Страницы

воскресенье, 1 марта 2015 г.

კიდევ ერთი შეკვეთილი მკვლელობა მოსკოვში და დაცხრილული ბალერინას მანქანა !

სვიატოსლავ სვირელი
 ცნობილი ხდება რომ 25 თებერვალს გამთენიისას მოსკოვის შემოგარენში მოკლეს რუსი ნაციონალისტი ალექსანდრე ანოხინი, უფრო მეტად ცნობილი იყო ზედმეტსახელით სვიატოსლავ სვირიელ-ი (Святослав Свирель).
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 თებერვალს გამთენიისას, დაუდგენელი პირები მივიდნენ საცხოვრებელ სახლთან, რომლეშიც ცხოვრობდა გარდაცვლილი ანოხინი. საყვირების ხმაურით აიძულეს ის გასულიყო ქუჩაში, კარის ზღრურბლზე გამოჩენისთანავე ავტომატის ჯერით ადგილზე იქნა მოკლული 44 წლის ალექსანდრე ანოხინი. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. ამ დრომდე არაფერი ახალი ამ საქმის გამოძიებაშიც არ არის. ნაციონალისტთა წრეებში კი საუბრობენ სვატოსლავ სვირელის შეკვეთილ მკვლელობაზე. ვის და რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთი ადამიანის მკვლელობა, ძნელი წარმოსადგენია რადგან ის არ ეკუთვნოდა რადიკალურ ნაციონალ/ფაშისტთა რიგებს. ის იყო ერთერთი ეთოგრაფიული მუსიკლაური ჯგუფის წვრი და ქადაგებდა "სლავურ საწყისებთან" დაბრუნებას ანუ კერპთაყვანისმცემელი იყო!(წყარო)
 შესაბამისად სვიატოსლავ სვირელი ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის მაგრამ როგორც აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, ან აქტივისტი რომელიმე მოძრაობის, არსად არასდროს გამოჩენილა. ნაციონალისტური ინტერნეტ გვერდები მხოლოდ მისი დაღუპვის შესახებ იტყობინებიან და არაფერია ნათქვამი შესაძლო მოტივებზე.  
 სვირელის დაღუპვის შესახებ ცნობები გაავრცელა ყველა რუსულმა სააგენტომ და შესაბამისად გავრცელებულ სტატიებს მოჰყვა კომენტარები, რუსი ნაციონალისტების მხრიდან. როგორც აღნიშული კომანტარებიდან ირკვევა, ამ პიროვნებას შეცდომით ანიჭებდნენ ნაციონალისტის სტატუსს და ა.შ. არც მიანც და მაინც დიდი სიყვარულით გამოირჩვიან მის მიმართ ნაციონალისტები და ზოგიერთი გიჟსაც კი უწოდებს. მოკლედ კარგად ჩანს რომ სურკოვის არმიას, ეს პიროვნებაც არ მოსწონდათ და ფაქტია ისიც ცოცხალი აღარ არის. 
ანასტასია ვოლოჩკოვა
 ინციდენტები ცეცხლსასაროლი არაღის გამოყენებით ამით არ დამთავრებულა და გუშინ საღამოს (28 თებერვალს) რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ გაავრცელა ინფორმაცია რომ ცნობილი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვას ავტომობილს, უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს მაშინ როდესაც მისი ავტომობილი სახლი წინ იყო გაჩერებული. საბედნიეროდ ინცდიენტისას არავინ დაშავებულა რადგან სროლის მომენტში ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. ბალარინას თქმით, მისთვის წარმოუდგენელია თუ ვის უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ. არც მუქარების შესახებ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია. ტყვიები მანქანს მოხვედრილი აქვს მგზავრის მხრეს მინაზე სხვაგან არავითარი დაზიანების ან გატაცების მცდელობის კვალი არ ჩანს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბალერინას მანქანისთვის ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ უსვრიათ, თუმცა სამართალდამცავებს მან დღეს მიმართა და შესაბამისად ცნობილიც დღეს გახდა.
 უცნაური ქრონიკაა მოსკოვური ვენდეტის - 23-25 თებერვალს თავდასხმები სვიატოსლავ სვირელზე, ანასტასია ვოლოჩკოვასა და პოეტესა ალინა ვიტუხნოვკსაიაზე, ყველაფერი კი სახელმწიფოდან ხელდასმული მასობრივი "ანტიმეიდანის" ფონზე მოხდა... შემდეგ კი ნემცოვის მკვლელობა... ეჭვი მაქვს ქრონიკა გაგრძელდება!   

Комментариев нет:

Отправить комментарий