Страницы

четверг, 26 февраля 2015 г.

უკრაინულმა მხარემ მთელი ფრონტის ხაზიდან არტილერიის გაყვანა დაიწყო!

დახუჭობანას თამაში გრძელდება უკრაინის ფრონტზე და მოსკოვიდან ზურგ გამარებული სეპრატისტები, მიუხედავად შეთანხმებისა მაინც ხმამაღალ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიამრთ.
დღეს სეპარატისტთა საინფორმაციო ინეტრნეტსაიტებმა გაავრცელეს დებალცევოში დაჭრილი "მებრძოლების" მიმართვა, რომლის მთავრი შინაარსი არის ის რომ არავითარი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მანამ, სანამ არ იქნება კიევის სრული და უპირობო კაპიტულაცია! ასეთი განცხადებები რომ ხელს არ უწყობენ სამშვიდობო პროესის გაგრძელებას ფაქტია, თუმცა მხოლოდ განცხადებები რომ იყოს პრობლემა, საქმე გაცილებით უკეთესად იქნებოდა. მიუხედავად იმისა რომ დღეს (განსხვავებით გუშინდელი დღისგან), მხარეებმა განაცხადეს მძიმე შეიარაღების გაყვანის დაიწყების შესახებ ფრონტის ხაზიდან, ვრცელდება ინფორმაცია რომლის მიხედვითაც NATO ადანაშაულებს რუსეთს, სეპარატისტებსითვის 1000 ერთეული ტექნიკის გადაცემაში. აღარაფერს ვამბობ წინა დღეებში გავრცელებული ვიდეო კადრებსა თუ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე, კვლავ შეედინება შეიარაღება და ცოცხალი ძალა, რომლის მიზანიც არა მგონია სავარგულების დამუშავება იყოს!
 გუშინ, სეპრატისტთა მხრიდან ტექნიკის გაუყვანლობის საკითხს გამოეხმაურა პუტინის პერს-მდივანი პესკოვი, რომელამც აღნიშნა რომ ტექნიკის ამ დრომდე პოზიციებიდან გაუყვანლობის მიზეზები ტექნიკური ხასიათისაა. პესკოვმა ასევე დასძინა რომ "სეპარატისტები" ითხოვენ ეუთო-ს წარმომადგენლეთა დასწრებას გაყვანის პროცესზე, თუმცა დამკვირვებლების მხრიდან გამოხმურება მათ მოწოდებაზე არ ყოფილა. 
დღეს სპერატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი არტილერიის 90% უკვე გაყვანილია (?!) პოზიციებიდან და დარჩენილი ნაწილსაც გაიყვანენ. 
 რამდენად მართალს ამბობს პესკოვი და რა ტექნიკურ საკითხებზეა ლაპრაკი არ დაკონკრეტებულა, თუმცა პესკოვის განცხადებაც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ცხადზე-ცხადი იყო რომ სპეარატისტები პოზიციების დატივებას არ აპირებდნენ. 
სამაგიეროდ უკრაინულმა მხარემ დაწიყო მძიმე შეიარაღების გამოყვანა დღეს დილიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 100მმ-იანი არტილერიის გაყვანა დაწყებულია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ და ამ პროცესს ეუთო-ს სპეციალური დამკვირვებლები აკვირდებიან. 
 ამ პროცესმა ერთი რამ რაც საინტერესო გამოავლინა, ეს არის მძიმე არტილერიის რაოდენობა სპერატიების შეიარაღებაში. რომელიც, მათივე ინფორმაციის თანამხად - 400 ერთეულს შეადგენს. ამ ციფრის გახმაურების შემდეგ როგორ რჩება კითხვის ნიშანი რუსეთის კონფლიქტის მხარეობასთან დაკავშირებით გაუგებარია. 400 ერთეული საარტილერიო დანადგარის შესყიდვა რა სახსრებით მოახერხეს არასებულმა "რესპუბლიკებმა"? იმას აღარ ვკითხულობ თუ სად და ვისგან შეისყიდეს - ისედაც ყველამ კარგად ვიცით რომ შეიარაღებაც და ხელმძღვანელობაც ამ კონფლიქტში, რუსული გენშტაბის მიერ არის ორგანიზებული. უბრალოდ საერთაშორისო დიპლომატიას რაღაც სხვა, ჩვენთვის ამ დრომდე დაუდგენელი სახის მტკიცებულებები სჭირდება იმისთვის რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!    

    

Комментариев нет:

Отправить комментарий