Страницы

понедельник, 23 февраля 2015 г.

ვითარება უკრაინაში: დღის წესრიგში ისევ მარიუპოლი დგება!

ილუსტრაცია
კრემლში მოთავსებული მხეცი, არ შოშმინდება და კვალვ აგრძელებს აგრესიულ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ. დღეს ხარკოვში მომხდარი სისხლიანი ტერაქტის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და უკრინის კრიზისი დუღილის ტემპერატურას უახლოვდება ყველა გაგებით, შიდა თუ გარე რისკების თვალსაზრისით.
ვითარება მოცემულ მომენტში, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაცონალური სამსახურის (СНБО) პრეს-სპიკერის განცხადების მიხედვით, რუსული და სეპარატისტული ძალების კონცენტრირება შეინიშნება მარიუპოლთან. განცხადების გაკეთებისას ლისენკომ აღნიშა რომ ამ დროისთვის მარიუპოლის დაცვას, მოგერიებული აქვს ორი სატანკო შეტევა, შესაბამისად ინფორმაციის გავრცობისგან თავი შეიკავა რადგან, ბრძოლები მარიუპოლთან კვალვ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ორი დღის წინ პენტაგონიდან გაკეთდა განცხადება რომ აშშ-ს სპეციალსტებმა დააფიქსირეს რუსული ავიაციის მკვეთრად გაზრდილი აქტივობა - «მთელი რეგიონის გასწვრივ». ასევე აღნიშეს რომ პენტაგონის სპეციალისტებს აქვთ მონაცემები, რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეტანის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთიდან შეიარაღების შემოტანა კიდევ უფრო გააქტიურდა და ასევე შეინიშნება ძალების კონცენტრირება რუსეთის ტერიტირიაზე, რომელიც შედარებით ახლოს არის ხარკოვთან. შესაბამისად ხარკოვში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტი შესაძლოა ვითარების დესტაბილიზაციისკენ იყოს მიმართული, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის პუტინის გენერლებს. (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ასეთი სცენარი ჯერჯერობით)
 ყველაზე დიდი საშიშროება კი მარიუპოლის დაკარგვაში მდგომარეობს. ეს იქნება პრაქტიკულად უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ჩამოშლა რადგან, მარიუპოლის დათმობა დებალცევოს, ილოვაისკის ან დონეცკის მსგავსად, პირველ რიგში შიდა არეულობას გამოიწვევს, რადგან ამდენი «პირობების არ შესრულების» გამო, კიდევ რუსების სიტყვაზე ნდობა, იქნება ის ბოლო წვეთი რომელიც საფრთხეს შეუქმნის არსებულ ხელისუფლებას და მოახდენს შიდა არეულობების პროვოცირებას. მით უმეტეს რომ ცალკეულმა მოხალისეთა ბატალიონების მეთაურებმა, «ალტერნატიული გენერალური შტაბის» დაარსება დაანონსეს, რომელიც გაიუგებარია რა მიზნებს მოემსახურება თუ კი ის სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლ ქვეშ არ იქნება.

