Страницы

суббота, 28 февраля 2015 г.

ინციდენტები ოკუპირებულ რეგიონებში!

დღეს დილიდან ორი ინიციდენტი მოხდა საქართველოს ოკუპირებულ რეგონებში. პირველი ეს არის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების მიერ ახალი მიწების შემოღობვა და მეორე, გალის რაინოს სოფელი ხურჩადან ადამიანების გატაცება! 


 ჯარიაშენში მომხდარი ინიციდენტი შეიძლება ერთგვარ სიმპტომად იქნეს მიჩნეული და ვთქვათ, რომ ასეთი მცოცავი ოკუპაციის დეტალებს, შესაძლოა მხოლოდ მაშინ ვისმენდეთ როდესაც ამას ხედავს ადგილობრივი მოსახლეობა და ხმაურდება - რა ხდება იქ სადაც არ არის მოსახლეობა? სავარაუდოდ ოკუპაციის ხაზი სრულიად უკონტროლოა და ბოლო (ვგულისხმობ 2012 წლის შემდეგ პერიოდს) გატაცებების ისტორიებიდანაც ჩანს, ოკუპანტები ყოველგვარი შედეგებზე დაფიქრების გარეშე გადმოდიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე და თუ კი ამ გადმოსვლებში ხელი ეშლებათ ან რაიმე მიზნით სჭირდება ტერიტორიაზე გასასვლელი, იქ უბრალოდ ღობეს ავლებენ! როგორია ამ მცოცავ ოკუპაციაზე საქართველოს მთავრობის რეაქცია? არანაირი! მაგალითად დღევადნელი ინციდენტების შესახებ ზაქარეიშვილის სამინისტროს ვებგვერდზე არცერთი განცხადება არ არის გაკეთებული. გამოხმაურებით უმრავლესობიდან მანანა კობახიძე გამოეხმაურა მხოლოდ ჯარიაშენის ინციდენტს და განაცხადა - "მცოცავი ოკუპაცია ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. მსგავს პროვოკაციულ ქმედებებზე მშვიდად და მოლაპარაკებებით უნდა უპასუხოთ. ასე უნდა ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას მსგავსი ნაბიჯებისგან!" წყარო. ნუ მერე კიდევ აგრძელებს მაგრამ არავითარი მნიშვნელობა იმ გაგრძელებას აღარ აქვს, რადგან ყველაფერი ნათქვამია პირველ ორ წინადადებაში. ჯერჯერობით ზაქარეიშვილის კომენტარი არ მოგვისმენია მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რას იტყვის. ეს იქნება დაახლოებით კობახიძის მსგავსი განცხადება, რომელიც მოვლენის მნიშვნელობის დაკნინებისკენ იქნება აუცილებლად მიმართული და გვეტყვის რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რაც აქამდე არ ხდებოდა, არ ხდება! დღევანდელი ხურჩადან გატაცების შემთხვევაში, თვითმხილველების თქმით, გატაცებული 55 წლის ოთარ ბერია, ოკუპანტებმა ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ ე.წ. "საზღვარზე" გადაიყვანეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს! წყარო. არავითარი რეაქცია და განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ოკუპანტები, ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ერეკებიან ტყვეებს, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს! თუმცა მხოლოდ განცხადებებიც არ კმარა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, ოკუპანტის აგრესიისგან მოსაზღვერე ზონებში მცხოვრები ადამიანიბის დასაცავად.
 საოცარია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - ერთის მხრივ ხედავს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს. მეორეს მხრივ იმას რომ "ვალაგებთ" ურთიერთობას რუსეთთან და ლამისაა საყოველთაო შერიგების ყიჟინა დასცხონ, ღვაწლმოსილმა ქართველმა რუსოფილებმა და ამ დროს... აი ასეთი ვერაგული ნაბიჯი, რომელიც ალბათ "ქათული ოცნების" პოლიტ-გონს აიძულებს, საკაშვილის ბრალეულობიდან გამომდინარე, რუსეთის საპასუხო/იძულებით გადაგმული ნაბიჯად გასაღებისთვის არგუმენტების ძიებაში იყოს ჩაფლული. ყველაფრისდა მიუხედავად დღევანდელ ხელისუფლებას, არავითარ შემთხვევაში საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება არ სურს, შექმნილ ვითარებაზე მთელს ქვეყნაში და არა მარტო ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით. 
 სინამდვილეში რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს არავინ იცის! არავისში ვგულისხმობ მოსახლეობას და არა რუსული სპეცსამსახურების კაბინეტებში მოკალათებულ სტრატეგებს... 
ფაქტია ერთია - აბაშიძის პარტნიორი მოალაპარაკებებში (რომლის ფარგლებშიც "ლაგდება" საქართვლოს ურთიერთობა რუსეთთან) გრიგორი კარასინი, გვიწინასწარმეტყველებს რომ საქართველოს მოუწევს, სეპარატისტული წარმონაქმნების "მეზობლებად" აღიარება! რამდენად მეგობრული და პარტნიორული განცხადებაა ალბათ ყველა ხვდებით მაგრამ ქართველი ობივატელი, მაინც გულმხურვალე მხარდამჭერია "დალაგების" პოლიტიკის და ბოლოს ისეთ დალაგებულში აღმოვჩნდებით რომ დასაცავი და გადასარჩენიც აღარაფერი იქნება!     

Комментариев нет:

Отправить комментарий