ბიძინას ივანიშვილის 28 იანვრის ინტერვიუს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ. ჩემი პირველი რეაქცია ზუსტად დაემთხვა იმ გამოხმაურებას, რომელიც უმეტესობა სოცილური ქსელების მომხმარებელებს ჰქონდათ - ყოველი ინტერვიუს შემდეგ ფიქრდები, ამაზე მეტი სუსლელე რა უნდა თქვას ადამიანმა და ყოველი მომდევნო ინტერვიუ ერთიმეორეზე უფრო
მდიდარია «ბიძინას ბრძნული» მარგალიტებით. ბოლო ინტერვიუდან ყველაზე მეტად ატაცებული, თუმცა მანამდე ხაინდრავას მიერ დაანონსებული - ორას სერიანი დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ნაციონალების დანაშაულებები იქნება აღწერილი. ამ საკითხზე შესაძლოა იხუმრო და გაერთო მაგრამ ისე მაინც რომ დავფიქრდეთ, რაში სჭირდება ბიძინას ეს?! 2016 წლის არჩევნებისთვის? რიგგარეშე არჩევნებს გეგმავენ? ვერ მოასწრებენ. ერთადერთი რაც გონებაში მომდის ეს არის (რა თქმა უნდა ხაინდრავას ტიპაჟის გათვალსწინებით) ის რომ გოგამ ბიძინას კარგი ლუკმა გამოგლიჯა. ამ ფილმს ჩვენ ვერ ვიხილავთ, დარწმუნებული ვარ ამაში იმდენად, რამდენადაც ამის მაგალითს სამოცდათხუტმეტ მილიონიანი ჯიდიესი იძლევა. მეორეს მხრივ თუ კი ეს ასე არ არის და გოგამ ფული კი იშოვა მაგრამ მუშაობაც მოუწევს, მაშინ უნდა დავფიქრდეთ ასეთი გრანდიოზული მაშტაბის პროექტის მიზანზე - რას უნდა მოემსახუროს ეს ფილმი, რა მიზანს? მოდით ეხლა ამ მოვლენებს სხვა რაკურსით შევხედოთ:
2012 წლის არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებების მიმართ სენსიტიური იყო საზოგადოება, მათ შორის მათივე მხარდამჭერებიც. ამ პროპაგანდისტულ სატყუარებს ყლაპავდა და ემოციურად რეაგირებდა ნაციონალების აქტივობაზე. ეხლა როდესაც «ოცნების ჟურნალი» დასრულდა და დადგა «კინოს» ჯერი, ქართული საზოგადოება, რომლის განწყობაც ტაქსისტებში იზომება, აღარ არის ისეთი სენსიტიური ამ თემების მიმართ და ფაქტი ფაქტად დამდგარია - «ნაციონალები» მყარად ინარჩუნებენ მხარდამჭერთა პროცენტს, რომელიც ანგარიშგასაწევია იმისდა მიუხედავად მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, თუნდაც ეს «ვინმე» თვით ბიძინა იყოს. შესაბამისად ბიძინას და ხაინდრავას პროექტი, თუ მათივე გადმოსახედიდან შევხედავთ - სავარაუდოდ უნდა ისახავდეს მიზნად, «ჰიპერბიძინისტების» და მათ აყოლილი აქტივისტების, ზემოთ აღნიშნული პარტიის მიმართ ლოილაურად განწყობილი ან მხარდამჭერთა მიმართ აგრესიის შენარჩუნებას. ეს მინიმუმ და მაქსიმუმ აგრესიის ზრდას, რომელიც მიიყვანს ქართულ ოცნებას ახალ გამარჯვებამდე - აი აქ კი მართლაც კინო დაიწყება!
ბოლო პერიოდში ტელეეკრანებსა და საინფორმაციო სივრცეში გამოჩენილი, სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფერხებით აღშფოთებული «საზოგადოება», როგორც ყოველთვის არაადექვტურია და ეტყობა რომ არათანმიმდევრული ხელმძღვანელობის ქვეშ არის. წიინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასეთი «ობიექტურები» და თანმიმდევრულები არიან, სხვა პრობლემებსაც უნდა ხედავდნენ და მხოლოდ საკუთარი ზარალის ანაზღაურებაზე არ უნდა დარდობდნენ! ამ სახეებმა ერთხელ უკვე გადაუარეს ქვეყნას (ყველა გაგებით). პირადად მათ თუ არა, მათმა იდეოლოგიურმა ძმებმა და ამიტომ, მათი ყოველგვარი აქტივობა საშიშია, იმდენად რამდენადაც, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის «კარგად შეფუთული» ცნობილი სახეები არიან, სინამდვილეში კი - «გადაცმული გარეწრები», რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერზე წავლენ. მათთვის ოთხმოცდაათიანები ერთგავრი წარმატების წლები იყო და «რომანტიულად» იხსენებენ ვაჟკაცობის მაგალითებს რომლის შედეგი, მთელმა საქართველომ იცის რადგან თავისი თვალით ხედავდა და თავი ტყავზე გამოსცადა, მათი ბოგინი თბილისის ქუჩებშიც და რეგიონებშიც. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის «თავისუფლად სუნთქვა» - ეს არის იგივე რაც ხდებოდა 90-იანების ბოლო პერიოდებში.
