Страницы

среда, 11 февраля 2015 г.

ოსმა სეპარატისტებმა NATO-ს გენერალურ მდივანს უპასუხეს!

ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც NATO - საქართველოს კომისიის შეხევდრის შემდეგ გაკეთდა და რომელშიც, ალიანსის გენერალური მდივანი რუსეთისაგან ითხოვდა, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების უკან გაწვევას, ოსი სეპარატისტების ე.წ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოეხმაურა. არავინ იცის რას ან ვის ელოდებოდნენ სეპარატისტები ამდენი ხანი, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

 სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე რომ აშშ უკმაყოფილოა კავკასიაში მეტნაკლები მშვიდობის დამყარებით და ამის გამო ისევ ცდილობს, სიტუაციის არევისთვის - "ქართული ნაციონალიზმის თავისი მიზნისთვის გამოყენებას". ოსებმა არ დაივიწყეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში წარმომადგენლის ალექსანდრე გრუშკოს მიერ გაკეთებული განცხადებაც და მის ხაზს მიყვებიან. გრუშკოს განცხადება საქართველოში NATO-ს სასწავლო ცენტრის მშენებლობას ეხებოდა და მის მსგავსად, ოსი სეპარატისტებიც ასეთი ბაზის არსებობას საფრთხედ თვლიან აფხაზებისთვის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთისთვის" (სამაჩაბლო). 
 ასევე სეპარატისტების განცხადებაში ლაპარაკია იმაზე რომ რეგიონში, ახალი რეალობაა და ამ რელობას უნდა შეეგუოს ყველა, რომელიც ისეთივე მანტრააა როგორიც რუსულ პოლიტიკოსებს არაერთი აქვთ თავის არსენალში და რომელიც მხოლოდ ჩვენს რეგიონში არ გამოიყენება. იგივე რეალობას ქმნიან ეხლა უკრაინაში, თავისი ჭკუით.
  ოსების ვითომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები და საერთოს მათი ე.წ. "ოფიციალური" განცხადებები პირადად ჩემთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია რადგან სულისკვეთება, ასეთი განცხადებებისა, არის კლასიკურად კომუნისტური და ინფორმაციის გავრცელებისა ან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე მეტად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაწყოფას ისახავს მიზნად. ასეთ საკითხებს საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და ჯერ არ მახსოვს არცერთი შესაბამისი რანგის საპასუხო განცხადება, რომელიც ოსებს გააკრიტიკებდა ასეთი შენიაარსის ტექსტების გამო.
 ხშირად იყენებენ ტერმინებს ქართველი ფაშისტები (მათ შორის პატრიარქის მისამართითაც), ამერიკის მარიონეტები და ა.შ. თბილისიდან კი მუდმივად ისმის - ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი და ა.შ. 
 ოსების, ასეთი უპირატესობასში მყოფის პოზიციიდან გაკეთებული, ხმამღალი და უსაფუძვლო (ნებისმიერი ასპექტით) განცხადებები, ვერაფრისდიდებით ვერ იქნება ჩვენს შორის შერიგების ან დიალოგის ხელშემწყობი ფაქტორი და საჭიროა იმის დემონსტრირება რომ ოსები, თავისი განცხადებებით ჩვენს შორის უფსკრულს უფრო აღრმავებენ, რომელიც უშედეგოდ არ ჩაივლის!
     

Комментариев нет:

Отправить комментарий