11 თებერვალს, მისნკში შეხვედრის დაანონსების პარალელურად, პრორუსმა სეპრატისტებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს ასყოველთაო მობილიზაცია. პირველი ლუგანსკელმა სეპრატისტებმ აგამოაცხადეს და შესაბამისი ვიდეორგოლიც გაავრცელეს რომელიც
რუსულმა მედიამ რა თქმა უდნა საკუთარ საონფორმაციო გადაცემებში ჩართო და ამით დაეხმარა სეპარატისტებს. დღეს დილით კი ცნობილი გახდა რომ ლუგანსკის მსგავსად დონეცკიც იწყებს მობილიზებას ((ბმული)), მხოლოდ არა სავალდებულოს არამედ "ნებაყოფლობითს". პრორუსი სეპრატისტების მეთაურის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით ყველა ის პირი ვინც მივა რაიონულ კომისარიატებში, ურუნველყოფილნი იქნებიან საჭირო აღჭურვილობით. ხოლო ისინი ვისაც არ გააჩნიათ საბრძოლო გამოცდილება, გაივლიან წვრთნის მოკლე კურსს და ამის შემდეგ ჩაებმევიან ბრძოლებში. ცოტა ხნის წინ იგივე ზახარჩენკომ განაცხადა რომ დაგეგმილი აქვს ასი ათასი ადამიანის მობილიზება თუ საჭიროება იქნება, თუმცა ზახარჩენკოს არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა ორვე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს თუ მხოლოდ დონეცკს!
აღნიშნულ მობილიზაციების ფონზე, რომელიც სერთაშორის სამშვიდობო კაკაფონიას ფეხდაფეხ მისდევს, პრორუსმა სეპრატისტებმა განაცხადეს რომ მზად არიან მინსკში შეხვედრის გასამართად და ამბობენ რომ მათი მთავრი მიზანი ამ შეხევდრაზე ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება, ხოლო მერე სხვა დანარჩენი შეთანხმებები. ასევე დღეს გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია მათთვის მისაღებია პუტინის გეგმა და ფართო დემილიტარიზებული ზონის შექმნა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე. ასევე ემხრობიან სამშვიდობო ან სადამკვირვებლო კონტიგენტის შეყვანას დონეცკისა და ლუგანსკის უკვე დემილიტარიზებულ ზონაში. პრინციპში სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო რომ სეპარატისტები პუტინის გეგმაში რამით უკმაყოფილონი ყოფილიყვნენ და სიმართლე გითხრათ ნაკლებად საინტერესოა ის თუ რას ფიქრობენ სეპარატისტები, რადგან ყველამ კარგად ვიცით რომ ისინი დამოუკიდებლად პრაქტიკულად - არ აზროვნებენ!
მიუხედავად იმისა რომ ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაინც ყველა ომისთვის ემზადება და სეპარატისტების მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ბევრ ადამიანს გაუჩინა ეჭვი რომ აღნიშნული მობილიზაციის განცხადებების საფარქვეშ, უკრაინის ტერიტორიაზე ახალი, რუსეთში მობილიზებული დაქირავებულთა და "იძულებით დაქირავებულთა" ან სულაც რუსული არმიის რეგულარული ნაწილები შევლენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий