Страницы

понедельник, 23 февраля 2015 г.

სენატორი ბარაკ ობამა უკრაინის იარაღის საწყობებში! (ფოტო/photo 2005წ)

უკრაინის კრიზისმა და მისთვის იარაღის მიწოდებაზე გამართულმა ვაჭრობამ, გამახსენა შარშან თითქმის ამ დროს შემთხვევით, ერთერთ უცხოურ სამხედრო ფორუმზე აღმოჩენილი ფოტოები, რომელზეც სენატორი ბარაკ ობამა და სენატორი დიკ ლუგარი არიან ასახულები.
რომლებმაც 2005 წელს უკრაინაში 48 მილიონი აშშ დოლარი ჩაიტანეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი იარაღისა და საბრძოლო მასალების გასანადგურებლად. გასული წლის ბოლოს უკრაინელებსაც გაახსენდათ ეს ამბავი და ეს გახსენებაც, ჩემი არ იყოს, მათაც იარაღის მიწოდებაზე გამართულმა ტრანსკონტინენტალურმა პაექრობამ გაახსენა. მაშინ უკრაინელები ამბობდნენ რომ ექსპერტების შეფასებით, სენატორი ობამას მიერ ჩამოტანილი ფილით, განადგურდა იმდენი იარაღი რომ მოცემულ ვითარებაში, წელიწადი ეყოფოდა უკრაინულ არმიას. საუბარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ბირთვულ შეიარაღებაზე, ის 90-იანებშივე გაანდგურეს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ჩვეულებრივ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებზე, ჰაერთავდაცვითი რაკეტებსა და სხვადსხვა აღჭურვილობაზე,
 უკრაინელების მონაცემებით აღნიშული თანხით ჯამში განადგურდა 400 000 ცეცხლსასროლი იარაღი, 1000 საზენიტო კომპლექსის რაკეტა (ზუსტი მარკირება არ არის მოცემული) და 15 ტონა სხვადასხვა სამხედრო ამუნიცია. 
 დღეს კი თითქმის იგივეს უკრაინა, აშშ-ს და ევროპას ეხვეწება, რათა მოახერხოს საკუთარი უსაფრთხოების ერთერთი გარანტორისგან თავდაცვა! პარადოქსია? არა! ასეთია პოლიტიკა და მაშინ უკრაინის ხელში დარჩნილი დიდძალი იარაღი, ასევე დიდიძალ საფრთხეს წარმოადგენდა ყვერლასთვის და მათ შორის უკრაინისთვისაც. გაბენდრაგებული ყოფილი საბჭოთა სამხედრო ჩინოვნიკების ხელში დარჩენილი ამხელა იარაღი, რომლებიც მთელს არსენალებს მაინც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გაყიდიდნენ. როგორც დღეს შეგვიძლია დავინახოთ, გარდასულ კონფლიქტებში სად შეიძლებოდა შეხევდროდა ეს იარაღი აშშ-ს არმიას, რომელიც  ისევ აშშ-ს წინააღდმეგ იქნებოდა გამოყენებული. პირველ რიგში ავღანეთში, ერაყსა და შემდეგ ლიბიაში. ასევე არ იყო გამორიცხული ამ იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრა აქვე ევროპის ტერიტორიაზე და ა.შ.
მაშინ სენატორი ობამა, სულ რაღაც შვიდი თვის არჩული იყო სენატორად და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობდა. შესაბამისად მის სფეროში შედიოდა ასეთი საკითხები. მაშინდელი სენატორი ობამა, დღეს დედამიწის ყველაზე ძლიერი (ნებისმიერი პარამეტრით), უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტია და ისევ მის კომპეტენციაში შედის უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფა და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც უკრაინის წინაშე, ნაკისრი აქვს მის სახელმწიფოს რამდენიმე შეთანხმებით. 
ამერიეკლი სენატორები უკრინაის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან 2005 წელი კიევი
სენატორები ბარაკ ობამა და დიკ ლუგარი ქ.დონეცკის ერთერთი იარაღის საცავში 2005წ 
   
სენატორები ბარაკ ობამა და დიკ ლუგარი ქ.დონეცკის ერთერთი იარაღის საცავში 2005წ 

სენატორი ბარაკ ობამა ათვალიერებს საბრძოლო მასალების საუტილიზაციო საამქროს. ქ. დონეცკი 2005 წ.
P.S. 22 თებერვალს სენატორ მაკ კეინის მიერ გაკეთებული განცხადება, ობამას ყოყმანის შესახებ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე, ბევრისთვის იმედის მომცემი გახდა რადგან დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც, მაკ კეინის კომიტეტში ერთსულოვნად უჭერენ მხარს უკრინაისთვის იარაღის მიწოდებას. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებული "გადაწყვეტილებაც" წესით, მაქსიმუმ 26 თებერვლამდე უნდა გახდეს ცნობილი!

Комментариев нет:

Отправить комментарий