აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის შტაბის განცხადებით, დღეს შავ ზღვაში შემოვიდა სამხედრო ხომალდი USS Cole (DDG-67) (ბმული ხომალდის შესახებ). ამერიკელი სამეხდრო ფლოტის განცხადებით ხომალდის შავ ზღვაში შესვლის მიზანი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერაა.
მიზნად ისახავს აშშ-სა და NATO-ს "რეგიონალურ პარტნიორებთან", ურთიერთობების გამტკიცებას(?!). ასევე მე-6 ფლოტის შტაბის განცხადებაში ნათქვამია რომ ხომალდის შავ ზღვაში ყოფნა, ხელს შეუწყობს ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდას აშშ-ს, NATO-სა და "რეგიონალურ პარტნიორებს" შორის.
ალბათ ყველსთვის ნათელია თუ რატომ შემოვიდა "ტამაჰავკებიანი" სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში და რა პროცესებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. დღის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ვერსია რომ პუტინი, ევროპელი ლიდერების ვიზიტის შემდეგ - დილემაშია, რადგან ბალო ორი დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებში, რომელსაც რუსი ჩინოვნიკები აკეთებენ, ერთი ხაზი არ შეიმჩნევა და გაუგებარ სიტუაციაში მყოფ ჩინოვნიკთა აგრესიულ განცხადებებს უფრო გავს, ვიდრე მიზანმიმართულ, ორგანიზებულ პოლიტიკიას.

Комментариев нет:
Отправить комментарий