპროექტში რომელიც, ტაჯიკეთის მოქალაქეების უცხო ქვეყნების ტერიტორიაზ საბრძოლო მომქედებებში მონაწილეობას ეხებოდა, ცვლილება შეიტანა და ტაჯიკებს ნება დართეს მხოლოდ რუსეთის არმიის ან მისი ინტერესების სასრგებლოდ იომონ და ამ შემთხვევაში მათ არავითარი სასჯელი არ დაეკისრებათ. 

ტაჯიკეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის მახმადალი ვატანოვის განცხადებით, პირველი კანონი ეხებოდა იმ პირებს, ვინც სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ანტისამთავრობო ძალების მხარეს ან ტერორისტულ ორგანიზაციების რიგებში ბძოლობენ. ვატანოვის განცხადებით რუსეთი მათთვის განსაკუთრებული ქვეყანაა და შესაბამისად განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. მისივე თქმით რუსეთის არმიაში ბევრი ტაჯიკი მსახურობს რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა ამ შემთხვევაში რა შუაშია ტაჯიკეთის პარლამენტი, ვატანოვს არ დაუსახელებია. შესაძლოა იგულისხმებოდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც რუსულ არმიაში გაიწვიეს, თუმცა აქვე საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზაზე, რომელიც ტაჯიკეთშია დისლოცირებული უამრავი ადგილობრივი მსახურობს. ასევე რამდენიმე კვირისი წინ იყო საუბარი იმაზეც რომ აღნიშნული 201-ე ბაზიდან, დიდი ნაწილი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობისა უკრაინის საზღვრებთან გადაისროლეს და ეხლა დანაკლისს ადგილობრივი კონტრაქტორების აყვანით აპირებენო. 
ასევე შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტის უკრაინულ სეგმენტში გავრცელდა ფოტოები რომელზეც შუა აზიური გარეგნობის მქონე მებრძოლები იყვნენ ასახულები. გასული წლის დეკემბერში უკრაინაში ტაჯიკეთის საელჩო იძულებული გახდა განცხადებაც გაევრცელებინა რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. ნოვოროსიის არმიაში მებრძოლებს და რომელთა შესახებაც მომზადებულ ვიდეო რგოლში ლაპარაკი იყო მათ რიგებში ტაჯიკთა შესახებ. (ბმული)
ამ ინფორრმაციის გავრცელებამ გამახსენა რამდენიმე კვირის წინ პუტინის მიერ გამოცემული ბრძანებულება რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ეძლევათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და შესაბამისად, კონფლიქტებში მონაწილეობის მიღება. 
ასეთი ნაბიჯები რუსეთის აგრესიულობის შემცირების ტენდენცისააკენ არ მიანიშნებს და ნიშნავს რომ რუსული პოლიტიკური ელიტა ბრძოლისთვის ემზადება.

Комментариев нет:

Отправить комментарий