Страницы

пятница, 27 февраля 2015 г.

ისევ აფხაზეთის რკინიგზა და აბაშიძე-კარასინის ვირეშმაკობები!

ის რასაც აბაშიძე აკეთებს, ვირეშმაკობა ჰქვია და მეტი არაფერი!
აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, მიუხედავად ზურა აბაშიძის თავგადაკლული მტკიცებისა რომ არ განიხილება კარასინთან შეხვედრაზე, აქტუალური საკითხია რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ მოლაპარაკებებზე.
ის რომ ეს საკითხი მართლაც განიხილება, დასტურდება სომხურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებით, რომელიც აბაშიძე-კარასინის ყოველი შეხვედრის დროს, აქტიურად ვრცელდება და ხშირია "ოპტიმისტური" შინაარსებიც. პირადად მე ამ საკითხზე დაწერილი მაქვს არაერთი სტატია, რადგან გასული წლის შემოდგომის დასაწყისში, სომხურ მედიაში ლამის სადღესასწაულო სტატიები ეძღვნებოდა ამ საკითხს და იყო ლაპარაკი რომ რკინიგზის საკითხთან დაკავშრებით პოზიტიური ნიშნებია, კერძოდ - ქართველების მხრიდან.
 სომხურ მედიაში, ხშირად მიუთითებდნენ რომ პრობლემა პოლიტიკურია და არა მხოლოდ ქართველებისთვის წარმოადგენს პრობლემას, არამედ აფხაზებიც ეწინააღმდეგებოდნენ გახსნის საკითხს. თუმცა სომხური ლობი აფხაზეთში საკმაოდ ძლიერია და ამ ნაწილში, ერევანს ზუსტად მათი იმედი ჰქონდა. ასეთი იმედის საფუძველს კი სომხური მედიის ინფორმაციით, ის იწვევდა რომ ზოგადად ამ ახალ რეალობაში (იგულისხმება საქართველოს ახალი ხელისუფლება) საკითხის განხილვის ინიცირება სწორედ, აფხაზ სეპარატისტთა მთავრობაში, გავლენიანი სომხების მეშვეობით მოხდაო. ესეც რომ არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებაში ალბათ უნდა ხვდებოდნენ რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხის, რუსეთ-სომხეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა, იქნება სწორედ ამ ორი ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილება და ვერანაირად ის საქართველოსთვის ვერ იქნება მომგებიანი. პირველ რიგში, ეს რკინიგზა მისცემს საშუალებას ირანსა და რუსეთს, საკუთარი ინტერესები დააფიქსირონ ჩვენს ტერიტორიაზე და შემდეგ, ნებისმიერი შეფერხება ამ რკინიგზაზე, შესაძლოა ინტერვენციის საფუძველი გახდეს. ეს ერთი - რაც შეეხება ყველაზე მთავარს, არის ის თუ ვინ და სად გააკონტროლებს მოძრავ შემადგენლობებს? ვინ მიიღებს აქედან შემოსავლებს? ნებსმიერი დაშვება რომ ამ პროექტიდან, აფხაზი სეპარატისტები მიიღებენ რაიმე სახის შემოსავალს, არავითა რშემთხვევაში არ შეიძლება შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში. ერთადერთი რისთვისაც აფხაზები მიღებულ შემოსავალს გამოიყენებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს წინააღმეგ გამოყენებული. სავარაუდოდ ამავე მიზანს ემსახურება, რუსეთის საზღვრის ენგურზე გადმოტანაც. სხვათაშორის საზღვრის გადმოტანაც და აფხაზეთისა და ცხინვალის რაიონის საბოლოო ანქსირებაც, რუსებმა სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით გააკეთეს და უაზრობაა იმის მტკიცება რომ ამის შესახებ, საქართველოს ხელისუფლბაში არ იცოდნენ. შესაბამისად მანამდე გაუშვეს აზრი ქართულ საზოგადოებაში რომ - «აფხაზეთი და ოსეთი» ისედაც დაკარგული გვაქვს!  ყველა დაეთანხმა ამ მტკიცებულებას და აგერ შედეგი! ყოველგვარი პროტესტის გარეშე, რუსეთმა შემოიმტკიცა კიდევ ახალი ტერიტორიები, ჩვენ კი ქართველი მებრძოლი სულის მატარებელი ერი, ხელჩაქნევით შევხვდით და დავყევით მტკიცებულებას რომ ვიღაცამ ჩააბარა, ვიღაცამ ძალით გააკეთა, ისედაც დაკარგული გვქონდა და ა.შ. თავი გავიმართლეთ რომ ხმა არ ამოგვეღო, აბა თავს ხომ არ შევაკლავდით!!!? 
 ზოგადად რუსეთის ქმედებებს რომ ვაკვირდები, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, იმის გამო თუ რამდენად მოურიდებლად გვაბითურებენ და ამაში რამდენად ოსტატურად ეხმარებიან აბაშიძე და ზაქარეიშვილი. სწორედ ზაქარეიშვილის განცხადებებია იმის საუკეთესო დემონსტრირება თუ როგორ შეთანხმებით მოქმედებენ რუსები და ოცნების ხელისუფლება. ნებისმიერ საკითხზე, ზაქარეიშვილის კომენტარი არის - ისეთი არაფერი ხდება, რაც აქამდე არ ხდებოდა! პანიკის საფუძველი არ არის და ა.შ. ერთი-ერთში იმეორებს რუსულ მანტრას!
 მოკლედ ასე მიგვაჩვევინეს ყური და შემოგვაპარეს თემები, რომლის განხილვის არავითარი შანსი არ არსებობდა წინა წლებში. არა იმიტომ რომ ვინმეს არ სურდა ამის განხილვა, არამედ იმიტომ რომ ამ საკითხების წამოწევაც კი ღალატის ტოლფასი იყო. ეხლაც ასეა უბრალოდ ხელისუფლება არ ფიქრობს ასე და თვლის რომ მტერთან უნდა ვითანამშრომლოთ, ამას კი - კოლაბორაციონიზმი ჰქვია!
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ასე ნელნელა დაიწყება და აგორდება ეს თემა. მერე შემოვა სომხური საკითხი და გვეტყვიან რომ რკინიგზის დაბლოკვა, გაგვიფუჭებს ურთიერთობას სომხებთან, დაგვაკარგვინებს უკვე მიღწეულ რუსულ ბაზარს და კიდევ ათასგვარ ტყუილს მოიგონებენ იმისთვის რომ გაამართლონ რუსეთის ინტერესების ახალი შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე. 

 კიდევ ერთი საკითხი რომლსაც აბაშიძე-კარასინის კონტექსტის გამო გვერდს ვერ აუვლი - ეს არის კარასინის განცხადება რომ საქართველოს მოუწევს აფხაზი და ოსი სეპარატისტული წარმონაქმნების მეზობლებად აღიარება! ამ განცხადების ავტორთან, აქამდე გამართული შეხვედრებისთვის აბაშიძე წესით ბოდიშს უნდა იხდიდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად! არც დიპლომატიური დემარში და ა.შ. 
რა გამოდის? ზურა აბაშიძე და გრიგორი კარასინი თანხმდებიან იმაზე თუ როგორ მოამზადონ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში სეპარატისტული რეგიონების აღიარებისთვის? 
სად არის ღირსება რომელსაც ასე გააფთრებით იცავდა ქართველი ერი?

Комментариев нет:

Отправить комментарий