ალასანიადის შემდეგ, ქართული ოცნების მიმართ ბიძინას ეჭვები გამძაფრებულია და ახალი «კასტინგი» აქვს გამოცხადებული აშკარად. შესაძლო პრეტენდენტებში, ბოლო დროს წამოწეული სახეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბურჯანაძის ორიენტაციის პოლიტკოსები ჭარბობენ ძირითადად, რაც არსებული «ბრიყვების» კომპლექტზე გაცილებით უარესი კატეგორიაა.
ასეთი «ცნიბილი სახეების» გაცოცხლებით ივანიშვილი ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ აკეთებს, რადგან მათი უბრალოდ არ აქვთ ის გამოცდილება რომელიც ეხლა ქვეყანას სჭირდება. აღარაფერს ვამბობ მათ იდეოლოგიასა და საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებზე.
ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას ორას სერიანი ფილმი არ სჭირდება. მისი დაკვეთა სააკაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი პროგრესი იყო და არა ცალკეული, ყოფილი ჩინოვნიკებისა და გავლენიანი ადამიანებისათვის ძველი დიდებისა თუ გავლენის დაბრუნება.
ველაზე მეტად რაც მე მაშფოთებს ეს არის ის რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას. ასეთი მდგომარეობის შედეგებიც ყოველმა ჩვენთაგანმა საკმაოდ კარგად ვიცით, რადგან 90-იანების ავადასხენებელ წლებში, სწორედ ასეთი გახლეჩილები ვიყავით და ვნახეთ რა შედეგებიც მივიღეთ. უკვე თითქმის სამი წელია გასული «მეოცნებეთა» მმართველობის პერიოდის და ერთადერთი რაც წარმატებით მოახერხეს ეს არის ის რომ შენარჩუნებულია სიძულვილი «ნაციონალების» მიმართ, რომელიც ნაციონალების გაგებას გასცდა და ყველა პროდასავლური ძალა რომელიც კი ქვეყანაში არსებობს, დისკრედიტირტებულია ან დისკრედიტაციის მუდმივი საფრთხის ქვეშ არსებობს.
დღეს შეიძლება ვიღაცას უხარია და სულმოუთქმელად ელის «ნაციონალთა დანაშუალებრივი რეჟიმის» ნამოქმედარის შესახებ ახალი გულისმოსაფხანი ფილმების გადაღება მაგრამ ამავე ხალხს მინდა ვკითხო - რას ცვლის ეს თქვენს ცხოვრებაში? არაფერს, გარდა იმისას რომ კიდევ ერთხელ ნახავთ იმას რაც ასიათასჯერ გაქვთ ნანახი, რითიც ამ კომპრომატებით მანიპულირების პოლიტიკის გაგრძელებას უწყობთ ხელს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს ხელისუფლება წავა და მათ წასვლას მოჰყვება ისევ გაუთავებელი დაჭერები და კინოსერიები როგორ ტვირთავდა ჰაკიმ ფაშა ვიდეოებს, როგორ ხდებოდა ნათესავებსი დანიშნვნები თანამდებობზე და როგორ იწერებოდა ასტრონომიული პრემიები - და რა შეიცვლება თქვენთვის? ისევ არაფერი! ამჯერადაც გაბრაზებული იჯდებით ისევ. შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი რეალური მდგომარეობა იქნება იგივე, რომელიც არაფერს ცვლის და არავისთვის სასრგებლო არ არის, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა რომელიც თქვენი ემოციებით მანიპულირებს და საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებას ცდილობს.
პრემიებზე გამახსენდა და მშვენივრად გადაყლაპა «აღშოფოთებულმა» ქართველმა ერმა ის რომ მინისტრები არაფრის კეთებაში კოლოსალურ თანხებს იღებენ პრემიების სახით. ქართულ პოლიტიკაში თვითკრიტიის დეფიციტი დიდი ხანია არის, რადგან ვთვლით რომ თუ აკრიტიკებ მტერი ხარ. ამავე პრინციპს ეფუძნება «ქართული ოცნებაც». მისთვის შეცდომაზე მითითება «ნაციონალების» ბანაკში გადაბარგებას ნიშნავს და იწყება გაუთავებელი - ცხრა წელი სად იყავით და ა.შ.
მოკლედ ადვილი შესამჩნევია რომ ივანიშვილს არ აქვს ქვეყნის მართვის უნარები და არც ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები ახასიათებს. ის განეკუთვნება ადამიანთა კატეგორიებს რომლისთვისაც - საარჩევნო დაპირებები აქტუალურია არჩევნების დღემდე! მისთვის პიარი, ტყულის ტირაჟირებაა და მოქმედების ტაქტიკა - თვადასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა!
ასე დარჩა გასაბრწყინებლად გამზადებული «წილხვედრი მიწა» გადაგდებული და ორას სერიანი ფილმის ამარა - ისე ბიძინას ვერავინ მიედავება რაც თქვა აასრულა - მეოთხე წელი იქნება საოცარი, მესამეზე ნუ ფიქრობთ!

Комментариев нет:
Отправить комментарий