რამენიდმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსებმა უკრაინის კონფლიქტში ავიაცია გამოიყენეს და დებალცევოსთან მე-40 ბატალიონის პოზიციები ორმა რუსულმა მოირიშე
СУ-25-ა დაბომბა (დღეს დაახლოებით დილი 12 სთ-ზე ადგილობრივი დროით). მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში პირველად იქნა გამოყენებული რუსული ავიაცია. ისევ და ისევ ევროპელი ლიდერების სამშვიდობო აქტივობის ფონზე ასეთი ესკალაცია მიანიშნებს იმაზე რომ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ცდილობს კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადაყვანას.
ამავე მოსაზრებას იზიარებს უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ხერბსტი, რომელმაც ერთერთი უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა რომ თუ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ავიაციას, ეს იქნება ნიშანი რომ პუტინი ამწვავებს კონფლიქტს. ასეთ შემთხვევაში ამერიკის რეაქცია იქნება სწრაფი. თუმცა მისი თქმით ანგარიშში რომელიც პრეზიდენტ ობამასთვის მომზადდა, რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება, ჰიპოთეტურ შერსაძლებლობად განიხილებოდა.
როგორც ჩანს პუტინი ჰიბრიდული ომიდან, უფრო ღია მოქმედებებზე გადადის და ვაბანკზე წასული, ყველა ძალასა და საშუალებას იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.
საინტერესოა რა რეაქცია ექნება დასავლეთს ამ ინფორმაციაზე და რა ზომებს მიიღებს იმისთვის რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სათანადოდ იყოს დაცული.
ჰაერთავდაცვითი პოტენციალი უკრაინასაც საკმაოდ აქვს, თუმცა რუსული ავიაციის გააქტიურების შემთხვევაში, მარტოს ამ საფრთხესთან გამკლავება ჩემის აზრით გაუჭირდება.
საინტერესო და დამაინტრიგებელია თუ რას გულისხმობდა ამერიკელი დიპლომატი სწრაფ რეაქციაში?!
საინტერესო და დამაინტრიგებელია თუ რას გულისხმობდა ამერიკელი დიპლომატი სწრაფ რეაქციაში?!


Комментариев нет:
Отправить комментарий