Страницы

понедельник, 9 февраля 2015 г.

რუსული სპეცსამსახურები საქართველოს საბანკო სისტემას იყენებენ? (ვიდეო/video)

უკრაინაში სკანდალია, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს. კერძოდ ლაპარაკია ფეისბუკ გვერდ "Груз-200 из Украины в Россию"-ს დამფუძნებელ ელენა ვასილიევას შესახებ რომელიც მურმანსკელი უფლებადამცველია და რომლის მიმართაც გაჩნდა ეჭვი რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებდა.
ინტერნეტში გავრცელდა skaype-თი საუბარის ჩანაწერი, რომელშიც ელენა ვასილიევა თავის რუს კურატორს ესაუბრება და სწორედ ამ ვიდეო ჩანაწერშია ნახსენები საქართველოც. ელენა ვასილევა გარკვევით ამბობს რომ აქვს ანგარიში გახსნილი საქართვლოს "პრივატ ბანკის" ფილიალში და იქ ნებისმიერი რაოდენობის თანხის ჩარიცხვა შეიძლება. წესით ასეთ ინფორმაციას უნდა მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან მოკვლევის ჩატარება, იმის დასადგენად თუ რადმენად არის შესაძლებელი რომ კიდევ სხვა აგენეტების დასაფინანსებლად იყენებდნენ რუსული სპეცსამსახურები საქართვლოს საბანკო სისტემას.
 ელენა ვასილიევას შავბნელი საქმეების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა რომან ბუტკომ გაავრცელა. რომელიც ამბობს რომ გასულ პერიოდში შესამჩნევი იყო და სხვა ბევრი ჟურნალისტიც ეჭვისთვალით უყურებდა, ვასილიევას საქმიანობას რადგან, ხშირად ხდებოდა რომ მისი მეშვეობით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელსაც შემდეგ რუსული პროპაგანდა იყენებდა უკრაინელების დასაცინად ან როგორც მტკიცებულებას, რაიმე მოვლენის უკრაინული მხარის ვერსიის უგულებელსაყოფად. ბუტკოს თქმით, ვასილიევაზე ხმამღლა იმის ლაპარაკი რომ საეჭვო იყო მისი მოქმედება, თავდაპირველად ძალიან რთული იყო რადგან, ჯერ ერთი რომ ამისთვის არავის ეცალა და მეორე ის რომ მისი პოპულარულობიდან გამომდინარე, საპირსპირო რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად გამოიყნებდა ვასილიევას ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ვასილიევას ხშირად იწვევდნენ ტელევიზიებში და მისი ჯგუფის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასაც ხშირად აკოპირებდნენ სხვდასხვა უკრაინული გამოცემები. 
 როგორც ჩანს ვასილიევას მოქმედებებმა ეჭვები სხვებსაც გაუჩინა და მისი გადამოწმება გადაწყვიტეს, გადამოწმების შედეგად კი ეჭვები გამართლდა და უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოიპოვეს მტკიცებულება რუსი უფლებადამცველის წინააღმდეგ. საუბრის ჩანაწერში ელენა ვასილიევა არწმუნებს საკუთარ კურატორს ФСБ-დან რომ აუცილებელია უკრაინის თვდაცვის მინისტრის მრჩეველის ვასილი ბუდიკას ლიკვიდაცია.  
 საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა უნდა მიმართონ რაღაც ღონისძიებებს, რომლის მიზანიც იქნება მსგავსი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის თანხების გადაცემა საქართველოს გავლით. თუ კიდევ არსებობს ასეთი პრეცედენტები უახლოეს ხანებში უნდა იქნას გამოძიებული და აღკვეთილი!

Комментариев нет:

Отправить комментарий