Страницы

воскресенье, 22 февраля 2015 г.

ვითარება უკრაინაში: მძიმე შეიარაღების გაყვანზე შეთანხმება მიღწეულია!

უკრაინის კრიზისი კვლავ საერთაშორისო საკითხთა შორის, უმთავრეს საკითხად რჩება და მსოფლიო ლიდერები კვალვ ცდილობენ მშვიდობიანი გზით, მდგომარეობის შემდეგი ესკალაციის გარეშე განმუხტონ სიტუაცია.
თუმცა, როგორც ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთიდან გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, მათი მოთმინების ფიალაც ივსება და რეალობაც არ იძლევა მთლად დიპლომატიის იმედად ყოფნის საფუძველს. ნურავის დაავიწყდება რომ დღევანდელი კრიზისის უმთავრესი მასტიმულირებელი არის რუსეთი და კრემლში გაბატონებული უსაფუძვლო ამბიციების მქონე ვლადიმერ პუტინი.

 დღეს ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონ ქერი, საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰომანდთან სწორედ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე კონტრნაბიჯების საკითხს განიხილავდნენ. უკრიანული მედიის ინფორმაციით შეხვედრაზე ქერიმ განაცხადა რომ პრეზიდენტი ობამა რამდენიმე დღეში მიიღებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით - "მსოფლიო არ აპირებს რუსეთის თამაშზე აყოლას"!  
 დღესვე უკრაინის საკითხი განიხილებოდა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რომის პაპ ფრანცისკოს შორის პირსპირ შეხვედრაზე. შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ პაპმა ფრანცისკმა მერკელს სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 
 პარალელურად უკრაინულ მედიაში სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია რომ სეპარატისებსა და უკრაინის არმიის სარდლობას შორის, გაფორმდა შეთანხმება ფრონტის ხაზიდან მძიე შეიარაღების გაყვანის შესახებ. სეპრატისტებმაც დაადასტურეს შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. შეთანხმებას, რიგითობით ჯერ ლუგანსკის ე.წ. მეთაურმა პლოტნიცკიმ მოაწერა ხელი და შემდგომ დონეცკელი სეპრატისტების მეთაურმა ზახარჩენკომ. გაფორმებული შეთანხმების მიხედვით შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყოს ხვალ დღის განმვალობაში და უკრიანული მხარის მტკიცებით, შედგენილია გაყვანის მარშუტები და რუქები. ცალკე განხილვის საგანი ხდება დებალცევო, რომელიც მინსკის მეორე შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის უკრაინული არმიის კონტროლქვეშ იყო, შესაბამისად მხარეთა დაშორიშორება ხდება გასული წლის 19 სექტემბერს არსებული ფრონტის მიხედვით და არა 2015 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, რაც რა თქმა უნდა ჯერ კიდევ გაურკევევლია და შესაძლოა ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდეს. 
 უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა და შესაბამისად რუსულმა არმიამ, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში 16-ჯერ გაუშვეს უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები, რაც მათი მხრიდან აქტიურ სადაზვერვო სამუშაოებზე მიუთითებს. 
 პრეზიდენტ პორორშენკოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეპრატისტთა ტყვეობიდან განთავისუფლებული იქნა 140 უკრაინელი მებრძოლი, რომელთა გადაცვლაც ლუგანსკის ოლქში მოხდა და შტაბის ინფორმაციით, ამიტომაც დღევანდელი დღე ლუგანსკის მიამრთულებით, "შედარებით მშვიდი იყო", წინა დღეებში კი ოფიცრების თქმით თითქმის ყველა სახის იარაღიდან ესროდნენ უკრაინელების პოზიციებს ტერორისტები. დღის ბოლოს გამოჩნდა ინფორმაცია რომ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ყველაზე რთული ვითარება ამ დრომდე დონეცკში არის შენარჩუნებული და გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ღამითაც მოსალოდნელია დონეცკის საარტიელრიო დაბომბვები.
ვითარება რომელიც უკრაინის აღმოსაველთ რეგიონებშია შექმნილი, ანალოგიურია სექტემბერში გაფორმებული მინსკის პირველი შეთანხმების შემდგომი პერიოდისა. სეპარატისტები აცხადებენ რომ თავისი მიზნები აქვთ მისაღწევი და მათ ხელს ვერავინ შეუშლის. მთელი მსოფლიო კი რუსეთს "აწვება" რომ გააჩეროს სპერატისტები, თუმცა რუსეთი როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში - "ვერფერს" აკეთებს რადგან პატივს სცემს - "ახალი სახემწიფოების ერების გადაწყვეტილებას"!
სეპარატისულ მედიაში მოუხშირეს ლაპრაკი "გაყინული კონფლიქტის" ლოგიკის შესახებ და პროცესების სწორედ ამ ჭრილში განხილვას, რაც იმაზე მიუთითებს რომ რუსეთს უკრაინის კონფლიქტის გაყინვის დიდი იმედი აქვს...  (ანუ ვითარება უცვლელია). სეპარატისტების რიგებში დღეს განხილვის თემა იყო, მომდევნო თვეების განმავლობაში, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კონტროლის საკითხი. სეპარატისების მხარდაჭერთა და ანალიტიკოსთა აზრით, უკრაინული მხარისთვის საზღვარზე კონტროლის გადაცემა დაუშვებელია და ინფორმირებული წყაროების ცნობით, სეპარატისტები ასეთის დაშვებას არც აპირებენ. რუსეთთან საზღვრის კონტროლის გარეშე კი სეპრატისტების შეიარაღებისა და აღჭურვის გზების გადაკეტვა, თითქმის შეუძლებელი იქნება რაც მათ ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
P.S. ყველაფრის პარალელურად კი რუსეთიდან კვლავ შეედინება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტქენიკა და ცოცხალი ძალა, უკრაინელიების თქმით მზადდება შეტევა მარიუპოლზე!

Комментариев нет:

Отправить комментарий