რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს სეპარატისტებმა.
როგორც წინა დღეებში გამოქვეყნებულ სტატიებში ვწერდი რომ მოლაპრაკებათა მაგიდასთან მიმდინარე პროცესი, პირდაპირ პროპორციულად აისახება ფრონტზე და შესაბამისად, ვიდრე ცნობილი გახდებოდეს ოფიციალურად მოლაპარაკებათა შედეგები, მანამდე ჩვენი ყურადღებაც მიპყრობილი იქნება საბრძოლო მოქმედებების ზონისკენ და ყოველი ცვლილება რა თქმა უნდა, განხილული იქნება, ევროპელი ლიდერების მიერ წამოწყებული "უკანასკნელი სამშვიდობო მცდელობის" კონტექსტში.
ამ შემთხვევაშიც ასე რადგან, რამდენიმე კვირის წინ იგივე ლუგანსკელი სეპარატისტები აცხადებდნენ რომ საყოველთაო მობილიზაციას, უკიდურეს შემთხვევაში გამოაცხადებენ. როგორც ჩანს ეს უკიდურესი შემთხვევა დადგა და მოსკოვიდან მიღებულია შესაბამისი დირექტივაც - განაგრძონ აქტიური ბრძოლა! რომლეიც სავარაუდოდ მიიღეს პუტინის განცხადების შემდეგ და რომელმაც პრაქტიკულად ეჭვქვეშ დააყენა მხარეებს შორის შეხვედრის საკითხი.
პუტინი ვაჭრობს! ვაჭრობს ყველაფრით და მათ შორის ადამიანების სიცოცხლით. შანტაჟი და მაშტაბური ომის მუქარა, ეს არის მეთოდები რომელიც პუტინის არსენალშია და სხვა რაციონალური გზების განიხილვას არც აპირებს!

Комментариев нет:
Отправить комментарий