ალბათ უმრავლესობა მკითხველებისას ახსოვს სირცხვილის დაფები საწარმოებსა და დაწესებულებებში, საბჭოთა ასდმინისტრაციულ კორპუსებში - ვინ გვარცხვენს! და ა.შ. სათაურებით. ასევე კედლის გაზეთები გამოიყენებოდა იგივე დანიშნულებით.
ზუსტად იგივე ეფექტის გამეორების სურვილითა და ალბათ წარსულში, არაერთგზის მოწყობილი ასეთი სამარცხვინო ჩვენებების ორგანიზებას მიჩვეულმა, აზარბაიჯანული პოლიციის რომელიღაც მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა დღეს ბაქოში, სპეციალურად პრესისთვის მოეწყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელთაც ასევე გადაეცათ სახელები და გვარები იმ 14 დაკავებულის, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტოტრანსპორტს ან არ დაემორჩილა საგზაო პოლიციის სამართლიან მოთხოვნას. შესაბამისად ყველა მათგანი იხდის სასჯელს დროებითი დაკავების იზოლატორში 5 დან 30 დღემდე.
აზარბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ფოტო მასალა აღნიშნული შეხვედრიდან ყოველგვარი სახეების დაფარვისა და სხვა არსებული ნორმების დაცვის გარეშე. სავარაუდოდო პოლიციელები იზრუნებდნენ იმაზეც და წინასწარ მოაწერინებდნენ ხელს რომ არ იქნებოდნენ წინააღდმეგი ტელე და ფოტო კამერების წინ გამოჩენისა და ჟურნალისტებთან საუბრის - სამაგიეროდ გაუშვებენ ცოტათი უფრო ადრე!

ზოგადად აზარბაიჯანში ავტოხულიგნობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და შედეგად ტრაგიკული შემთხვევებიც ხშირია. კარგი გზები და აზარბაიჯანელების ზოგადი სიყვარული ავტოტრანსპორტის მიმართ, ბუნებრივად წარმოშობს პრობლემას რომელიც როგორც ჩანს აზარბაიჯანის პოლიციისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა და ასეთი გზებით გადაწყვიტა შებრძოლება:

Комментариев нет:
Отправить комментарий