უკრაინელი აქტივისტების "საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის" ლიდერის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, დონეცკელი სეპრატისტების საპყრობილეში მოთავსებულია, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ.
სამხრეთ ოსეთის მოაქალქეთა ჯგუფი, რომელთაგან ერთერთი სავარაუდოდ ოკუპირებულ ტერიოტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ბორის ჩოჩიევის შვილია. მასთან ერთად დაკავებულია ე.წ. რესპუბლიკის კიდევ ოთხი მოქალაქე. ტიმჩუკის ინფორმაციით ხუთივე მათგანის, უკრაინის არმიის წინააღდმეგ, ე.წ. "აჯანყებულების" რიგების წევრობა დადასტურებულია. ჯგუფი რა თქმა უნდა იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. მათი დაკავების მიზეზი გახდა - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ბრძანებისადმის არდამორჩილება! წყარო
ბოლო დროს, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი სეპრატისტები, ვითომ და სახელმწიფოობანას თამაშის ფარგლებში, ხშირად იწონებენ თავს იმით რომ დასაჯეს მარადიორები. იყო გაკეთებული განცხადებები რომ ზოგიერთ შემთხვევაში მარადიორები ადგილზე დახვრიტეს. თუმცა ბოლო დროს ასეთი ბრალდებები, ძირითადად მათ გასამტყუნებლად გამოიყენება, რომლებიც სტრელკოვისეული იდალისტ-ნაციონალისტური იდეებით არიან მოწამლული და პირველივე დღეებიდან, პატარ-პატარა შეიარაღებული დაჯგუფებების სახით, ვითომ პარტიზანულ მოძრაობას წარმოადგენენ. ალბათ ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ გემახსოვრებათ რომ ოსი სეპარატისტები ერთერთი პირველები ჩავიდნენ დონბასზე საომრად. სწორედ მაშინ როდესაც იგორ სტრელკოვი იყო დონბასის "ბელადი". ალბათ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და ბატონის წინაშე ვალის დასასბრუნებლად.
ოსების უკრაინაში გამოჩენა, ჩემთვის მაშინვე გახდა ერთგვარი ვალის დაბრუნების რიტუალი ოსების მხრიდან რუსეთისთვის. რუსები გარდა ევრაზიული კავშირისა, გაუხმაურებლად მაგრამ ერთგვარ სეპარატისტთა კავშირსაც ქმნიან. სეპარატისტული ადმინისტრაციების ყოველდღიურობას თუ დაუკვირდებით, საკმაოდ გაცხოველებული დიპლომატიური მიმოწერა აქვთ გაჩაღებული ოსებს, აფხაზებს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ყარაბახსა და დნესტრისპირეთს. არ ტოვებენ უყურადღებოდ არცერთ დღესასწაულსა თუ რაიმე ღირსენაშინავ თარიღს საბჭოთა წარსულიდან. შესაბამისად გასაკვირიც არ არის რომ ერთმანეთის დახმარებას ცოცოხალი ძალიათაც ანხორციელებენ.
ოსი სეპარატისტების მედიაში ტიმჩუკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია და შესაბამსიად დაუდგენელია, დონეცკელი სეპრატისტების მიერ დაკავებული სარმატ ბორისის-ძე ჩოჩიევი არის თუ არა მართლაც იმ ბორის ჩოჩიევის შვილი, რომელიც ამჟამად იკავებს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს?!


Комментариев нет:
Отправить комментарий