Страницы

четверг, 26 февраля 2015 г.

მთელს რუსეთში ბომბსაფრების მოსაწყობი ადგილების აღწერა მიმდინარეობს!

მთელს რისეთის ტერიტორიაზე მიმიდიანრეობს ადგილების აღწერა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ბომბსაფარი. გასული წლის ბოლოს დასრულდა უკვე არსებული ბომბსაფარების დათვალიერება და ინვენტარიზაცია. ზოგიერთი მათგანი გარემონტდა.
ასევე ძველი ფუნქცია დაუბრუნეს 90-იანებში კერძო პირების მიერ შესყიდულ თავშესაფრებსაც, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდათ მინიჭებული. ამჯერად კი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის სპეციალსიტები იკვლევენ ყველა იმ ადგილს, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას იგივე ფუნქციით და რომელსაც შეუძლია დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვეულებრივი საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან და ა.შ.
კერძოდ, აღნიშნული ინვენტარიზაციის ჯგუფის ინტერესის სფეროში ხვდება, ყველა ის მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა თუ ბუნებრივად წარმოქმნილი ჩაღრმავებული და შეღრმავებული ადგილები, რომელთაც შეუძლიათ თავშესაფრის როლის შერულება საომარი მოქმედებებისას. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც რუსული სააგენტო Росбалт-ი ავრცელებს, დათვალერება ხდება ნებისმიერი შენობის, მიხუედავად იმისა ვისი საკუთრებაა და რა დანიშნულება აქვს. მათ შორის სავაჭრო და გასართობი ცენტრების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, რომელთაც აქვთ სარდაფები ან მიწსქვეშა ავტოსადგომები. ასევე ბუნებრივად წარმოქმნილი გამოქვაბულები და ა.შ. რომელთა თავშესაფრად გამოყენებაც შესაძლებელია.  (წყარო)
 ასეთი ღონისძიებები ზოგადად ყველა ქვეყანაში ტარდება და 2008 წლის შემდეგ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური იყო ბომბსაფარების საკითხი. თუმცა, დღეს რეგიონში არსებული საომარი კონტექსტი, გვინდა არ გვინდა ასეთი ინფორმაციების მიმართ ყურადღებას ამძაფრებს რადგან რუსული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამოდმდინარე ოპტიმისტური განწყობის საფუძველი სულ უფრო მინიმალური რჩება და "დიდი ომისთვის" სამზადისად მოსჩანს ყველაფერი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий