Страницы

вторник, 17 февраля 2015 г.

LIfenews.ru: დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი ზახარჩენკო დაიჭრა!

რუსული ტელევიზიებიდან პრაქტიკულად ერთადერთია Lifenews.ru რომლიც თითქმის პირდაპირ ეთერში გადმოსცემს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდანრე მოვლენებს. რა თქმა უნდა სეპარატისტების სასარგებლო ელფერით და ყველანაირ ფონს ქმნიან კრემლის პროპაგანდისტული მიზნების შესასარულებლად. 

 აღნიშული სააგენტოს მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ დინეცკელი ტერორისტების ლიდერი ალექსანდრე ზახარჩნკო დაიჭრა დებალცევოს ცენტრში მიმდინარე ერთერთი შეტაკებისას.
 როგორც გამოცემა იუწყება ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს დებალცევოს ცენტრალურ ქუჩებში და ერთერთი ასეთი ბრძოლისას, როდესაც ე.წ. "აჯანყებულების" რაზმი შენობას წენდდა დაიჭრა ზახარჩენკო.
რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო კადრები სადაც ინტერვიუს ჩაწერისას, ზახარჩენსკოს პირად მცველს კლავს სნაიპერი. 15 თებერვლის სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ასევე სეპარატისტული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ ზახარჩენკოს რეზიდენციასთან აფეთქება მოხდა, თუმცა ზახარჩნკო აფეთქებას გადაურჩა და მხოლოდ მისი რეზიდენციის დაცვის რამდნიემ წევრი დაშავდა.
 როგორც ჩანს ზახარჩენკოს მტრები არა მხოლოდ ფრონტის მოწინააღეგე მხარეს ჰყავს! ვიღაც მის მოშორებას ცდილობს. 
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშოს რომ ზახარჩნკოს მკვლელობას უკრიანელებისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კრემლი ათას ზახარჩნკოს მოძებნის რამდენიმე საათში და წამოასკუპებს მის ადგილზე. ასეთ ნიუსებს უფრო მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს თორემ ყველას კარგად ესმის რომ ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერები, კრემლის მარიონეტები არიან. რომლებსაც დამოუკიდებლად მოქმედების არავითარი უფლება არ გააჩნიათ. 
 ჩვენთვის განსაკუთრებით კარგად არის ასეთი ტიპის ე.წ. "ლიდერების" ფუნქცია ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითებზე!

Комментариев нет:

Отправить комментарий