Страницы

пятница, 13 февраля 2015 г.

BBC-ის ახალი ფილმი: რუსული იმპერიის ახალი ომები! (ვიდეო/video)

BBC-მ მიმდინარე წლის 27 იანვარს გამოაქვეყნა საკუთარი დოკუმენტური ფილმების სერიიდან ახალი ფილმი, რომელიც რუსული იმპერიის ახალ ომებს ეხებს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია უკრაინის ომზე და მასში რუსი ე.წ. "მოხალისეების" მონაწილეობაზე.
მართალია ფილმში დეტალურად არ არის განხილული ძალიან ბევრი საკითხი და ბევრ კითხვას აჩენს. ძნელი დასაჯერებელია რომ დღევანდელი პუტინის რუსეთში, ასე თავისუფლად და ალტრუზმზე დაფუძნებული მოხალისეთა მოძრაობებს, სახელმწიფოს მხრიდან არავითარ ხელშეწყობას არ ჰქონდეთ. როგორც თავად ფილმის გმირები აცხადებენ, მათ არც ეხმარებიან და არც ხელს უშლიან მუშოაბაში, რაც იმას ნიშნავს რომ რუსული სპეცსამსახურებისთვის ის მომსახურება რომელსაც ასეთი, ვითომ "იატაკქვეშა" მოძრაობები უწევენ, სრულიად მისაღები და სავარაუდოდ უკრაინის კრიზისის კონტექსტში საჭიროც კი იყო.  
ფაქტია რომ რუსული იმპერიის რეანიმირებას პუტინი ცდილობს და ამის უარყოფა ნებისმიერი ადამიანის და მით უმტესე პოლიტიკოსის მხრიდან, სრული სიბეცეა რადგან, რუსეთის ამ ამბიციის უგულებელყოფამ, ჩვენ რუსეთის უშუალო მეზობლებს არაერთი უბედურება დაგვატეხა თავს წარსულშიც და აგრძელებს იგივეს აწმყოშიც:

Комментариев нет:

Отправить комментарий