Страницы

пятница, 6 февраля 2015 г.

უკრაინა - ბრძოლა ორ ფრონტზე (ვიდეო/video)

გუშინ უკრიანის კრიზისში შეიძლება ითქვას ახალი ეტაპი დაიწყო. გერმანიის კანლერისა და სარანგეთის პრეიდენტის ვიზიტები ჯერ კიევსა და შემდეგ მოსკოვში მეტყველებს იმაზე რომ ევროპელი ლიდერები კონკრეტული გეგმის განხორციელებას ცდილობენ. ამ გეგმაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს თავად უკრაინელ ექსპერტებსა და კომენტატორებში.
ზოგიერთისთვის ევროპელი ლიდერეების აქტიურობა აშშ-ს გარეშე, ეჭვებს აჩენს მათი გეგმის მიმართ. ზოგიერთმა ისიც კი დაწერა თითქოს მერკელსა და ოლანდს თავად არფერი მოუფიქრებიათ, ის გეგმა რომლესაც ეხლა კიევსა და მოსკოვში განიხილავენ, რეალურად მოსკოვიდან გადმოგზავნილი  და ძირითადად რუსული ინტერესების მატარებელი გეგმაა, რომელიც გულისხმობს იუკრაინის სახელმწიფოს დასუსტებას ფედერალიზაციითა და მსგავსი შეფარვითი პროექტების მოთხოვნით. 
მოკლედ ჯერ ძალიან ძნელია იმაზე ლაპრაკი თუ რას განიხილავენ ლიდერები მოსკოვსა და კიევში, მაგრმა ერთი რამ მართლაც კარგი ხდება ეს არის ის რომ ბოლო დღეების განმავლობაში და განსაკუთრებით სენატორი მაკ კეინის განცხადების შემდეგ, აქტუალური გახდა ბუდაპეშტის შეთანხმების საკითხი, რომელიც რუსეთმა მოახერხა და უკრაინული კრიზისის კონტექსტიდან ეს საკითხი გაიტანა. ძნელია იმის დაჯერება რომ რუსული პოლიტიკის ეს მცდელობები ბუდაპეშტის შეთანხმების მიჩქმალვის ვერ შეემჩნიათ, მაგრამ როგორც ჩანს თავადაც არ იყვნენ ძალიან მოხარულები რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოუწევდათ და ეს შესრულება ადვილი დიპლომატიური მოლაპრაკებების პროცესი ნამდვილად არ იქნებოდა. ისე კარგი იქნებოდა ამ საკითხზე მაშინ დაფიქრებულიყვნენ როდესაც რუსეთთან ერთად უკრაინის უსაფრთხოებაზე ვალდებულებას იღებდნენ და საკუთარ ბირთვულ უსაფრთხოებას აძლიერებდნენ. 
მეორეს მხრივ სასრგებლოა მთელი ამ პროცესისთვის ის რომ სენატორმა მაკ კეინმა სწორედ ბუდაპეშტის შეთანხმების არგუმენტი გამოიყენა იმ კონსესუსისთვის, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შედგა. შესაბამისად გავრცელებულ განცხადებაშც აღნიშნულია რომ ურკაინამ ბირთვულ იარაღზე უარი თქვა ბუდაპეშტის შეთანხმებით მიღებული გარანტიების სანაცვლოდ, რომლის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობაც აქვს აღებული აშშ-ს. შესაბამისად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არაფრისდიდებით არ შეიძლება შეეწინააღდემგოს საერთაშორის სამართალს და ა.შ. არგუმეტაციებს, რომელსაც რუსული პროპაგანდა იყენებს. 
რუსული პოპგანდა რა თქმა უნდა მაკ კეინის კომიტეტის განცხადებას აქტიურად ეხმაურება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს ძირითადად ბლეფს უწოდებს. დამადასტურებელ წყაროებად კი მოჰყავს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში "წონიანი" მოაზროვნეების განცხადებები რომლებიც ერთხმად ადასტურებენ რომ  აშშ-ს მოსახლეობას არ სურს კიდევ ერთი ომის დაფინანსება და ის განცხადებები რომელიც კეთდება სენატიდან არის ბლეფი, განცხადება განცხადებისთვის და სხვა არავითარი გაგრძელება მას არ მოჰყვება.
 რაც შეეხება მეორე, რეალურ ფრონტს შეტაკებები ისევ გრძელდება და ყოველდღიურად აურაცხელი მასალა იტვირთება ინტერნეტში ორივე მხარის მიერ. რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძირითადად ძველი კომუნისტური სულისკვეთებით არის აღვსილი და ამავე სულისკვეთებით მოგვითხრობს თუ როგორ ვერაგულად გაანადგურა "ფაშისტთა" არმიამ ასე თუ ის დასახლებული პუნქი, ტერორისტების ტექნიკა და ა.შ. როგორც წესი დანაკარგებზე ასე ყოველდღიურად არ წერენ, ან თუ წერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც უკრიანულმა მხარემ გამოაქვეყნა უტყუარი მტკიცებულება სახელებითი და გვარებით. წინააღდმეგ შემთხვევაში რუსი ტერორისტები მხოლოდ იჭრებიან და ისიც მსუბუქად. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიური შეტაკებები მიდიოდა დებალცევოსთან რომელიც საბოლოო ჯამში უკრაინულმა შენაერთებმა დაიკავეს. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ შეტაკებებში რუსმა ტერორისტებმა 190 მებრძოლი და უამრავი ტექნიკა დაკარგეს.

ევროპელი ლიდერების აქტიურად ასპარეზზე გამოსვლა რამდენად წაადგება საქმეს და შეიქმნება თუ არა 5 თებერვლის კიევში გამართული შეხვედრების შემდეგ პრეცენდენტი მოლაპრაკებების გზით რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებისა ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის რომ რუსეთიც და უკრაინაც, მიუხედავად აქტიური დიპლომატიური მოლაპარაკებებისა მაინც გამალებულები ემზადებიან უფრო რთული და მაშტაბური ომისთვის. ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები კიევში იმყოფებოდნენ, პუტინმა ახალი მობილიზაციის გეგმას მოაწერა ხელი, რომელიც ყველა სამხედროვალდებულ პირს ორ თვიან შეკრებაზე გაწვევას უქდის. ასეთი ნაბიჯი კი არანაირად არ იქნება იმის მაჩვენებელი რომ რუსეთმა შეჩერება გადაწყვიტა.
 მგონია რომ აბსურდია აფხაზეთისა სცენარის მსგავსი სცენარის უკრაინაში განხორციელება რადგან ყველასთვის კარგად არის ნაცნობი ის თუ რა შედეგი მოჰყვება ასეთ სტატუს-კვოების აღიარებას და ა.შ.
 უკრაინის კრიზისი ბევრი თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია რადგან ამ კონფლიქტის მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ უახლოესი მომავლის საერთაშორისო პოლიტიკაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий