Страницы

понедельник, 16 февраля 2015 г.

ეგვიპტე შესაძლოა ლიბიაში შეიჭრას!

ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი ვითარებაა. ISIS-ის მხეცობის მსხვერპლი ხდება ძალიან ბევრი ადამიანი. ამჯერად ისლამისტების მსვერპლი 21 კოფთი (ეგვიპტელი ქრისტიანი) გახდა რომლებიც ტყვედ ლიბიაში, მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტთან აიყვანეს, გასული წლის ბოლოს. ამ დრომდე, მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
ისლამისტების მიერ დასჯილი 21 ტყვიდან, 13 ერთი ოჯახის წევრი იყო. ISIS-ის პროპაგანდამ დასჯის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა, რისი მეშვეობითაც მოხდა მსხვერპლთა იდენტიფიცირება. მომხდარი უკვე დაგმეს კოფთურმა ეკლესიამ და მსოფლიოში ყველაზე დიდმა ისლამურმა უნივერსიტეტმა "ალ-ახზარმა".
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატახ ას-სისიმ, დღეს ღამე ნაციისადმი საგანგებო მიმართვა გააკეთა და პირობა დადო რომ შურს იძიებს, დაღუპული მოქალაქეების სიკვდილისთვის. გავრცელებული ინფორმაციით საგარეო საქმეთა მინისტრი სამეხ შუკრი, უკვე მივლინებულია ნიუ-ორკში, გაეროს შტაბ-ბინაში საგანგებო კონსულტაციების გასამართად. ასევე შეკრებილია უშიშროების საბჭო გაურკვეველი ვადით, პრეზიდენტის მომდევნო განკარგულებამდე. ქვეყანაში შვიდ დღიანი გლოვა გამოცხადდა.
კადრი კოფთების დასჯის ვედეოდან (Photo by nbcnews.com)
ას-სისიმ ნაციისადმი მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა რომ ეგვიპტე იტოვებს უფლებას თვითონ გადაწყვიტოს სად, როდის და როგორ იძიოს შური საკუთარი მოქალაქეების სიკვდილისთვის.
 ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ლიბიის საზღვრის გასწვრის უკვე შეიმჩნევა სამხედრო აქტივობა. მაგალითად თვითმხილველები ქალაქებიდან -  მერსა-მატრუხი და ეს-სალიუმი, იტყობინებიან რომ ცაში მუდმივად კურსირებენ სამხედრო ვერტმფრენები, რა ამოცანას ასრულებენ უცნობია. ეგვიპტურმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია საზღვრის გასწვრის ეგვიპტის სამხედრო ავიაციის ჰაერში აწევის შესახებ. თვითმხილველები ადასტურებენ რომ საზღვრის გასწვრივ განთავსებული ეგვიპტური შენაერთები დამატებით ძალებსა და ტექნიკას იღებენ.
გენერალ-მაიორი ხალიფა ფახტარი
 მომხდარს ასევე გამოეხმაურა ლიბიელი გენერალ-მაიორი ხალიფა ფახტარი, რომელიც ლიბიის ტერიტორიაზე ISIS-ს წინააღმდეგ გასული წლის მაისიდან აწარმოებს საბრძოლო ოპერაციას, სახელწოდებით - "ლიბიის ღირსება". გენერალ-მაიორის განცხადებით ის მიესალმება ნებისმიერი ძალის ჩარევას ISIS-ის წინააღდმეგ საჰაერო ჩარევის თვალსაზრისით, მათ შორის ეგვიპტისაც და აკონკრეტებს რომ მხოლოდ "არასახმელეთო" სამხედრო ჩარევას მიესალმება. მისი მიმართვა გარკვეულწილად საერთაშორისო კოალიციის მისამართითაც იყო გაკეთებული, რადგან გენერალ-მაიორმა აღნიშნა რომ ასევე მიესალმებოდა საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დახმარებასაც!
 თანამოქალქეთა სიკვდილით დასჯის ამსახველმა კადრებმა, ერთნაირად აღაშფოთა ეგვიპტის მთელი მოსახლეობა, განურჩევლად რელიგიური მრწმასისა და სოციალური მდგომარეობისა. საზოგადო მოღვაწეებისა და ცნობილი სახეებისგან უკვე ისმის მოწოდებები, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რადიკალ ისლამისტებზე იერიშის მიტანის მოთხოვნით. 
ქალაქი ლიბიის საზღვართან. სადაც თვითმხილველების თქმით სამხედრო ვერტმფრენები აქტიურად დაფრინავენ
 რამდნიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ISIS-ზე შეტევის დასაწყებად ემზადება ერაყის არმიაც. საერთაშორისო კოალიციური ძალების მიერ მივლენილი ინსტრუქტორები, ასრულებენ ოთხი ათასი ერაყელი სამხედრო მოსამსახურის გადამზადების კურსს, რომლებმაც შეტევა უნდა დაიწყონ ქალაქ მოსულზე, რომელიც ისლამისტებს აქვთ დაკავებული. ერაყის არმიის სახმელეთო შეტევას, საჰაერო მხარდაჭერას გაუწევენ საერთაშორისო კოალიციური ძალები. 
 საერთაშორისო კოალიცია, ცდილობს ასევე საერთო კოორდინაციაში მოიყვანოს ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ISIS-ის წინააღმდეგ სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე დამოუკიდებლად იბრძვიან.
როგორც ჩანს სულ მალე ISIS-ზე მაშტაბური ნადირობა დაიწყება, გამომდინარე იქიდან რომ ერთიანი ფრონტი არ არსებიბს, ბრძოლები მთელს ახლო აღმოსავლეთში გაიშლება, მოგვიანებით კი... ?!

  

Комментариев нет:

Отправить комментарий