ბორის ნემცოვის გახმაურებულ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი ქალი, ალინა ვიტუხნოვსკაია სცემეს. როგორც ალინას მეგობრების მონაყოლიდან ირკვევა, ორი პოლიციელი მას ნაგვის ურნასთან ელოდებოდა და როდესაც ის სახლიდან ნაგვის გადასაყრელად გამოვიდა, მაშინ მოხდა მათ შორის შეალაპრაკება.
ერთერთმა პოლიციელმა, რომელიც ალინას თქმით ნასვამი იყო, აგდებული ფორმით გვერდით გასვლა და "პოლიტიკა/ექსტრემიზმზე" საუბარი შესთავაზა. რაზეც უარის მიღების შემდეგ, სახეში დაარტყა ალინას. სახლში დაბრუნებულმა ქალმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა საათნახევრის შემდეგ, მასთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ნაცვლად, ახლა უკვე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ФСБ-ს თანამშრომლები მივიდნენ და დაუწყეს ნოტაციის კითხვა ექსტრემიზმსა და სამშობლოს ღალატზე. პოლიციელები უკმაყოფილონი იყვნენ ალინას ინტერნეტ და სხვა სამოქალქო აქტივობებით, რომელიც რა თქმა უნდა პუტინის რეჟიმის კრიტიკას გულისხმობს. ალინას მხრიდან ერთერთი შეურაწმყოფელ გამოთქმაზე გამოხატულ პროტესტს, ახალმოსულთა მხრიდან ისევ ფიზიკური აგრესია მოჰყვა, რის შემდეგაც ალინამ გონება დაკარგა. წყარო
კერძოდ ალინას მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის მიზეზი გახდა ლოზუნგი "ЗА РАСПАД", რომლის ერთერთი ავტორი ალინაცაა და შესაბამისად ამ სახელწოდების სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის წევრიც, რომელი ჯგუფის წევრებიც როგორც ჩანს იდევნებიან. თავად ალინა ერთხელ უკვე იყო საპატიმროში საკუთარი აქტივობების გამო.
ეს ამბავი სამწუხაროდ 23 თებერვალს მოხდა და არც კი გახმაურებულა რაც აჩვენებს რუსული ოპოზიციის ჩაკეტილობას. რუსეთის შიგნით, მოძრაობა არის მაგრამ რუსული სპცესამსახურების მიერ იმდენად არის ჩახშული რომ თითქმის არ გამოდის გარეთ. ამას მოწმობს თავად ალინას ერთერთი კომენტარი თავდასხმის შემდეგ, როდესაც გაკვირვებული წერს იმ დაკარგული "ერთგული" მეგობრების შესახებ, რომლებიც ამ ინციდენტის შემდეგ აშკარად თავს არიდებენ. ის გაოცებულია და ამბობს რომ - თითქოს კალენდარზე 37წელი არ არის მაგრამ, მაინც უცნაურად ქრებიან ადამიანები!
ჩემთვის პირადად გაურკვეველია რატომ არ ხმაურდება ასეთი ინიციდენტების შესახებ ინფორმაციები. შესაძლოა ალინას ისტორიაც არ გახმაურებულიყო, თუმცა ნემცოვის მკვლელობამ ამ ისტროიისადმიც გაამახვილა ყურადღება და იმედია მომავალშიც გაავრცელებენ ასეთი სისასტიკეების შესახებ ინფორმაციას.
რუსეთში რეპრესიების სუნი დატრიალდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია - ეს რეპრესიები წინმსწრები პრევენციაა თუ უკვე დაძრული მოძრაობის შეჩერების მცდელობა!

Комментариев нет:
Отправить комментарий