Страницы

пятница, 20 февраля 2015 г.

რას შველიან მერკელი და ოლანდი - მშვიდობას თუ საკუთარ იმიჯს?!

ევროპაში დიდი მისვლა-მოსვლა და კონსულტაციებია. პირველად მაქვს განცდა რომ ევროპელები თავს ძალიან შეურაწყოფილად გრძნობენ იმის გამო რაც რუსეთის პრეზდენტმა ვლადიემრ პუტინმა დამართა.
მინსკის სამშვიდობო პროცესი ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის პოლიტიკური კარიერის დასასრული არ იქნება, მაგრამ ერთერთი შავი ლაქა მათი მოღვაწეობის პერიოდში - ალბათ უფრო კი! პირველ რიგში ეს იმიტომ რომ ევროპელი ლიდერების იანვირის ბოლო დაწყებული უჩვეულო აქტიურობა, მართლაც აშშ-სთვის გზის გადაჭრად გამოჩნდა, რომელი უცნაურად დაემთხვა დროში აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეთანხმებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.  

 მინსკის მეორე შეთანხმების გაფორმებისთანავე ცხადი გახდა რომ პუტინმა, შეინარჩუნა უსტატუსო მდგომარეობა კონფლიქტში და ევროპელი ლიდერების ფაქტობრივ პატნიორებად, შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, გაურკვეველი წარმოშობის "ბოევიკები" დააყენა. ჩემთვის პირადად, მოლაპრაკებების დღესვე ზახარჩნკოს მიერ გაკეთებული განცხადება რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შეეხებოდა დებალცევოს და მარიუპოლს, გახდა პუტინის მიერ ევროპელებისთვის გაწნული სილა. ჩემი წარმოდგენით კიდევ უფრო დამამცირებელი იქნებოდა პუტინის პასუხი რეაქციაზე, როემლიც შესაძლოა და წესით უნდა ჰქონოდათ ევროპელებს - მე სეპრატისტების ლიდერებს ვერ ვაკონტროლებ! - პრაქტიკულად იგივე თქვა პესკოვმა 15 თებრვლის გავრცელებულ განცხადებაში, სადაც უარი თქვეს რაიმე ვალდებულების აღიარებაზე და რუსეთის პოზიციონირება მოახდინეს როგორც გარანტორი, შეთნხემბის პუნქტების შესრულების თვლასაზრისით! ეს მეთოდი ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რადგან ზუსტად ანალოგიური მეთოდი გამოიყენა 2008 წელს კულახმეტოვმა, როდესაც ქართული პოზიციების მიმართულებით გასნილი ინტენსიური ცეხლის პირობებში თქვა რომ ოსებს ვერ აკონტროლებდნენ.  
საგულისხმოა რომ მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად "ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატში, მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები სხვდასხვა დონეებზე და სხვადასხვა საშუალებებით. დღეს კი რატომღაც საკითხის განხილვა მერკელმა და ოლანდმა პირისპირ შეხვედრაზე გადაწყვიტეს რისთვისაც, პარიზს ეწვია გერმანიის კანცლერი.  
 პარალელურად ვრცელდება ეუთოს-ს ხელმძღვანელის განცხადება რომ დებალცევოში განვითარებული მოვლენების გამო შესაძლოა უკრაინული კრიზისი საერთოდ უკონტროლო გახდეს. თუმცა ჩემთვის ასევე გაუგებარია დღეს ვინ აკონტროლებს იქ მიმდიბნარე მოვლენებს და რას ნიშნვას მათთვის ტერმინი - "ომი"!
 ზოგადად დასავლური მედიის ყურადღების გამახვილება უკრაინის კრიზისისადმი თვალშისაცემია და ასევე თვალშისაცემია ის რომ დასავლელი კომენტატორების გაკვირვებას პირველ რიგში, ევროპელი ლიდერების მეამიტობა იწვევს. 
ბოლო დღეების მოველნათა ჭრილში, ლაპარაკი სამშვიდობო გეგმის სიცოცხლის უნარიანობასა და შანსზე, უკრაინაში დაისადგუროს მშვიდობამ, მართლაც მემაიტურად ჩანს, რადგან ყოველი ნაბიჯი რომელიც კი გადაიდგა ევროპის მხრიდან, რუსული პროპაგანდის მიერ საკუთარი გამარჯვების სადემონსტრაციოდ იყო გამოყენებული. განსაკუთრებით მერკელის შეურაწყოფაზე იმიტომ მაქვს აქცენტი რომ გასულ დღეების განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფობიდნენ გერმანელი პარალამენტარები, რომლებმაც ომით დაზარალებულ რეგიოენბში 74 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს. შესაბამისად რუსულმა პროპაგანდამ გერმანელი პარლამენტარების ეს ვიზიტი მათ მხარდაჭერად მონათლა და ისევ გაავრცელა თითქოს პირადად მათთან ყოფილიყვნენ ვიზიტად გერმანელი პარლამენტარები. (წყარო)   თუმცა კი არავის დაუძალებია, გერმანელი პარლამენტარებისთვის საკუთარი ვიზიტი ისე დაეგეგმათ რომ რუსული პროპაგანდის საკვები არ გამხდარიყვნენ. 