 რისკები ძალიან მაღალია და ამიტომაც არის გაღიზიანება მკითხველსა და უკრაინის  გულშემატკივრებში (ჩვენს შემთხვევაში) დასავლეთის დიპლომატიური რევერანსებისა და ილეთების მიმართ. ჩვენ ვხედავთ ერთის მხრიდან (ანუ რუსული მხრიდან), აქტიურ აგრესიულ ნაბიჯებს, ხოლო მეორეს მხრიდან ვხედავთ მოთხოვნას უკრაინული მხარისადმი, იყოს ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი მინსკის შეთანხმებების დაცვის თვასლაზრისით და არ აჰყვეს რუსების პროვოკაციას. თუმცა ალბათ ყველას და მათ შორის ევროპელებსაც ესმით რომ ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და პრობლემა თავად უკრაინელებთან შეიქმნება. 
 უკრაინაში მშვენივრად აცნობიერებენ იმასაც რომ უკრაინის დღევანდელი უბედურება, პირდაპირ კავშირშია 90-იანი წლებში, ბირთვულ იარაღზე უარის თქმასა და მაშინ გარანტორებად დამდგარი ქვეყნების იმედად დარჩენასთან. ბუდაპეშტის უგულებელყოფილი შეთანხმების გამო, უკრაინიელები რომ მოტყუებულად გრძნობენ თავს, არ უნდა იყოს გასაკვირი რადგან აშშ-ც და ბრიტანეთიც, არათუ იარაღის მიწოდებაზე უნდა იყოს თანახმა, არამედ ის ნაკისრი ვალდებულებებიც უნდა შეასრულოს, რომელიც მხოლოდ ბუდაპეშტის შეთანხმებით აქვს აღებული. გარდა ბუდაპეშტის შეთანხმებისა, გასულ წელს მოლდოვასთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის აშშ-ს მიერ მინიჭებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაც გარკვეულ ვალდებულებებს უჩენს. აიტომ სრიულიად ლეგიტიმურია უკრაინელების სკეპტიციზმი. კიდევ ერთი არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ თუ რატომ გრძნობენ თავს «გადაგდებულად» უკრაინელები ეს არის, არაადექვატური რეაქცია რომელსაც დასავლეთი ამჟღავნებს იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. ამ თემის კომენტირებისას უკრაინელეთა რეაქცია იყო აბსულუტურად ადექვატური, რომელიც დაახლოებით მდგომარეობდა შემდეგში - "რუსებისთვის შეიძლება იარაღის შეტანა სადაც მოესურვებათ და გაურკვეველი რეპუტაციის ხალხისთვის დარიგება მაგრამ რატომღაც, როდესაც საქმე ეხება უკრაინული მხარისთვის იარაღის გადაცემას, რუსული და ევროპული მედიასაშუალებები ერთ ამბავს ტეხენ!? - რატომ?"
 ამ ყველაფერს ემატება ის რომ რუსები თავისი პროპაგანდის მხარდაჭერით, თავს გამარჯვებულებად თვლიან/ასაღებენ და უკრაინელების ღია და პირდაპირ შეურაწყოფაზე არიან გადასულები, რაც კიდევ უფრო აღრმავებს რიგით მოაქლაქეებს შორის უთანხმოებას და მტრობის მუხტს. ამას ემსახურებოდა გუშინ მოსკოვში გამართული ანტიმეიდანიც, რმელმაც თავისი ფუნქცია მშვენივრად შეასრულა. 
 შესაბამისად, სოციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ვითარება მართლაც დუღილის  წერტილს უახლოვდება და პრეზიდენტ პოროშენკოს ორი არჩევანის საშუალებას აძლევს - გამოიყენოს ეს მუხტი გადამწვეტი ბრძოლის დასაწყებად ან იგნორირება გაუკეთოს და მიჰყვეს დასავლეთის დიპლომატიურ თამაშს, რომელიც  საბოლოო ჯამში თუ არ იქნება ხელშესახები შედეგი მოკლე დროში, ისევ მას შეუბრუნდება, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნება რადგან ერთხელ უკვე ჩავარდა უკრაინის დემოკრატიზაციის პროცესი.
 გუშინ 21 თებერვალს, დღის ბოლოს, ეუთო-ს მისიამ როგორც იქნა შეაღწია დებალცევოში, თუმცა უკრაინული მხარის მტკიცებით, სეპარატისტები მაშინაც ისროდნენ როდესაც დამკვირვებლები ქალაქში იმყოფებოდნენ. ეუთო-ს მისიის დამკვირვებლების განცხდებით, ქალაქი მთლიანად განადგურებულია - "პრაქტიკულად დებალცევო აღარ არსებობს". შესაბამსიად აღნიშნული დამკვირვებლები შეამჩნევდნენ დებალცევოში მიმდინარე შეტაკებების მაშტაბს და იმასაც, თუ რამდენად შეეძლოთ მხოლოდ სეპარატისტებს თავისი შეიარაღებით ასეთი ნგრევის გამოწვევა?! 
წინ ძალიან დაძაბული კვირა გველის რადგან უმრევლესობა კომენტატორებისა თანხმდება იმაზე რომ მომავალ კვირას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება! სოციალურ ქსელებში ისმის აქტიური მოწოდებები, მორჩნენ მონიტორებთან ვიშვიშს და თავდაცვით ზღუდეებზე გავიდნენ, თვითორგანიზებას შეუდგნენ ქალქების დაცვის მიზნით და ა.შ. ასეთი მოწოდებები ისმი ხარკოვის, მარიუპოლისა და ოდესის მოსახლეობის მიმართ.
 ევროპიდანაც გაისმა დღეს ხმა რომ რუსეთის მიმართ, ახალი სანქციების დაწესებაზე კონსულტაციებს დაიწყებენ, თუმცა ეს უფრო გუშინდელი  ჯონ ქერისა და ბრიტანეთის საგარეო მდივნის შეხვედრი შედეგი მგონია, ვიდრე ევროპელი პოლიტიკოსების დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია რომ განცხდების გაკეთებისას, ევროპელებმა ისიც აღნიშნეს რომ ახალი სანქციების დაწესება იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში თუ კი სეპარატისტები და რუსული არმია მარიუპოლზე შტურმს დაწყებს. მანამდე კი მოემზადებიან, დაადგენე სანქციების ტიპებს და სფეროებს... (რატომღაც მგონია რომ ეს მაინც ცუდი/კარგის პოლიციელის ტაქტიკაა) 

