Страницы

понедельник, 16 февраля 2015 г.

ვითარება უკრაინაში: სეპარატისტების ახალი მოთხოვნა - ბლოკგარეშე უკრაინა!

უკრაინელი სეპარატისტები თითქმის ყოველ საათში ცვლიან მოთხოვნებს და ახალ-ახალს იგონებენ. ამჯერად სეპარატისტულმა დუეტმა, სახელწოდებით "ნოვოროსია"-მ განაცხადა რომ ყველა არსებული საშულებებით იბრძოლებენ უკრაინისთვის "ბლოკგარეშე სტატუსუს" შესანარჩუნებლად. (წყარო)
 ისეთი წარმოდგენა მექმნება, თითქოს მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს კონფრონტაციის გაგრძელებას და სპეციალურად ყველაზე პროვოკაციული საკითხებით აპელირებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში დუეტის ერთერთი წევრი ზახარჩენკო აცხადებდა პრეტენზიას მთელი დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე და ყველა საშუალებებით ამ ტერიტორიის "წაღებით" იმუქრებოდა. კიდევ ერთი დღით ადრე აცხადებდა რომ არ შწყვეტდა ცეცხლს  დებალცევოსა და მარიუპოლის მიმართულებით, რადგან ეს მათი ტერიტორია იყო და მათი გადასაწყვეტი იყო შეწყვეტდნენ თუ არა სროლას.
 დღეს კი აგერ ახალი მოთხოვნა და მუქარა გამოაცხეს. თანაც ისეთი საკითხია რისი გულისთვისაც მთელი ეს ვაკხანალია მოეწყო, ანუ ისეთი მაშტაბის მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დაკმაყოფულებული და როგორც ირკვევა, კიდევ ჰქონიათ შეთანხმების გარეშე მოთხოვნები, რომლის შესრულების გარანტიის მოპოვებასაც შეეცდებიან უკრიანული მხარისგან. ალბათ არსებობენ ადამიანები დედამიწაზე, რომელთაც სჯერათ რომ ესენი კრემლიდან მართული მარიონეტები არ არიან. წესით ხომ ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო თუ რისთვის იწყებოდა კონფლქტი უკრაინაში აფხაზეთის სცენარით. პირველად "აგვარებს" რუსეთი NATO-ს გაფართოების საკითხს ასეთი მეთოდით? (ანალოგიები ბევრი ჩნდება პირველი რაც დღევნადელი მოთხოვნის წაკითხვისას გამახსენდა ეს იყო ჯავახელი სომხების მუქარა - საქართველოს NATO-ში წევრობის შემთხვევაში).
მოკლედ არავინ იცის რისთვის სჭირდება პუტინს ეხლა ამ სეპარატისტების ასეთი ომახიანი განცხადებები, მაგრამ ერთი რამ საგულისხმოა. მინსკის მეორე შეთანხმების ცინიკური უგულებელყოფის შემდეგ, დასავლეთიდან გაისმა შეფასებები რომ პუტინი ცდილობს, ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. ეს მიზანი რუსეთს დიდი ხანია აქვს და ამის ერთერთი ფუძემდებელი ასევე დუგინია. რომლის გამოსვლებში ხშირად იყო ლაპარაკი, ჩაგრულ ევროპაზე, რომელიც ამერიკელი "ქორების" წნეხქვეშ არის და მათ გარეშე, ან მათთან შთანახნმების გარეშე, ნაბიჯი ვერ გადაუდგავს. საკუთარ ბრძოლას "Руский мир"-ისთვის ევროპის ამერიკული ბატონობისგან განთავისუფლებადაც კი რაცხავენ.  უბრალოდ რუსები ერთ ძალიან პრიმიტიულ შეცდომას უშვებენ, დასავლეთ ევრო-ატლანტიკური ბლოკის ქვეყნებს შორის დისკუსიის რეჟიმი, არ განიხილება "ურთიერთობის გაფუჭებად" ან "მტრულად განწყობილ ბანაკში გადასვლას", არსებობს ფუნდამენტური საკითხები რომელიც არ გადაიხედება, რუსეთმა მთელი თავისი ბირთვული არსენალი, თავზე რომ აიფეთქოს, მაშინაც კი!  მაგრამ დავუბრუნდეთ დღევანდელობას...
პარალელურად ამ აბსურდული მოთხოვნებისა, ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ყველა სახის შეარაღების გამოყენებით. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ სეპარატისტების არტილერიამ დაბომბა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ პუტინმა მინსკის შეთანხმების პუნქტების რეალიზების საკითხზე მსჯელობისთვის, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და თითქმის პარალელურად დონეცკელმა ტერორისტებმა უარი განაცხადეს, მძიმე შეიარაღები პოზიციებიდან გაყვანაზე (წყარო).
 საერთაშორისო დამკვირვებლები და დასავლელი დიპლომატები, ფრთხილ შეფასებებს აკეთებენ. მათი განცხადებები, მოვლენების პოზიტიურად განვითარების სურვილით მოტივირებულს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობის გადმოცემას, რადგან ინფორმაცია რომელიც უშუალოდ მოქმედებათა ეპიცენტრიდან ვრცელდება, დიპლომატების ოპტიმიზმის გაზიარების საშულებას არ იძლევა - მხოლოდ მარიუპოლთან (კერძოდ დას. პუნქ. შიროკინო) ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხუთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა!
პოლიტიკური ჭიდილი დიპლომატიურ სიბრტყეში, როგორც ჩანს ძალზედ გააფთრებულია. ამაზე მეტყველებს ის ცვალებადი გარემო და გაურკვევლობა, რომელიც ამ კრიზსში თითქმის პირველივე დღიდან შეიმჩნევა, პიკს კი ავანსცენაზე მერკელისა და ოლანდის გამოჩენის შემდეგ მიაღწია.

Комментариев нет:

Отправить комментарий