დღევანდელი დღის მთავრი თემა უკრაინის კრიზისი და მის მოგვარებაში ახალი ძალით ჩართული, ორი ევროპული ქვეყნის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები არიან.
ევროპელების გუშინდელ ვოიაჟს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა რადგან, ყველა განცხადებაში რომელიც დღეს გაკეთდა, ერთხმად აღნიშნავდნენ რომ ეს იყო - "უაკანსკნელი მცდელობა", "ბოლო შანსი" ომის თავიდან ასარიდებლად და ა.შ. ფრანსუა ოლანდმა კი პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ამ განცხადებების კაკაფონიას და განაცხადა რომ თუ არ იქნება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სრულფასოვანი მშვიდობა მიღწეული, მაშინ ევროპაში იქნება ომი! ოლანდის ეს განცხადება იმდენად მკვეთრი და მკაფიო სიგნალების მატარებელია რომ ძნელიც კი არის დასაჯერებლად და ზოგიერთებისთვის (მათ შორის ჩემთვისაც) უტრირებულ განცხადებად უფრო გამოჩნდა, ვიდრე რეალური ინფორმაციის შემცველად.
გამომდინარე იქიდან რომ სხვა ალტერნატიული წყარო, იმ საუბრის შინაარსისა, რომელიც გუშინ კრემლში სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას გაიმართა, ჩვენ არ გვაქვს და დაასკვნები სწორედ ამგვარი ფრაგმენტული განცხადებებიდან უნდა გავაკეთოთ.
დღის ბოლოსთვის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი, ამჯერად პოროშენკოს განცხადებიდან. როგორც ირკვევა მერკელი-ოლანდის სამშვიდობო გეგმა, გულისხმობს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას დონბასის კონფლიქტის ზონაში, თუმცა ამ იდეას პოროშენკო არ ემხრობა.
ყველაფერი კი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ნორმანდიული ოთხეულის ფორმატით შეხვედრა გაიმართება და არის იმედი რომ ამ შევხედრის შემდეგ, იქნება განცხადებები რომელიც ნათელს მოჰფენს პროცესების მსვლელობის გარკვეულ ნაწილს, თუმცა არავის არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი რომ ხვალ ან ზეგ, ან თუნდაც მომდევნო დღეებში, პირდაპირი განცხადებები მოვისმინოთ.
საუკეთესო ინდიკატორი იმისა თუ რა ხდება მოლაპრაკებათა მაგიდასთან, იქნება ფრონტზე მიმდინარე მოვლენები!

Комментариев нет:
Отправить комментарий