14 თებერვალს ზახარჩნკოს რეზიდენციასთან მომხდარი აფეთქების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რეზიდენცია გერმნალმა პარლამენტარებმა დატოვეს.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო გეროს სამშვიდობო მისიის მოთხოვნის პროცედურა, როემლიც ბევრი პოლიტოლოგისთვის უპერსპექტივო ნაბიჯად მოსჩანს. 
ჯორჯ რობერტსონი
 რეალური მდგომარეობა იქმდეა მისული რომ დასავლეთის ლიდერების მხრიდან, კონკრეტულ და გადამწყვეტ ნაბიჯებს ითხოვს. საგულისხმოა რომ უკრაინის კრიზისის და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების კომენტირებას, ხშირად სთხოვენ უახლოეს წარსულში, აქტიურ პოლიტიკურ ფიგურებს. მაგალითად NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ლორდმა ჯორჯ რობენტსონმა, უკრაინის კრიზისის კომენტირებისას განაცხადა რომ უკრაინის მხრიდან, ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, იყო შეცდომა! მისი მტკიცებით - რომ არ ეთქვა უკრაინას უარი, არ იქნებოდა არც ყირიმის ანექსია და არც დონბასზე განვითარებული მოვლენები. (წყარო) თავად გარანტორმა მხარეებმა კი ნაკისრი ვალდებულებები როგორც ვხედავთ არ შეასრულეს. 
უკრაინის კრიზისმა, მრავალი რიგითი ადამიანისთვის კითხვის ნიშნად აქცია აქამდე თითქოს ყველასთვის გასაგები და თვალსაჩინო საერთაშორისო სამართალი. რმლის ნორმების თითქმის ყოველდღიურ უგულებელყოფასაც ვხედავთ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები კაცობრიობის ნაწილი. მასზე დასავლეთის რეაქცია კი ჩვენში ხშირად იწვევს გაუგებრობას და სწორედ ასეთი მომენტია ეხლა დამდგარი, როდესაც ვერაფრით ვერ ვიგებთ, მერკელისა და ოლანდის მეამიტურ, ჯიუტ ოპტიმიზმს. 
დღე უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი იმაზე რომ რუსული არმია და სეპარატისტები მარიუპოლზე თვადასხმისთვის ემზადებიან და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად გაურკვევლი გახადა, ევროპელების მიერ გაკეთებული განცხადებები პარიზში, პირსპირ გამართული შეხვედრის შემდეგ. მერკელი შედარებით კონკრეტული იყო მაგრამ დააფიქსირა რომ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი შესაძლოა დადგეს,   რომლის მოხარულიც მაინც დამაინც არ არის. ხოლო ოლანდმა დაიმუქრა რომ სანქციები დაუწესდება ყველა მხარეს, ვინც კი მინსკის შეთახნმებას დაარღვევს - და უკვე დარღვეულისთვის ვის რა დაეკისრა?! ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის რომ ევროპა, თანახმაა კონფლიქტის გადავადების და მოცემულ მომენტში უკრაინის კონფლიქტის გაყინვაზე თანხმდება. წინააღდემგ შემთხვევაში წარმოუდგენელია რუსეთის შეჩერება ისე რომ არ მოხდეს უკრაინის შეიარაღება და არ მოუწიოს ამ იარაღის გამოყენება პრორუსული ძალების წინააღმდეგ, მაშინ ისიც საქართველოს მსგავსად ხანგრძლივ "სეპარატისტულ ომში" ერთვება რუსეთთან და ასე დაუსრულებლად, ვიდრე კონფლიქტი უშუალოდ ევროალტანტიკური უსაფრთხოების ტერიტორიაზე არ შეაღწევს!
 დღეს პარიზში გამართულმა შეხვედრამ სამართლიანი შეკთხვა გააჩინა - რას შველიან ევროპელი ლიდერები - სამშვიდობო პროცესს უკრაინაში თუ საკუთარ იმიჯს?!

Комментариев нет:

Отправить комментарий