Страницы

воскресенье, 8 февраля 2015 г.

რუსეთი - საქართველოში NATO-ს სასწავლო ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია!

ასეთი შეფასება გააკეთა, ალიანსში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ. რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგად, მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიზე, NATO-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობას.
რუსი დიპლომატის აზრით - "ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის სამხედრო ობიექტის გაჩენა, რუსეთის მიერ შესაძლებელია შეფასდეს როგორც პროვოკაციული ნაბიჯი". მისი აზრით - "ალიანსს არავითარი საჭიროება არ გააჩნია იმისთვის რომ საქართველოს ტერიტორიაზე, რაიმე სახის ობიექტები განათავსოს და ამიტომ საკითხის ძირფესვიანად შესწავლა ვაპირებთ" - განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.
საინტერესოა რატომ სწუხს რუსეთი ასე იმის შესახებ თუ რა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე? ან რა პასუხი გასცა გრუშკოს განცხადებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით?  არავინ არ იცის. არც არაფერი იძებნება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობა მაინც ვერაფერს გაიგებს და ჩვენ თვითონ რატომ გამოვიდოთ თავიო! თუმცა დღევანდელ სამყაროში ასეთი საკითხების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. 
ნიშანდობლივია რომ რუსეთის მიმართ, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკდებულება არ იცვლება და ისევ შეფარვითი სიამტკბილობის რეჟიმში არიან. წინააღდემგ შემთხვევაში ასეთი განცხადება უნდა გამხდარიყო აღშფოთებისა და შეშფოთების საგანი რომელსაც ასევე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. 
იმედია ყველამ კარგად უწყის რომ ჩვენი სეპარატისტული და შემდეგ უკვე ოკუპირებული რეგიონები, რუსეთმა შექმნა სწორედ იმიტომ რომ ჩვენ რამენიარადმე დავეკავებინეთ თავის ორბიტაზე. ეხლა როდესაც ამდენი სისხლისღვრისა და კატასტროფების შემდეგ რაღაც წინსვლა გვაქვს ამ საკითხში, არ არის გამორიცხული ახალი რუსული ოკუპაცია, რომელი საფრთხის მიმართ მზაობის არავითარ ნიშანთვისებას არ ავლენს საქართველსო ხელისუფლება. 
 NATO-ს ობიექტის გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე, სრულიად შესაძლებელია გახდეს საქართველოში ახალი პროვოკაციის მოწყობის საფუძველი და ძველი, მოუშუშებელი იარების ხელახალი გაღიზიანება. 
ისე შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას რომ თუ კი მოხდა ის რომ რუსეთმა საქართველოს სრული ოკუპაცია გადაწყვიტა, ბრძოლა მოგვიწევს ჩვენ და არა ამერიკელებს ან ევროპელებს. ამ აზრს შეეგუეთ და ხელისუფლებას მოსთხოვეთ ის რომ მზად იყოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად (მიხედავად იმისა ოპოზიციის მხარდამჭერი ხარ თუ ხელისუფლების) ეს ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია!

Комментариев нет:

Отправить комментарий