![]() |
| АНДРЕЙ ЛЮБИМОВ / AP IMAGES |
დღეს გერმანულმა გამოცემა "Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung" ((ბმული - ორიგინალი)) გამოქვეყნა სტატია, რომელიც გერმანულ სპეცსამსახურებში გამოცემის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა - გერმანულ სპეცსამსახურებში კი, წყაროს ინფორმაციით, თვლიან რომ ოფიციალური კიევისა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი
სეპარატისტების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა შესახებ, არ ენდობიან და თვლიან რომ დაღუპულთა რაოდენობა 50 000 ადამიანს აღწევს. ოფიციალური კიევის განცხადებით აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტისას სულ დაღუპულია 1200 სამხედრო და 5400 მშვიდობიანი მოქალაქე.
გერმანული გამოცემის წყაროს განცხადებით, ოფიციალური ციფრების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება განპირობებულია იმით რომ ხშირად მაშტაბური შეტაკების შემდეგ, თითქმის სტანდარტულად ცხადდება რომ დაიღუპა ათამდე ადამიანი, სინამდვილეში კი დაღუპული იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ოფიციალურად დასახელდა. გამოცემა არ აკონკრეტებს ცალკეულ ეპიზოდებს თუ რომელ შეტაკებებს გულისხმობდა წყარო და რა ოდენობის მცდარობა იყო ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრებთან.
სხვადასხვა შეტაკებების დროს, მსხვერპლთა რაოდენობის ოფიციალურ ვერსასთან დაკავშირებით, არაერთხელ გაკეთდა კომენტარი ადგილობრივებისგან რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ოფიცილურად გამოაცხადეს. მაგალითად მარიუპოლში რამდენიმე კვირის წინ, საცხოვრებელი სახლების დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციით 40 ადამიანი იყო, ხოლო ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერდნენ რომ რეალურად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა(?!)
გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა რომ ორგანიზაციის შემფასებელთა აზრით, უკრაინაში სულ დაღუპულია 5350 ადამიანი, რომელთა რიგებშიც შეტანილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ციფრები.
გაურკვეველია ასეთი უკონკრეტიკო და უმაგალითო ინფორმაციას რატომ ენდობა ისეთი ავტოირიტეტული გამოცემა როგორიც არის "Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung"-ი, თუმცა მიუხედავად ამისა, საინტერესოა პოლიტიკური კონტექსტი რომლის ფონზეც ასეთი სახის "დაფარული" ინფორმაცია ხმაურდება. ასეთი რამ შესაძლოა მიმართული იყოს ევროპელებისთვის უკრაინის კრიზისის კიდევ უფრო მეტი დარამატიზებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რატომ უნდა აწყობდეს ოფიციალურ კიევს მსხვერპლის რაოდენობის დამალვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий