რუსულ არხებზე მიმდინარეობს მომხდარი მკვლელობის განხილვები და რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი ანვითარებს აზრს რომ ნემცოვი ეს არის
"საკრალური მსხვერპლი" რომელიც შეეწირა რუსეთში მდგომარეობის გართულებასა და სახალხო მღელვარებების დაწყებას. კეთდება განცხადებები რომ ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაზე, ზედამხედველობას რუსეთის დუმა იღებს და რომ გამოძიებული იქნება ბოლომდე მისი მკვლელობა. იგივეს დაჰპირდა პუტინი ნემცოვის დედას. რომელიც როგორც ირკვევა სულ აფრთხილებდა შვილს რომ შეეწყვიტა პუტინის კრიტიკა, რადგან შიშობდა რომ შვილს მოუკლავდა - ციტატა ნემცოვის მეგობრებთან საუბრიდან- "Всякий раз, как я звоню маме, она причитает: "Когда ты прекратишь ругать Путина? Он тебя убьет!" И это на полном серьезе... Она реально боится, что он меня может убить в ближайшее время из-за моих выступлений — как в реальной жизни, так и в социальных сетях. И это, повторюсь, не шутки: она умный человек. Она очень этого боится", - говорил сам Немцов накануне своей смерти.
გამოცდილება გვაჩვენებს რომ რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, ასეთი ტიპის აშკარა პოლიტიკური მკვლელობები არასოდეს გამოძიებულა და თუ დღეს დღის ბოლომდე არ ექნება გამოძიებას კონკრეტული შედეგი, დაკავებული შემსრულებლის თანხლებით, მაშინ გასაგები გახდება ვისი ჩადენილი მკველობაც არის ეს. ისევე როგორც სხვა მრავალი მკვლელობა, ჩადენილი რუსეთის ტერიტორიაზე და რომლის მიზანიც პოლიტიკურად პუტინის რეჟიმისთვის არასანდო ადამიანების მოშორებას ისახავდა მიზნად.
რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ძალიან ძნელია ილაპრაკო იმაზე თუ რა იყო ნამდვილი მოტივი ბორის ნემცოვის მკვლელობის, თუმცა ვარაუდების გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა ყველას გვაქვს. მით უმეტეს შექმნილ ვითარებაში როდესაც რუსეთის შიდა მდგომარეობაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ოფიციალურად გავრცელებული რამდენიმე ვერისა ძალზედ აბსურდული ჩანს. გაჟღერა ვერსიამ რომ საყვარელის აბორტის გამო მოკლეს. რომელიც რუსეთიდან შვეიცარიაში იყო წასული აბორტის გასაკეთებლად. ასევე გაჟღერდა ვერსია რომ მკვლელობის საბაბი, შესაძლოა გამხდარიყო დიდძალი თანხა, რომელსაც ნემცოვი "უცხოელი" სპონსორებისგან იღებდა და ა.შ. ცოატ ხნის წინ კი რუსლ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ მკვლელობის მომენტში, ბორისთან ერთად მყოფი უკრაინელი მოდელი გოგონა, ჰიპნოტიზიორის თანხლებით დაიკითხება. ამის მიზეზად კი მოყვანილია ის რომ გოგონა შოკში იყო მომხდარით და ვერაფერი დაიმახსოვრა. ვერც კილერის სახე, ვერც მანქანის ნომერი და მარკა...!? (წყარო)
თუმცა ჰიპნოტიზიორებამდე ვიდრე მივიდოდა საქმე, უმჯობესი იქნებოდა იმ კამერების ჩანაწერები ამოეღოთ, რომელიც პირდაპრი რაკურსით უყურებს შემთხვევის ადგილს და შესანიშნავად შესძლებს საგამოძიებო ორგანო იმის დადგენას, თუ რა ავტომობილით იყო მკვლელი, რა ეცვა, რა იარაღით ისროლა და ა.შ. კამერა რომელიც კრემლის ერთერთ კოშკზეა დამაგრებული სავარაუდოდ ყველაფერს იღებდა!

![]() |
| რუსი ბლოგერის მიტია ალეშკოვსკის მიერ გადაღებული ფოტო მკვლელობის ადგილიდან სადაც ჩანს რომ კრემლის კოშკზე დამაგრებული კმაერა პირდაპი შემთხვევის ადგილს უყურებს! |
დღეს დილით ამ მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გაგებისას, პირველი აზრი რაც გამიჩნდა ეს იყო ის რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა სავარაუდოდ იცოდნენ ნემცოვის უკრაინელ და დასავლელ პოლიტიკოსებთან კონტაქტის შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული იქნებიდა პუტინის რეჟიმის წინააღდმეგ და გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება, რათა გადავადდეს რუსული ოპოზიციის გამოსვლები და მოისპოს მათი გაერთიანების ყოველგვარი შანსი.
არსებული ვითარება, როდესაც დასავლეთთან უკიდურესად არის დაძაბული ურთიერთობები და ამაზე უარესი "რაღა უნდა გვიქნან" პრინციპის გამოყენებით, ალბათ რუსულ სპეცსამსახურებში იფიქრეს რომ მოცემულ ვითარებაში შესაძლო კონკურენტის მოშორება, მინიმალური შედეგებით ჩაივლიდა და გარკვულწილად არც შემცდარან.
ერთი საინტერესო დეტალი - ზუსტად 2 წლის წინ 29 თებერვალს, პუტინმა ერთერთი მორიგ ამამრჩეველთან შეხვედრისას, ილაპარაკა ტაქტიკაზე, რომელსაც მისი თქმით დასავლეთი უკვე 10 წელია ცდილობს აამოქმედოს მის წინააღდმეგ და რომელიც მდგომარეობს ვინმე ცნობადი და აქტიური ადამიანის "საკრალურ მსხვერპლად" შეწირვაში! უცნაურია და ზუსტად ორი წლის შემდეგ ამ სიტყვების თქმიდან, მოსკოვში, კრემლის წინ დემონსტრაციულად მოკლეს რუსული ოპოზიციის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, როიმელიც ასევე თვითმხილველი იყო პუტინის ზენიტზე ამოსვლის!
როგორც არ უნდა გართულდეს ამ მკვლელობის გამო, რუსული პოლიტიკის ჩვეული სენი "გოსდეპოფობია", პასუხისმგებლობა მაინც პუტინის რეჟმს დაეკისრება.
ასევე ტყუილად გაუხარდებათ ანტირუსული განწყობის მქონე ადამიანებს ის რომ მომდევნო დღეებში რადმენიმე მიტინგსაც ვიხილავთ მოსკოვში. ნემცოვის მკვლელობის მიზანიც ეგ იყო რომ საპროტესტო მუხტის გამაერთიანებელი არ გამოჩენილიყო. სხვა რესურსი კი ჯერჯერობით რუსულ ოპოზიციას ამ დროისთვის არ გააჩნია. მომდევნო დღეებში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობები გაიმართება, რომელზეც დამსწრე პოლიტიკოსებმა მიიღეს უკვე ნიშანი რომ პუტინი, სერიუზულად არის განწყობილი და არავითარი "ლიბერალისტური" თამაშები არ იქნება!

Комментариев нет:
Отправить комментарий