Страницы

понедельник, 9 февраля 2015 г.

უკრაინის დაზვერვა - კადიროვმა თავისი ხალხი დონბასიდან გაიყვანა!

დღეს უკრაინული მედია ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის განაცხადებაზე დაყრდნობით იუწყება რომ რადიო მიყურადების გზით მოიპოვეს დადასტურებული ინფორმაცია რომლითაც ირკვევა -
კადიროვმა გასცა ბრძაბნება ყველა ჩეჩენი "მოხალისის" სახლში დაბრუნების. დიდი ნაწილი პრორუსი სეპრატისტების მხარეს მებრძოლი ჩეჩნებისა, უკვე გასულია უკრაინის ტერიტორიიდან, რჩებიან ერთეულები რომლებიც ძირითადად სეპარატისტთა ლიდრების პირად დაცვაში, მაღალანაზღაურებადი სამსახურის გამო რჩებიან. 
 ერთის მხრივ კარგია ის რომ ჩეჩნური ბატალიონები გადიან რადგან მათი საბრძოლო გამოცდიიტლება, გარკვეულ უპირატესობას აძლევდა, ბრძოლა გამოუვლელ უკრაინული არმიის ნაწილებთან შეტაკებებში, თუმცა მეორეს მხრივ ცოტა გაუგებარია კადიროვის ეს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ სეპარატისტები, ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და აქტიური გადაჯგუფების პროცესში არიან, მიყენებული ზიანის გამო. ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ორივე სეპარატისტულ რეგიონში, საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.  რაც იმაზე მომწმობს რომ ბრძოლა გრძელდება. 
 უკრაინის კრიზისის ირგვლივ ისეთი ფონია შექმნილი რომ მაშტაბური ომის მოლოდინს ქმნის და ამ დროს, რუსეთის ყველაზე "გაპიარებული" მებრძოლები გაჰყავთ ცხელი წერტილიდან. იმედია არავინ არის ისეთი გულუბრყვილო რომ ეს გადაწყვტილება პირადად კადიროვის გადაწყვტილებად ჩათვალოს. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვთ რომ თუ კი ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, ესეიგი მოსკოვიდან მიიღო დირექტივა კადიროვმა. საინტერესოა რას უნდა გამოეწვია  ასეთი დირქტივა თავად მოსკოვში? 
 პირველი აზრი, რაც ალბათ ყველას თავში მოუვა ეს არის არეულობა კავკასიაში. ჩრდილოკავკასიელ იატაკქვეშელთა გააქტიურება და ახალი შეტევების განხორციელება ოკუპანტების შეიარაღებულ ძალებზე. მეორე ეს არის ის რომ პუტინმა გადაწყვიტა უკან დახევა ან იმედი აქვს რომ კონფლიქტი გაიყინება და შესაბამისად "კადიროვის ხალხი" იქ საჭიროები აღარ იქნებიან. 
 უკრაინულ მედიაში კიდევ სხვა ბევრი ვერისა გავრცელდა კადიროვის ამ ბრძანების მიზეზბთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ისიც კი ივარაუდა რომ გენერალ ისა მუნაეავის დაღუპვის შემდეგ, ჩეჩნეთიდან ბევრი მოხალისე აპირებს უკრიანაში, უკრაინელების მხარს საბრძვლოლად წასვლასა და ისას სიკვდილის გამო შურისძიებას. რატომღაც გარკვეულმა ნაწილმა უკრაინელი კომენტატორებისა, ჩათვალა რომ "кадировц"-ები შეშინდნენ და ამიტომ გაიქცნენ. 
 ნუ ასეთი ალოგიკური თეორიების დაჯერება რა თქმა უნდა არ ღირს და შედარებით უფრო პრაგმატული ახსნა უნდა მოვუძებნოთ ამ გადაწყვეტილებას. 
  ჩემს გონებაში ამ ონფორმაციის გაცნობისას პირველი ის ვერსია ამოტივტივდა, რომელიც უპირატესად დავასახელეთ ვერსიებს შორის, ანუ კავკასიაში მოსალოდნელი იატაკქვეშეთის მებრძოლების გააქტიურება. ხოლო ამის შემდეგ გამახსენდა ორი დღის წინ, NATO-ში რუსეტის წარმოამდგენლის ალექსანდრე გრუშკოს განცხადება, საქართელოში ნატოს საწვრთნელი ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. რომელიც გრუშკოს თქმით, ალიანსის მხრიდან არის პროვოკაციული ნაბიჯი და რუსული მხარე საგულდაგულოდ შეისწავლის ამ საკითხს. (ბმული)
 სიმართლე გითხრათ ეს განცხადება საქართველოსთვის საფრთხის მატარებლად მესახება. ნუ დაგვავიწყდება რომ ყველა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც კი პოსტსაბჭოთა სივრცეშია "გაყინული", ამ ტერიტორიებზე ალიანსის გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებია და არა - ყბადაღებული "ერთა თვითგამორკვევის" პროცესი.
 საინტერესოა საქართველოს ხელისუფლებას თუ აქვს რაიმე გეგმა ან წინა ხელისუფლების მიერ თუ იყო მაინც შემუშავებული მსგავსი სცენარებისთვის რაიმე სახის სამოქმედო გეგმა?! ვითარება შესაძლოა უეცრად მკვეთრად შეიცვალოს რომელიც შესაძლოა ინსპირირებული იყოს რამდენიმე მოტივით - პირველი ეს არის NATO-ს ბაზა საართველოს ტერიტორიაზე. მეორე ყარაბახის კონფლიქტია (აზარბაიჯანისა და სომხეთის არმიებმა მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 134-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს) რომელშიც უკვე შეინიშნება იმის ნიშნები რომ უკრაინის კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, "პირველივე ხელსაყრელ მომენტში" აქაც განახლდეს საბრძოლო მოქმედებები.
 ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდად ყოფნისა და შიდა ინტრიგების ჭაობში ჩაფვლის "ფუფუნება" არ გააჩნია, რადგან ქვეყნის უშუალო საზღვრებთან რომელიმე კონფლიქტის განახლება, პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. აღარაფერს ვამბობ პირდაპირ ანექსიის საფრთხეებზე, რომელიც არსად წასულა და რუსეთს, ანტიქართული "მიზეზები", დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე ემატება და არავითარ შემთხვევაში არ აკლდება, შესაბამისად შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება!
P.S. ჩვენი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით დუმბაძის ზურიკელას ეპიზოდს მაგონებს - ირგვლივ რომ ყველაფერი ინგრევა და ქაოსშია, ჩვენ რა გვეოცნებება? 

Комментариев нет:

Отправить комментарий