ერაყის პროვინცია ანბარის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მებრძოლებმა, პროვინციაში არსებული უძველესი მეჩეთი გაანადგურეს. ეს უკვე, მათ მიერ განადგურებული მეჩეთების, ესკლესიებისა და უძველესი სარკოფაგების განადგურების ოცდამეათე შემთხვევაა.
ყოველ შემთხვევაში რაც არის დადასტურებული. ამჯერად ტერორისტებმა პროვინცია ანბარში მდებარე უძველესი მეჩეთი გაანადგურეს, რომელიც მე-XII-ე საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული და ერაყის უძველეს მეჩეთად ითვლებოდა. პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ტერორისტებმა მეჩეთს წრეზე შემოარტყეს ასაფეთქებელი და პრაქტიკულად ფუნდამენტამდე დაანგრიეს.
ISIS-ის მებრძოლების სისასტიკე აფრიკის კონტინენტზეც გადავიდა და ლიბიაში აქტიური ბრძოლების გაჩაღება დაიწყო. დღეს ასევე ლიბიაში მოაწყეს ტერაქტი რომლის დროსაც ორმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ასევე ერაყში, იგივე ანბარის პროვინციაში ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს 43 ერაყელი სუნიტი, რომლებიც ერაყის პრო-სამთავრობო შენაერთებში იბრძოდნენ. გავცრელებული ინფომაციით ტეროროსიტებმა ტყვეები რკინის დიდ გალიაში შეყარეს და ცოცხლად დაწვეს.
პრალელურად ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია რომ ერაყის არმია სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება და პირველი შეტევა ქალაქ მოსულზე იქნება მიტანილი.
საერთაშორისო კოალიცია კი ისევ აქტიურად ბომბავს ტერორისტების პოზიციებს. ლიბიის ტერიტორიაზე ასევე ბომბავს მათ პოზიციებს ეგვიპტური სამხედრო ავიაცია.
არაბი პოლიტილოგები, ISIS-ის საფრთხის გავრცელებას მაგრიბის ტერიტორიაზე უკვე რეალურ საფრთხედ მიიჩნევენ და აფრთხილებენ ევროპას რომ მაგრიბიდან ევროპამდე ძალიან მოკლე მანძილია!

Комментариев нет:
Отправить комментарий