Страницы

суббота, 7 февраля 2015 г.

რუსეთმა საკუთარი მოკავშირეები მოატყუა

რუსეთისთვის პრობლემათა მთელი კასკადი ჯერ კიდევ დასაწყის ეტაპზეა, რომელიც სათავეს უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიის დაწყებიდან იღებს და აგერ უკვე წლიწადია რაც გრძელდება. ამ პერიოდში რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, სასიკეთო არაფერი მომხდარა რადგან არ ამბობენ უარს ჩვეულ «გაბითურების» პოლიტიკაზე და აგრძელებენ, მსოფლიოს შანტაჟს ატომური ფერფლითა და ნავთობის მილებით.
ბოლო წლების რუსული სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ბევრმა უახლოეს წარსულში რუსეთში ოპერირებადმა ქვეყანამ, თავისი ბიზნესი გაიტანა რუსეთიდან და ისინი ვინც ჯერ არ გასულან, ალბათ უახლოეს მომავალში გავლენ. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არასაიმედო პარტნიორია ნებისმიერი მაშტაბის ბიზნესისთვის და ამიტომ უნდა მოხდეს, მასზე დამოკიდებულების მინიმუმადე დაყვანა. ამ იმიჯს თანდართული სანქციები კი, პოლიტიკური ვითარების მიმართ სენსიტიური ბიზნესებისთვის  რუსული ბაზრიდან გასვლას ან გასვლისათვის მზადებას, აუცილებლობად აქცევს - რომელიც რუსეთის ტერიტორიის მათი სერვისების გარეშე დატოვებას გულისხმობს.   

 შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რუსეთმა თითქოს მოძებნა და თავისი ყურადღება, ჰორიზონტზე გამოჩენილი იზოლაციის საკომპენსაციოდ, ცენტრალურ აზიასა და თურქეთისაკენ მიაპყრო. რუსეთის საგარეო კურსის განვითარების ასეთი სცენარი, დასავლელ პოლიტოლოგებს არაერთხელ აღუწერიათ და უნდა ითქვას რომ «ევრაზისტული» კურსი, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო იმ ვარიანტთაგან რომელიც რუსეთმა გააჩნდა. 
 რამდენიმე კვირის წინ რუსულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა და აფიშირდებოდა შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის, რომელიც ახალი ენერგოდერეფნის მშენებლობას გულისხმობს და წარმოაჩენს მდგომარეობას ისე თითქოს ამ პროქტისთვის უკვე ყვალფერი მზად არის და საჭიროა მხოლოდ გაშვება! უმალვე მოჰყვა გამოხმაურება ევროპიდან რუსულ მეგა-პროექტს და აღინიშნა რომ არაცერთი დეტალი ამ მილსადენისა ჯერ განხილული არ ყოფილა და არც პროექტი უნახავს ვინმეს. თანაც ცოტა სათუოა იქიდან გამომდიანრე რომ ირანის ინტერესებთან თანხვედრაში ვერ მოდის, რუსეთის გაზის თურქეთზე გატარება.  ასევე არა მგონია, ევროპაც აღფრთოვანებული იყოს, რუსეთზე ახალი დამოკიდებულების წყაროს გაჩენით და ამიტომ ეს პროექტიც ისეთივე ფარსი მგონია, როგორი ფარსებიც რუსულ პოლიტიკაში მუდამ მრავლად არის.
გარდა თურქეთისა, რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ ცენტრალური აზიის რეგიონს და იქ რუსული გავლენის მზარდობის პოტენციალს. რომელიც თურმე მისცემს რუსეთს მსოფლიო ეკონომიკური სტრუქტურიდან ავტონომიურად, დამოუკიდებელი ფინანსური და სხვა სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ძალიან ბევრი გამოჩნდნენ რუსული ტელეარხებზე რომლებიც ამტკიცებენ რომ, სანქციები კარგია, რადგან სახელმწიფოს ავტონომიურობის განვითარებას უწყობენ ხელს. მთელს ამ ინფორმაციულ ხმაურში რომელიც ეხლა რუსეთშია ატეხილი და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი მსოფლიო თავს ესხმის რუსეთს, მაგრამ ვერაფერს უშვრებიან რადგან გოლიათია და ყველა სხვა დანარჩენები ლილიპუტები, სუსტად მაგრამ მაინც გამოკრთება ხოლმე ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის, ავღანური საფრთხე, იქიდან საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ. ამ მიზეზით ყაზახეთი ძალიან აქტიურად ეძებს მხარდაჭერას დასავლეთში რადგან, ОДКБ-ს ძალები რომელთაც ვითომ უნდა უზრუნველეყოთ ამგვარი საფრთხეებისგან კავშირის დაცვა, აბსულუტურად უმოქმედო და მკვდრადშობილია. ამას ამჩნევენ ყაზახეთში და არა მარტო იქ. ტაჯიკებს იგივე შეკითხვა გაუჩნდათ მას შემდეგ რაც მათ ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული 201-ე სამხედრო ბაზიდან სატანკო შენაერთი გამოიყვანეს და უკრაინის საზღვრებზე გადაისროლეს. ეს ზოგიერთისთვის იყო ნიშანი იმისა რომ რუსეთს ბრძოლისუნარიანი შეანერთები არ ჰყოფნის უკრაინასთან საომრად და იძულებულია, სხვა სტრატეგიული მიმრთულებები შეასუსტოს. ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს მათი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, ვისაც რუსული არმია და «იმპერია» უძლეველად მაიჩნია. 
მართლაც და თალიბანის ტაჯიკეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში რა პასუხის გაცემა შეუძლია რუსეთს? აღსანიშნავია რომ ავღანეთის ტერიტორიაზე ძალიან დიდი ეთნიკურად ტაჯიკი ჯგუფია, რომელიც თალიბანის ხელში დიდი საფრთხის შემცველია, რადიკალური ისლამის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე გავრცელების თვალსაზრისით.
რუსეთმა თავისი პარტნიორები დსთ-ს ფარგლებში, ასე ვთქვათ - მოატყუა! რადგან მას არ შესწევს ძალა დაიცვას ყველა ის ქვეყანა, რომელიც მისი დაუღალავი მცდელობების გამო, მასთან მოკავშირედ დარჩა და მისი იარაღის წარმოების ძირითადი მომხმარებელი იყო. 2008 წლის საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამტკიცდა აზრი რომ რუსეთთან მოკავშორეობა თავდაცვითი ინსტრუმენტების გარეშე დარჩენას ნიშნავს - ერთის მხრივ ეკონომიკურ თავისუფლებას კარგავ და მაეორეს მხრივ სამხედროს რადგან, რუსეთი თავისი შეიარაღების საუკეთესო ნიმუშებს არავის არ მიყიდის და შესაბამისად ის ყოველთვის მიმართავს მანიპულაციებს სათადარიგო ნაწილებითა და სხვა საჭირო სერვისების დაბლოკვით, «ყოფილ მოკავშირეთა» შეიარაღებული ძალების პარალიზების მიზნით. დაახლოებით ანალოგიური გაგვიკეთა ჩვენც და ამიტომ, კარგად ვიცით რასაც ნიშნავს რუსეთის დაცვის ქვეშ ყოფნა. ამიტომ იყო რომ გასული წლის ზაფხულიდან დაწყებული ერთმანეთის მიყოლებით, ყაზახეთმა და ბელორუსიამ გააკეთეს განცხადებები საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის აუცილებლობის შესახებ, ყოველგვარი ბლოკების კონტექსტის გარეშე. პრაქტიკულად ეს იყო პირველი ნიშანი იმისა რომ რუსეთმა სხვადასხვა კავშირების შექმნით, იმაზე მეტი ვალდებულება აიღო თავის თავზე, ვიდრე შეეძლო. ბელორუსიაც და ყაზახეთიც შესანიშნავად ხედავენ რომ არავითარი კოლექტიური უსაფრთხოების ძალები არ არსებობენ. გასული წლის ბოლოს, ყაზახეთში გამართულ ОДКБ-ს შეიარაღებული ძალების სწავლების შემდეგ, ყაზახურ მედიაში გაჩნდა შეფასებები, რომლებმაც საბოლოოდ დაადასტურეს ის რომ ამ ორგანიზაციას არავითარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს და არაფრის დაცვის შესაძლებლობა არ გააჩნია. ჯერ საქართველოს 2008 წლის ომმა და ეხლა უკვე  უკრაინის კრიზისმა ის ბრძოლისუნარიანობაც გახადა თვალსაჩინო, რომელიც რუსულ არმიას აქვს და რომლითაც ასე იწონებდა თავს კრამლი. 
 ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთმა კიდევ ერთი ძვირადღირებული და ჩემის აზრით უპერსპექტივო კამპანია წამოიწყო, რომელიც ჩრდილოყინულოვან ოკეანეში სტრატეგიული სამხედრო ბაზის მშენებლობაში მდგომარეობს. ამ პროექტის წამოწყებას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია დანიის, ნორვეგიის, აშშ-სა და კანადის მხრიდან. იმ ტექნოლოგიური განვითარების შესაბამსად რომელიც დღეს რუსეთს გააჩნია, ძალიან სათუოა რომ შესძლოს ასეთ ექსტრემალურ პირობებში ბრძოლის წარმოება და ტყუილად აქვთ რუს ნაცინალისტ-იდეალისტებს იმის იმედი რომ რუსეთის უცვლელი მოკავშირე - სიცივე და ყინვაა! არც კანადელებს, ნორვგილეებსა და დანიელებს აქვთ ნაკლები ყინვის ამტანობა! პლიუს ტექნოლოგიურად, რუსეთზე მინიმუმ ორი თაობით წინ არიან. 
  უკრაინის კრიზისი და კავკასიი რთული რეგიონი, ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა და სანქციები, რუსეთის წინაშე გადაუჭრელ ამოცანას სახავს - გაუძლოს ამ ყველაფერს შემოსავლებ დაკარგული ბიუჯეტით, თანაც ისე რომ მოსახლეობის უკმაყოფილება - დამოურჩილებლობაში არ გადავიდეს! რუსეთის ეკონომიკას ავტონომიურ რეჟიმში დიდი ხანი ფუნქციონირება არ შეუძლია - ეს ფაქტია. საჭირო იქნება რაღაცით იმ უკმაყოფილების ჩახშობა, რომელიც აუცილებლად მოჰყვება მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებას. ასეთი კი შესაძლოა მოხდეს უკრაინის კრიზისის კიდევ უფრო გართულების შემთხვევში ან ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეთაგან პარალელურად ერთ-ერთი რომელიმეს გააქტიურების შემთხვევაში. საინიტერესოა რას მოიმოქმედებს კრემლი ასეთი ვითარების შექმნისას? მას შესაძლო ვარიანტთა დიდი არჩევანი მაინც არ აქვს - ერთია ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და მეორე ომის გაჩაღება, რომლითაც გაამრთლებს ყველა უბედურებას მტრების მიერ მზანმიმართული ძირგამომთხრელი მოქმედებებით. 
საბოლოოდ კი უნდა ითქვას რომ რუსეთმა თავისი უგუნური და აგრესიული ქმედებებით, რომელიც არაფრით არ არის განპირობებული გარდა ერთისა და ეს არის მსოფლიო ლიდერების კლუბში რუსეთის ისეთი მდგომარეობით დაბრუნება როგორითაც იყო საბჭოთა კავშირი, გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, რაც თავისთავად ცხადია სრული აფსურდია, რადგან მაშინდელი სტალინის პარტნიორთაგან, რომლესაც თანაბარი და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული სიმღლიდანაც კი უყურებდა სტალინი, დღევანდელი რუსეთი რამდნიმე ათეული წლით  ჩამორჩება განვითარებაში (მაშინაც ასე იყო, თუმცა მაშინ პოლიტიკურ ძალას სხვა ფაქტორებიც განსაზღვარავდნენ და მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარება არ იყო უმთავრესი განმსაზღვრელი). ასევე ავიწყდებთ რუსებს რომლებიც სტალინის ეპოქაზე ოცნებობენ რომ სტალინის გავლენა, პირველ რიგში მისი ქვეყნის შიგნით გატარებული სასტიკი სისიხლისღვრის შედეგად იყო «სტალინი» და არა იმიტომ რომ რუსეთის «წმინდა სტეპების» მიერ ნაშობი მეამბოხე სული ან სულაც გენიალური მმართველი იყო. დღეს სხვა დროა და პუტინის გათვლები თუ ისევ სტალინისეულ რეპრესიების მეთოდებს ეფუძნება, აქვე შეგვიძლია ვთქვათ რომ მაშინ პუტინს, ძალიან მოკლე გზა აურჩევია ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალამდე მისასვლელად. რუსული პოლიტიკური სურვილი წააგავს ადამიანის ქცევას რომელზეც ითქმევა - უსაფუძვლო ამბიცია აქვსო! სწორედ ასე ვხედავ მე რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას. არაერთხელ დავფიქრებულვარ რომ რისთვის იბრძოდა რუსეთი და რაში მდგომარეობს ის წინააღდმეგობრიობა რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს?! ყოველთვის ერთი და იგივე აზრამდე მივდივარ - არაფრით განპირობებული მსოფლიო ბატონობის დაუოკებელი სურვილი, რომლის იდეოლოგიურ სულისკვეთებას რუქაზე გამოხატული - «რუსეთის ფედერაცია» ქმნის და არა  რაიმე უნიკალური იდეოლოგია რომლის გამოყენების მექანიზმებიც რუსეთს  ექსკლუზიურად აქვს.

P.S. პუტინი ბლეფობს ძალიან ბევრ რამეს და საინტერესოა სადამადე მიუშვებენ მის «ბლეფაობას» დასავლელი ლიდერები ან თავად რუსეთის მოსახლეობა!?

Комментариев нет:

Отправить комментарий