28 თებერვალს, დღის ბოლოს ინტერნეტის რუსულ სეგმენტში გამოჩნდა ვიდეო რომელიც კრემლის ერთერთ სათვალთვალო კამერის მიერ არის გადაღებული და რომელზეც ასახულია ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტი.
მთელი ის მოქმედებები შორი რაკურსიდან კარგად ჩანს, თუმცა უფრო ახლო ხედიდან კამერებს როგორც ჩანს, რუსმა სმარათალდამცავებმა ჯერ ვერ მიაკვლიეს.
გავრცელებულ ვიდეოზე მართლაც კარგად ჩანს სილუეტები და მოქმედება რომელიც ვითარდება. ასევე კარგად შეიმჩნევა ის რომ დამნაშავე წინსწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებს. მიუხედავად დიქტორის მტკიცებისა რომ მკვლელი ხიდის ქვეშიდან ამომავალ კიბეზე ამოვიდა და გასროლის შემდეგ ჩაჯდა გამვლელ მანქანაში, მთლად სარწმუნოდ არ მიმიაჩნია რადგან კადრში, კარგად ჩანს კიბის ამოსასვლელი, საიდანაც ამოსული ადამიანი აუცილებლად გამოჩნდებოდა გასროლამდე. ასევე კითხვას ბადებს რატომ გაჩერდა თოვლის მწმენდავი მანქანა? იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ მკვლელი სწორედ თოვლისმწმენდ მანქანზე იჯდა და გასროლის შემდეგ, შეთანხმებულად უკან მომავალ მანქანში შეხტა და წავიდა:
ცალკე აღვნიშვნის ღირსია, რუსეთის საგამოძები კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის გამოსვლა სიუჟეტის ბოლოს. რადიკალ ისლამისტთა და შარლი-ებდოს ვერსიის შემოტანა აბსულუტურ სისულელედ და რუსული პროპგანდისტულ სიბრიყვედ მიმაჩნია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ხელმძღვანელობის ჩართულობას ამ გახმაურებულ მკვლელობაში, მით უმტეს რომ უცნაურად დაემთხვა მარკინის შეფასება პუტინის ორი წლის წინანდელ გამოთქმულ აზრს - "საკრალური მსხვერპლის" შესახებ!

Комментариев нет:
Отправить комментарий