Страницы

пятница, 27 февраля 2015 г.

გაუგებრობა და კრიტიკა წითელი ჯვრის მოსკოვის განყოფილების მიმართ! (ვიდეო/video)

წითელი ჯვრის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეტერ მაურერმა, ორგანიზაციის მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელი გააკრიტიკა და მას, ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპები დაუწუნა.
საქმე იმაში მდგომარეობს რომ გასული წლის ბოლოს, წითელი ჯვრის მოსკოვის ფილიალის განყოფილების პრეზიდენტმა, იგორ ტრუნოვმა განაცხადა რომ ჰუმანიტარული კოლონები, რომელსაც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური უკრაინაში აგზავნის, არის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა! მან ასევე განაცხადა რომ აღნიშული კოლონებით გადაჰქონდათ შეიარაღება სეპარატისტებისთვის და ორმაგი დანიშნულების ტვირთები. რომელებიც საერთოდ ეწინააღდმეგება ჰუმანიტარულ მიზნებს და არავითარი კავშირი მასთან არ აქვს.  ტრუნოვის თქმით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური, არის გასამხედროვებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოოს ჰუმანიტარული ტვირთების შეზიდვა, მით უმეტეს მხარესთან შეთანხმების გარეშე და ამას კანონით, რა თქმა უნდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა ჰქვია! მართალია მოგვიანებით ტრუნოვმა უარყო ეს განცხადება და რამდენიმე მედიასაშუალება დაადანაშაულა ინფორმაციის არასწორად გავრცელებაში. შესაბამისად  მოსკოვის ერთერთ სასამართლოსაც კი მიმართეს. თავის გამართლების მიზნით ტრუნოვმა გადაწყვიტა მედიაშაულებებესითვის ეჩივლა, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ განიხილა. წითელი ჯვრის მოსკოვის ფილიალის მიერ უარყოფილი და მათი თქმით ჟურნალისტების გამოგონილი ფრაზების მოსმენა, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე რომელიც გასული წლის 25 დეკემბრის ბრიფინგის ჩანაწერია და მშვენივრად ისმის ის თუ რას ლაპარაკობს ტრუნოვი.
ჩანაწერში 50-ე წუთიდან იწყებს ლაპარაკს იარაღისა და ორმაგი დანიშულების ტვირთების შესახებ. ხოლო 58-ე წუთიდან კოლონების კანონიერებაზე საუბრობს!

თავდაპიველად რუსული ჰუმანიტარული მიზნების შესახებ როდესაც გაცხადდა, ჩემთვის საგულისხმო იყო ის ფაქტი რომ რუსები ჰუმანიზმის ამ ერთადერთ მოქმედ სისტემასაც ზინას მიაყენებდნენ და ყოველგვარ ჰუმანიტარულ საქმიანობას იმ მთავარ შინაარსს გამოაცლიდნენ, რომელიც აქამდე მეტნაკლები ნუგეში იყო კონფლიქტის ზონებში ჩარჩენილი მშვიდოებიანი მოსახლეობისათვის მთელს დედამიწაზე. ალბათ არსებობს საერთაშორისო სამართალში რაღაც ნორმა რომელიც ჰუმანიტარული ტვირთების საფარქვეშ მოქმედებას რაღაც სანქციებით სჯის, თუმცა რუსეთის იმ დანაშაულთა ნუსხას ეს ერთი ეპიზოდი მიემატება თუ არა, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, არადა ჰუმანიზმის საფარქვეშ ჩადენილი დანაშაულისთვის სამაგალითოდ უნდა ისჯებოდეს ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს ის!

Комментариев нет:

Отправить комментарий