Страницы

понедельник, 23 февраля 2015 г.

ვითარება უკრაინაში: მარიუპოლს ცეცხლი გაუხსნენ პროვოკაციას ელიან ხარკოვშიც! (ვიდეო/video)

როგორც მოსალოდნელი იყო გუშინ ჩაშლილი მძიმე შეიარაღების პოზიციებიდან გაყვანის შემდეგ, დღეს სეპრატისტებმა და რუსულმა არმიამ ისევ აქტიური მოქმედებები დაიწყეს.
სხვდასხვა მედია საშუალებებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია რომ მოცემულ მომენტში (ადგილობრივი დროით 14:00 სთზე) ზალპური ცეცხლის სისტემებიდან იბომბება ქალაქის შემოგარენი, ჯერჯერობით ქალაქის შიგნით აფეთქება არ მომხდარა (წყარო), თუმცა ადგილობრივების განცხადებით ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. მარიუპოლის მერმა უკვე გამართა საგენგებო თათბირი სადაც დასახლებული პუნქტებისა და ცალკეული ადმინისტრაციის ხელმღვანელებს კონკერტული დავალებები მისცა, რომელიც მათ იუნდა შეასრულონ ვითარების გართულების შემთხვევაში.
 მარიუპოლის დაცვისთვის ემზადება პოლკი "აზოვიც", რომელიც ქალაქის ირგვლივ მაგრდება და პოზიციებს აწყობს.  "აზოვის" პეს-სპიკერის ანდრეი დიჩენკოს განცხადებით, მცირე შეტაკებები მუდმივად ხდება რადგან მოწინააღმდეგე ბრძოლით დაზვერვას აწარმოებს. სპიკერის თქმით ერთადერთი რის უკმარისობასაც უჩივიან "აზოველები", ეს არის მძიმე შეიარაღება. დიჩენკოს თქმით არსებული ძალთა ბალანისი პირობებში მათი პოლკი შესძლებს ქალაქის დაცვას და დასძინა რომ მარიუპოლზე შეტევას, გაზაფხულის დადგომისთანავე ელიან. გავრცელდა ცნობა რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთერთი მოადგილე, სპეციალურად არის მივლინებული მარიუპოლში. 
 თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაციონალურ სამსახურმა კი გაავრცელა ინფორმაცია დღევანდელი დღის განმავლობაში, ექვსი უპილოტო მზვერავის დაფიქსირების შესახებ.
 მარიუპოლის გარდა ვითარების დაძაბვას ელიან ხარკოვის მიმართულებითაც. გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ტურჩინოვის ბრძანებით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაწყეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა და შედეგად, გუშინდელი ტერორისტული აქტის შემსრულებლებიც დააკავეს. ინფორმაცია ხარკოვის მიმართულებაზე გუშინ გავრცელდა, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის მხრიდან ხარკოვის მიმართულებით უზარმაზარი სამხედრო კოლონების გადაადგილება და საზღვრის უშუალო სიახლოევს, ბელგოროდის ერთერთ სამხედრო ნაწილში გაჩერება. დღეს კი ამ კოლონების, სავარაუდოდ ერთი ნაწილი გადაიღეს თვითმხილველებმა და ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელეს.



გარდა ზემოთ მოცემული სმარტფონით გადაღებული ვიდეო რგოლისა, დღეს ასევე გავრცელდა რუსი წვევმდელების მიერ გადაღებული და ინტერნეტში ატვირთული ვიდეო, რომლზეც თავად წვევამდელები აცხადებენ რომ მიდიან უკრაინაში "სასროლად" და "უკროპების" მოსაწყობად.



როგორ განვითარდება მოვლენები ღმერთმა უწყის, თუმცა ერთერთი ვერსია არის ის რომ შესაძლოა პუტინმა, დებალცევოს მსგავსად, ვაჭრობისთვის გამოიყენოს ხარკოვიც და მარიუპოლზე დაწყებული შეტევის შემთხვევაში, ბელგოროდში განთავსებული და სუმიდან გადმოსროლილი ეს უზარმაზარი კოლონა რომელიც წვევამდელების ვიდეოშია ასახული, დემოკლეს ხანჯალივით იქნება დაკიდებული უკრაინის სუვერენიტეტის თავზე. ეს ჩემის აზრით ყველაზე ოპტიმისტური სცენარია. ყველაზე უარესი კი სავარაუდოდ ის აიქნება თუ ყველა მიმათულებაზე ერთიანად დაიწყებს შეტევას, რაც გამორიცხული არ არის. კრემლში უყვართ საბჭოთა დღესასწაულებზე მნიშვნელოვანი მოვლენების დამთხვევა და წინა პერიოდებში გამძაფრებული უარაპატრიოტიზმი შესაბამისი მორალური მოტივატორია ფართომაშტაბიანი ავანტურის წამოსაწყებად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий