ასეთი სახის სენსაციური განცხადება გააკეთა დონეცკელი სეპრატისტების თავკაცმა ალექსანდრე ზახარჩნკომ. რომლის თქმითაც მას რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა ინფორმაცია რომ იგეგმებოდა ნემცოვის მკვლელობა და მას გეგმავდა კადიროვი, თავისი ხალხის მეშვეობით. წყარო
თუმცა ზახარჩენკოს თქმით, მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
გავრცელებული ინფორმაციით სეპრატისტი ზახარჩენკოს მიერ გაკეთებული განცხადება, რუსულმა სააგენტო Lifenews-მა გაავრცელა. თუმცა მის ვებ გვერდზე და Youtube-ს არხებზე მსგავსი შინაარსისი განცხადება განთავსებული არ არის. ამავე სააგენტოს მიერ იქნა გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამართალდამცავების თქმით ნაპოვნი იყო ავტომობილი რომლითაც გადაადგილდებოდნენ ნემცოვის მკვლელები, რომელიც შემდგომ არ დადასტურდა.
ასევე რუსულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება რომ მკვლელები მართლაც კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებულად არაფრის თქმა არ შეიძლება.
ზახარჩნკოს გაცხადების ფონზე, ასევე გავრცელდა თავად რამზან კადიროვის განცხადება მომხდართან დაკავშირებით და არც ამ განცხადებაში შეინიშნება რაიმე კვალი რომ კადიროვი ზახარჩნკოს განცხადებით ან გაბრაზებული იყოს ან რამენაირადმე ყურადღება მიექციოს. კადიროვის განცხადებაც მორიგი, სტანდარტული დასავლეთის და კერძოდ აშშ-ს ბრალეულობის "სხვა სიმაღლიდან" დადასტურება იყო. წყარო
ერთი რამ ნამდვილად აღსანიშნავია - უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი სეპარატისტები, ბოლო დროს კადიროვს არ სწყალობენ და ნებისმიერ საკითხში ცდილობენ, კონკრეტულად კადიროვისთვის იმიჯის შელახვას. ის რომ დაპისპირება იყო ე.წ. "Кадыровцы"-ბსა და სეპრატისტებს შორის ცნობილია, თუმცა რამდენად შორს შეტოპავენ ამ დაპისპირებაში სეპრატისტები, ძნელი სათქმელი იყო. დღევანდელმა ზახარჩენკოს განცხადებამ კი დაადასტურა რომ კადიროვის ატანა არ აქვთ რუს ნაციონალისტებს!
ამ დრომდე ინფორმაცია დაუდასტურებელია - საინტერესოა თავად ფაქტი!

Комментариев нет:
Отправить комментарий