მარიუპოლის დაკარგვა ძალიან დიდი დანაკარგი იქნება უკრაინისთვის რადგან, მოხდება ყირიმის საბოლოო ანექსირება და მასთან სახმელეთო მიმოსვლის აღდგენა. რომლის არ არსებობაც, დღეს დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულს უამრავ პრობლემას უჩენს და შესაბამისად ეს პრობლემები რუსეთის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულებასაც აუარესებს. მარიუპოლის დაცემის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება ოდესის საკითხიც, რადგან თავდაპირველი რუსული გეგმის თანახმად, რომელიც კრიზისის დასაწყისში უკრაინის ყოფილმა გენშტაბის უფროსი იგორ კაბანენკომ გაახმაურა (ბმული) - რუსეთის გეგმა არის უკრაინისთვის შავი ზღვის სანაპიროს მთლიანი ჩამოჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელს ამ ავანტურას აზრი ეკარგებაო, რადგან ამ ზოლზე გაიყვანს მილებს რუმინეთამდე და ამავე დროს გადაკეტავს შავ ზღვაზე საქართველოდან ან თურქეთიდან შესაძლო გამავალ მილსადენებს, რითიც კიდევ რამდენიმე ათეული წლით მოიპოვებს ევროპაზე ზემოქმედების ბერკეტებს.  თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ასეთი ილეთი პუტინს არ გამუვა - ბრძოლა იქნება და იქნება ძალიან სისიხლისმღვრელი და სასტიკი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ვითარებაა მოცემულ მომენტში და ყოველი მსხვერპლი რომელიც ამ დაპისპირებას ეწირება, კიდევ უფრო უმატებს გრადუსს, ისედაც აფეთქების პირას მყოფ ვითარებას!

იგორ კაბანენკოს ვერსიის მიახლოებითი ილუსტრაცია
P.S. ვიდრე სტატიას ვამზადებდი რუსულ და სეპარატისტულ მედიაში კიდევ ერთი პანიკა ატყდა, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დემონისტრირებას რომ უკრაინელები არღვევენ მინსკის შეთანხმებას და შესაბამისად ისინიც ხსნიან ცეცხლს. მაგალითად დღეს ეუთო-ს მონიტორინგისას, უკრიანულმა დაზვერვამ დააფიქსირა სეპრატისტთა მხრიდან ზალპები საარტილერიო და  ნაღმტყორცნი დანადგარებიდან, ასევე ტანკიდან, შემდეგ ტერორისტები გამოცხადდნენ ეუთო-ს მონიტორებთან და იჩივლეს რომ უკრაინელები სროლას არ წყვეტენ. 
მთელი ეს ისტერიკა კი მიმართული იქითკენ რომ სეპარატისტებმა არ გაიყვანონ მძიმე შეიარაღება, რომელიც წესით დღეს დღი განმავლობაში უნდა დაწყებულიყო. დღეს კი განაცხადეს რომ 24-ი თებერვლიდან დაიწყებენ შეიარაღების გაყვანას, ისიც იმ შემთხვევაში თუ უკრაინელები შეწყვეტდნენ ცეცხლს, რაც იმას ნიშავს რომ არავის არაფერი არსად არ გაჰყავს და ახალი შეტევებისთვის ემზადებიან. 
უკვე დადასტურებულია რომ დღეს დღის განმავლობაში უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა კიდევ 6 უპილოტო საფრენი აპარატი დააფქსირა, რომლებიც უკრაინული არმიის პოზიციებს ზვერავდნენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий